საოჯახო ტიპის სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა.

20 ივნისის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით  (AirBnB, booking.com და სხვა ) აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს.


კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში, შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროსათვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელის განსაზღვრას.


გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.


რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და  მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი. 


პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს.


მეორე მოდელის მიხედვით,  სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის  საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. 


სემეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგად. განხილვებში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, საოჯახო სასტუმროს მფლობელები, ბინის გამქირავებლები, ტურიზმის  სექტორის წარმომადგენლები და ენერგოომბუდსმენი.    


პარლამენტის წინ აქციის მონაწილე პირის ამოკერვას შეეცადა

"რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ  პროტესტის ნიშნად პირის ამოკერვა ცადა. 

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის კიდევ 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავა.

ნათია თურნავა: 200 ჟურნალისტი და ბლოგერი მსოფლიოს საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო მიმართულების, შესახებ მოუთხრობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო გზამკვლევის „Lonely Planet“ - ის ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის გასაშუქებლად იმყოფება.

ბატიაშვილი: "ევრობასკეტის" მატჩების მასპინძლობით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ

„ეს ქართული კალათბურთის და ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა",-ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში 20:30 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. 

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილე ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების მომრავლებას პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან.

მამუკა მდინარაძე: ადრე აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა აყალბებენ კვლევებს

არჩევნების შემდეგ ორი თვეც არ გასულა და ჩვენ ვხედავთ, რომ კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს 35 %-ით აცდენილია. შესაბამისად, სერიოზული საუბარი შეუძლებელია,- აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს მეხანძრე ტრაგიკულად დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში.

ახალციხეში მანქანა დაიწვა

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე რუბიკ საფარიანის ავტომობილი "ოპელ ვექტრა" დაიწვა. შემთხვევა დაახლოებით, 40 წუთის წინ მოხდა. მეპატრონე გვიყვება, რომ ბაზრიდან მოდიოდა, როცა მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს

2021 წელს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველოც უმასპინძლებს.

შსს: გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა, უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე აქციაზე მომხდარის გამო უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე სამართალდამცველს.

ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, სრულად განადგურდა 5-ოთახიანი ბინის ძირითადი ნაწილი. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა, ვურჩიო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, უკვე დროა, საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქრონ

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი ეხმაურება.

აქციის მონაწილეზე ფიზიკური ძალადობისთვის სამართალდამცველი დააკავეს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

ზუგდიდში ვლაქერნობა აღნიშნეს

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დღეს დილის 9 საათიდან აღნიშნავენ.

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში გამოიძახეს

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და მისგან განმარტებები მოითხოვეს, საქართველოს მოქალაქეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსთან საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით.

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი და ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

ვალერიან გორგილაძე: IRI-ის და NDI -ის კვლევითი მეტამორფოზები სოციოლოგიური ანეკდოტების ჟანრში უნდა განვიხილოთ

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაციონალური მოძრაობის დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აყროლებული საწოვარები „ავერსის“ დახლებზე

როგორც ჩანს, „ავერსის“ ქსელი დიდ ყურადღებას არ უთმობს ვადების შემოწმებას და მათ დახლებზე ვადაგასული საქონელი არც თუ ისე იშვიათად ხვდება.

გია აბაშიძე: როგორ უნდა ვთქვა რამე სერიოზული იმ კვლევაზე, სადაც დავით ბაქრაძე ლიდერობს 59%-ით

ექსპერტი გია აბაშიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ IRI-ის ბოლო კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.