„ლიტერატურის ეროვნული ფონდის" დირექტორად ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორად ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი დაინიშნა.

ირმა რატიანი  ოცზე მეტი საერთაშორისო საგრანტო პროექტის ავტორი, ხელმძღვანელი და შემსრულებელია. სწორედ მისი ინიციატივით, საქართველოში შედარებითი ლიტერატურის ქართული საერთაშორისო ასოციაცია დაფუძნდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ლიტერატურული ასოციაციის, ქართული განყოფილება. 2008-2012 წლებში ირმა რატიანი ამ ასოციაციის პრეზიდენტი, ხოლო  2102 წლიდან დღემდე მისი საპატიო პრეზიდენტია.

 

ორმა რატიანი - „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, - საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორია, რომელიც  2007 წლიდან დღემდე, თბილისში ყოველწლიურად  ტარდება და ყოველ წელს სხვადასხვა აქტუალურ ლიტერატურულ თემას ეთმობა.

 

მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს თარგმანები. გარდა სამეცნიერო თარგმანებისა, მას ეკუთვნის იაპონური პოეზიის ძეგლის - „ასი უძველესი იაპონური ლექსი“ მხატვრული თარგმანი იაპონური ენიდან ქართულად. მასვე ეკუთვნის ესეისტური წიგნი - „იაპონური დღიურები“. 

 

ირმა რატიანი  არაერთი საერთაშორისო სტიპენდიის მფლობელი და საერთაშორისო გამოცემების ექსპერტია. ის წარმატებით ატარებს ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. ( იხ. მიბმული დოკუმენტი  - ირმა რატიანის ბიოგრაფია).

 

მოგეხსენებათ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი  კულტურის მიმართულების სსიპ-ების მოდერნიზაციისა და  მართვის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდა. შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს   შეუერთდნენ და ორგანიზაციად ერთ გაერთიანდნენ.

 

სსიპ „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ სსიპ - „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და სსიპ – „მწერალთა სახლი“ გაერთიანდა და მათ ბაზაზე შეიქმნა და

ფონდის საქმიანობის საგანი იქნება: ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა. ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა; საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა დაფინანსების სპეციალური მექანიზმების საშუალებით; შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა განათლების ყველა საფეხურზე და ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება; ქართული ლიტერატურის სხვა ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და მთარგმნელთა პროფესიული ქსელების განვითარება; ადგილობრივი ბაზრის შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, წიგნის ხარისხის კონტროლის, გამომცემლობების და დისტრიბუტორების წახალისების მექანიზმების შემუშავება; გამომცემლობების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების ხელშეწყობა; ელექტრონული წიგნის განვითარების მიზნით, შესაბამისი გადამზადების პროგრამების შემუშავება ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნული სსიპ-ების ადმინისტრაციას ჯერ კიდევ 8 მაისს ეცნობათ, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის N 213 დადგენილების პირველი მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად ხორციელდება სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და სსიპ - მწერალთა სახლის რეორგანიზაცია და მათ ბაზაზე იქმნება სსიპ - ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი.

 

ირმა რატიანი უახლოეს დღეებში გაერთიანებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

 


"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშს განცხადებით მიმართავენ

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების გუნდმა პირდაპირი ეთერიდან ტელეკომპანიის ახალ მფლობელსა და დირექტორს მიმართეს და საზოგადოებას  ე.წ. სამოქმედო გეგმა გააცნეს.

საქართველოსა და ინდოეთს შორის სავიზო პროცედურები გამარტივდება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექნოლოგიური სერვისების კომპანია VFS Global-თან მემორანდუმი გააფორმა.

 

პაატა სალია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან შესახვედრად მივიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტებთან შეხვედრას განაგრძობს.

კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერია ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე : საარჩევნო რეფორმას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში

არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმა თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლაა.

 

არჩილ თალაკვაძე : საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახსა და ნატოშია

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მისი პირველი სამუშაო ვიზიტი შეაფასა. 

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სავაჭრო საკითხები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სავაჭრო საკითხებზე მომუშავე და DCFTA - ის საკონსულტაციო საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

არჩილ თალაკვაძე : ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი.

არჩილ თალაკვაძე : „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "რუსთავი 2"-ის მენეჯმენის შესახებ აცხადებს, რომ ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა.

აშშ-ის საელჩო: ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად

აშშ-ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ლევან იზორია „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს კობა კოშაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ანაკლიის სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიის სანაპიროს 5 კმ-იანი ზოლი (ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან კოლხეთის პარკის დაცული ტერიტორიების ჩათვლით) სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება.

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა“, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

საგარეჯოს რაიონში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ იხნსება

20 ივლისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში, სოფელ ხაშმში სასტუმროს - „შატო ხაშმი“ გახსნიან.

ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს და მოსალოდნენლია, რომ დღის წესრიგში ფრენების აღდგენის საკითხიც დადგეს.

საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის  შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მამუკა გამყრელიძე: გუშინდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

„სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე“, - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა მამუკა გამყრელიძემ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე.

სტრასბურგის სასამართლო ვაზაგაშვილის საქმეზე: ტრაგიკული განვითარება გახდა კიდევ ერთი მაგალითი ხელისუფლების მხრიდან გულმოდგინების ნაკლებობის

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით („ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“) პრესრელიზს აქვეყნებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8845 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8714 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -1.31 თეთრი შეადგინა.