"არავითარი საფრთხე არც ერთ მედიას, მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან, არ ემუქრება"

მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, – ასე შეაფასა არჩილ თალაკვაძემ ნიკა გვარამიას განცხადება ტელევიზიაში შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე.


"ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად. ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე არც ერთ მედიას, მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან, არ ემუქრება. ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რაც ახლა წამოიწყეს, ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე არ ემუქრება არც ერთ მედიას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რაც ახლა მიმდინარეობს და ეს არის მათ მიერ მოფიქრებული გეგმა, მას შემდეგ, რაც აღიკვეთა მასობრივი არეულობის და სცენარის განვითარება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ნიკა გვარამიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სახელისუფლო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ.



ტყიბულში საავტომობილო გზიდან მანქანა გადავარდა

ტყიბული-ამბროლაურის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე, ავტომობილი გზიდან გადავარდა.

ანა რეხვიაშვილი: ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისგან პასუხს ელოდება

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა და მათგან პასუხს ელოდება.

სკანდალური ამონარიდი ოქრუაშვილის ჩვენებიდან, „რუსთავი 2“–ის წილებთან დაკავშირებით

„პირველისთვის“ სანდო წყაროსგან ხელმისაწვდომი გახდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 2014 წლის 1–ლი აპრილის ჩვენება, რომელშიც ის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის წილების გასხვისებაზე საუბრობს.

 

ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

ქუთაისში, პატრულის თანამშრომლებმა სუიციდის ფაქტი აღკვეთეს

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე კაცმა თვითმკვლელობა სცადა. ის ქალაქის გასასვლელში არსებული ხიდიდან, წყალში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ფაქტი საპატრულო ეკიპაჟმა დააფიქსირა.

პატრიარქი: ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს

ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე მესამე სექტორსა და ოპოზიციაზე: ეს ხალხი იტყუებოდა, სტრასბურგმა თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები ქართული სასამართლოსა და მართლმსაჯულების შესახებ მცდარია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გურამ ნიკოლაშვილი: სალიამ არხის მიმართ უნდა შეინარჩუნოს ცივი და ფლეგმატური დამოკიდებულება

“გუშინდელმა მოძალადეებმა, პროპაგანდისტებმა, აგრესორებმა დაიწყეს არა მხოლოდ ხალხის დამოძღვრა, არამედ სტანდარტის დაწესება, რა არის სწორი და რა არასწორი“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში.

VIDEO- ომალოში დაშავებული ამერიკელები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოინახულა

ამერიკის მოქალაქეები, რომელიც გუშინ მაშველებმა გადაარჩინეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოინახულა.

გურამ ნიკოლაშვილი: არასამთავრობო სექტორი „რუსთავი 2-ის“ დირექტორის მესიჯბოქსისა და ნარატივის გამხმოვანებელ მოლაპარაკე თავებად იქცა

„ეს განაჩენი არის არა მხოლოდ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ეს არის განაჩენი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგაც“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში.

გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი დავა „რუსთავი 2-ის“ მფლობელებს შორის

„სტრასბურგმა თქვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, ადამიანის ფასი, ევროპის ფუნდამენტი, მართლმსაჯულება და თავისუფლება“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში - „ევროპული გაკვეთილი საქართველოს“.

შესრულდება თუ არა ჟურნალისტების მოთხოვნები - როგორ დასრულდა პაატა სალიას შეხვედრა ,,რუსთავი2"-ის თანამშრომლებთან

მე არ მინდა ამ ადამიანებს მესამე პირების საშუალებით ველაპარაკო,- ასე უპასუხა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, შეიქმნება თუ არა საზოგადოებრივი საბჭო.

ზუგდიდელმა მომღერალმა აშშ-ში ფესტივალზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ზუგდიდელმა მომღერალმა თამუნა ლილუაშვილმა ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ახალციხეში სომხურ ეკლესიაში შესაწირი ყუთიდან თანხა მოიპარეს

ახალციხეში, რაბათის უბანში, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ტაძრიდან, გასაყიდი ეკლესიური ნივთები და შესაწირი ყუთიდან თანხა მოიპარეს.

არჩილ თალაკვაძემ მერილენდში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მერილენდის შტატში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობით დაასრულა.

სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლებაში ”Sea Breeze 2019”

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოდესაში მონაწილეობა მიიღეს ორკვირიან საერთაშორისო სწავლებაში "Sea Breeze 2019".

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, რომლებმაც პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

რატომ არ შემოუშვეს იულია სუსლიაკი საქართველოში - შსს-ს განმარტება

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული, სამართალდამცველებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს და აზერბაიჯანში გააბრუნეს. ამის შესახებ „პირველს“ შს სამინისტროში განუცხადეს.

ენზელ მკოიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

წყალდიდობა თურქეთში - არის მსხვერპლი

თურქეთში წყალდიდობის შედეგად ერთი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი.

ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები თიანეთში,  სოფელ ალოტთან, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.