კობახიძე: ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო მძიმე სანახავი

ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.


 


„რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20  პროცენტი  და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი პარლამენტის წევრი იჯდა თავმჯდომარის სკამზე,  რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში , შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არ დაშვება.


 


კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა,  რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის  ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა კობახიძემ,წერს 1 tv.ge.


 


რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შესაბამის ფორმატში განიხილება ყველა საორგანიზაციო საკითხი.


გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში

ექსპერტი გია აბაშიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც იქნა აღიარეს, რომ "კონტი" რეალურად არც ყოფილა პროექტში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც

„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს".

თამარ მახარობლიძე: სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მისცა ყველანაირი საშუალება გადაერჩინა საკუთარი მონაწილეობა ამ პროექტში და შეესრულებინა ვალდებულებები

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

ქუთაისში სარდაფები გატეხეს

ქუთაისში აღმაშენებლის 11 ნომერში ორი სარდაფი გატეხეს.

ოთარ ანგურიძე:  „Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

„Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე

"სახალხო დღესასწაული "ბორჯომობა" დაიწყო

17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება.

სოსო არჩვაძე: „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

„Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება".

2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება  

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება".

ირაკლი მეზურნიშვილი “Fitch” - ის რეიტინგზე: მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რადგან თანხების დაბანდებისას ინვესტორი პირველ რიგში ამ ფაქტორს უყურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ისეთი სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან, როგორიც „Fitch“-ია,  სტაბილური რეიტინგის შენარჩუნება და ზოგადად დადებითი შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია.

ირაკლი ლექვინაძე: FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს

"მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი FITCH-მა 0,3%-ით შეამცირა, ის მაინც აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.3%-იან მაჩვენებელს"

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად განაგრძობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. დღეს,პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში იმყოფებოდა და მეთევზეებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები  1 ლარად შეიძენენ

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ".

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა წელს დასრულდება

"საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ2007 წელს აიღო, წელს დასრულდება".

მამუკა ბახტაძე: წეროვანის სარეაბილიტაციო კომპლექსი ჩვენს რეგიონში მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი იქნება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში დღეს ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სამხედროებს საშუალებას მისცემს, რეაბილიტაცია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.

სამინისტრო: ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, რეალობას არ შეესაბამება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ნათია თურნავა: რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ

სარეიტინგო კომპანია “Fitch” - მა დაასახელა ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა დგას.

 

ნათია თურნავა: “Fitch” - ის რეიტინგზე დადებითი გავლენა მოახდინა მაკროეკონომიკურმა გარემომ და ეფექტურმა მმართველობამ

სარეიტინგო კომპანიამ “Fitch” - მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა.

შსს-ში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადების კურსი გრძელდება.

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

მტაცებელი ფრინველების მიგრაციას აჭარის თავზე უცხოელი დამკვირვებლები, მეცნიერები და ეკოტურისტები რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმიდან 15 ოქტომბრამდე დააკვირდებიან.