Volvo Cars და Uber წარმოგიდგენთ თვითმართვად ავტომობილს

Volvo Cars-ი, ლიდერი ავტომობილების ინდუსტრიაში, და Uber-ი, ლიდერი ბრენდი სწრაფი მგზავრობის მიმართულებით, წარმოადგენენ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შექმნილ სრულიად თვითმართვად, მასობრივი წარმოების ავტომობილს.

Uber-მა და Volvo Cars-მა პარტნიორობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს და მას შემდეგ რამდენიმე პროტოტიპი შექმნეს, რაც, თავის მხრივ, მიმართული იყო თვითმართვადი ავტომობილის წარმოების განვითარებისკენ. დღეს წარმოდგენილი XC90 SUV-ი პირველი მასობრივი წარმოების ავტომობილია, რომელიც Uber-თან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილს უკვე შეუძლია სრულიად დამოუკიდებლად გადაადგილება.


XC90 სრულად აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების ტექნოლოგიით, რაც Uber-ს საშუალებას აძლევს, მარტივად დაამონტაჟოს თავისი თვითმართვადი სისტემა და ამით ახალი სიტყვა თქვას საავტომობილო ინდუსტრიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები Volvo Cars-ის უპილოტო ავტომობილებისთვის არის რიგი დამზღვევი სისტემები როგორც მართვისა და მუხრუჭის ფუნქციონირებაში, ისე ძრავის ფუნქციონირების მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხოებას მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი.


„ვოლვოს“ ავტომობილების დამზღვევი სისტემები, სენსორები და უსაფრთხოების სისტემები შექმნილია იმისთვის, რომ Uber-ის თვითმართვადი სისტემა გახდეს უფრო საიმედო და დაცული ურბანულ გარემოში გადაადგილების დროს.


Volvo Cars-ის და Uber-ის მეშვეობით ერთ დღესაც შესაძლებელი იქნება ავტონომიური Car Sharing-ი მძღოლის შუამავლობის გარეშე. Uber-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები გააკონტროლებენ იმ არეალებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება თვითმართვადი ავტომობილებისთვის.


დღეს გაცხადებული ინფორმაცია, თვითმართვადი ავტომობილების შესახებ არის იმ კომერციული შეთანხმების შედეგი, რომელიც Volvo Cars-მა და Uber-მა 2016 წელს შეიმუშავეს და რის მიხედვითაც უახლოეს მომავალში Uber-ი ათობით ათას თვითმართვად ავტომობილს მიიღებს „ვოლვოსგან“.


„ჩვენ გვჯერა, რომ თვითმართვადი ავტომობილის ტექნოლოგია მოგვცემს საშუალებას, მეტად გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება, რაზეც დგას ჩვენი კომპანია. ვვარაუდობთ, რომ შემდეგი დეკადის შუაში, ვოლვოს მიერ წარმოებული ავტომობილების მესამედი სრულიად ავტონომიური იქნება. Uber-თან შეთანხმება ხაზს უსვამს ჩვენს ამბიციას, გავხდეთ მთავარი მიმწოდებლები ამ ინდუსტრიაში“. - ამბობს ჰაკან სამუელსონი, Volvo Cars-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.


„ისეთ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობა, როგორიც „ვოლვოა“, არის მთავარი ფაქტორი, რომ ეფექტურად შევქმნათ უსაფრთხო და სანდო ავტოპარკი. დიდი ხანია, რაც „ვოლვო“ ცნობილია თავისი ძლიერი უსაფრთხოების სისტემებით, რაც საშუალებას გვაძლევს, ვენდოთ მათ და ავირჩიოთ Uber-ის თვითმართვადი სისტემის პარტნიორად“, - ამბობს ერიკ მეიჰოფერი, Uber-ის ტექნოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი.


Volvo Cars-ი გეგმავს, მსგავსი ავტონომიური ავტომობილების კონცეფცია 2020 წლისთვის გამოიყენოს, რომლის მიხედვითაც წარდგენილი იქნება შემდეგი თაობის SPA2 ტიპის არქიტექტურისა და მონაცემების მქონე თვითმართვადი ავტომობილი, განკუთვნილი სპეციალური ზონებისთვის, როგორებიც არის ავტობანი და რკალური გზები. ავტონომიურ მართვას გზებზე უფრო მეტი უსაფრთხოების შექმნა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ყველა ავტომობილი თვითმართვადი იქნება. მანამდე კი „ვოლვოს“ ტექნოლოგიებს შეუძლია, შეუმსუბუქოს მძღოლს მართვის პროცესი, მაგალითისთვის - უზრუნველყოს ავტომატური დაძვრა-გაჩერება საცობის დროს.


პარლამენტის წინ აქციის მონაწილე პირის ამოკერვას შეეცადა

"რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ  პროტესტის ნიშნად პირის ამოკერვა ცადა. 

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის კიდევ 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავა.

ნათია თურნავა: 200 ჟურნალისტი და ბლოგერი მსოფლიოს საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო მიმართულების, შესახებ მოუთხრობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო გზამკვლევის „Lonely Planet“ - ის ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის გასაშუქებლად იმყოფება.

ბატიაშვილი: "ევრობასკეტის" მატჩების მასპინძლობით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ

„ეს ქართული კალათბურთის და ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა",-ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში 20:30 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. 

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილე ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების მომრავლებას პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან.

მამუკა მდინარაძე: ადრე აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა აყალბებენ კვლევებს

არჩევნების შემდეგ ორი თვეც არ გასულა და ჩვენ ვხედავთ, რომ კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს 35 %-ით აცდენილია. შესაბამისად, სერიოზული საუბარი შეუძლებელია,- აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს მეხანძრე ტრაგიკულად დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში.

ახალციხეში მანქანა დაიწვა

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე რუბიკ საფარიანის ავტომობილი "ოპელ ვექტრა" დაიწვა. შემთხვევა დაახლოებით, 40 წუთის წინ მოხდა. მეპატრონე გვიყვება, რომ ბაზრიდან მოდიოდა, როცა მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს

2021 წელს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველოც უმასპინძლებს.

შსს: გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა, უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე აქციაზე მომხდარის გამო უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე სამართალდამცველს.

ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, სრულად განადგურდა 5-ოთახიანი ბინის ძირითადი ნაწილი. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა, ვურჩიო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, უკვე დროა, საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქრონ

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი ეხმაურება.

აქციის მონაწილეზე ფიზიკური ძალადობისთვის სამართალდამცველი დააკავეს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

ზუგდიდში ვლაქერნობა აღნიშნეს

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დღეს დილის 9 საათიდან აღნიშნავენ.

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში გამოიძახეს

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და მისგან განმარტებები მოითხოვეს, საქართველოს მოქალაქეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსთან საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით.

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი და ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

ვალერიან გორგილაძე: IRI-ის და NDI -ის კვლევითი მეტამორფოზები სოციოლოგიური ანეკდოტების ჟანრში უნდა განვიხილოთ

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაციონალური მოძრაობის დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აყროლებული საწოვარები „ავერსის“ დახლებზე

როგორც ჩანს, „ავერსის“ ქსელი დიდ ყურადღებას არ უთმობს ვადების შემოწმებას და მათ დახლებზე ვადაგასული საქონელი არც თუ ისე იშვიათად ხვდება.

გია აბაშიძე: როგორ უნდა ვთქვა რამე სერიოზული იმ კვლევაზე, სადაც დავით ბაქრაძე ლიდერობს 59%-ით

ექსპერტი გია აბაშიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ IRI-ის ბოლო კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.