მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოები დაასრულა.

გზაგამტარის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

„მარშალ გელოვანთან დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის მოწყობა დასრულებულია და დღეიდან, თბილისის მოსახლეობას, მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, ამ კონკრეტული გზით ისარგებლონ. აქ
სერიოზული პრობლემა იყო საცობების მიმართულებით. პროექტის განხორციელების შემდეგ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა განიტვირთება. პროექტი შარშან დავიწყეთ და იყო კრიტიკა იმის
შესახებ, რომ დროში გაიწელა. მე ამას ავხსნი: პირველადი პროექტი, რომელიც შემუშავდა, იყო პრობლემური იმ თვალსაზრისით, რომ მწვანე სივრცე უნდა განადგურებულიყო. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. იცით, ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამის გამო, პროექტი შეიცვალა და განხორციელდა ისე, რომ მწვანე სივრცე შენარჩუნდა და მინიმალური ჩარევა მოხდა. დარჩენილია შემდეგი სამუშაოები: გზის დახაზვა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და ახალი გზა გამყოფების გამწვანება, რაც რამდენიმე დღეში დაიწყება. ასევე, საფეხმავლო კიბეები და ლიფტები მოეწყობა, რომლითაც სარგებლობა შეეძლება მოსახლეობას“, - განაცხადა
დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღნიშნული ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოებში იყო ჩართული.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო პირველივე დღიდან, მათ შორის პროექტის ავტორს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი
ქვეყანა, ჩვენი ქალაქები, რეგიონები იყოს ყველაზე განვითარებული, მოწესრიგებული და რაც მთავარია, ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა და ეს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. იცოდეთ, რომ ჩვენ 24 - საათიან რეჟიმში, ყოველთვის თქვენს სამსახურში ვართ. მთავრობის ყველა წევრი, მერიის ყველა თანამშრომელი, მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს
მოწესრიგებული, უსაფრთხო, კომფორტული საცხოვრებლად. დარწმუნებული ვარ, ამას ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ორდონიანი კვანძის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს პარლამენტის დეპუტატები მამუკა მდინარაძე და ილია წულაია, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქოს სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ. აღნიშნული გზაგამტარი წარმოადგენს რკალისებურ ესტაკადას, რომელიც იწყება სარაჯიშვილის ქუჩიდან, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და უერთდება აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას. პროექტი უზრუნველყოფს მოძრაობის განტვირთვას ვაშლიჯვრის დასახლებაში, გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიღომს შორის, ასევე, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის

პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით. სამშენებლო სამუშაოების პროცესში პროექტში შევიდა ცვლილებები. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ალტერნატიული პროექტით, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრა. მაგალითად, თავდაპირველი პროექტით თუ გათვალისწინებული იყო 47 დიდი და 198 პატარა ხე-მცენარის მოჭრა, ალტერანტიულით მოიჭრა სულ 17 ერთეული ხე-მცენარე, ხოლო გადაირგო 27; საკომპენსაციოდ დაირგო 140 ხე-მცენარე; ამავე დროს, ალტერნატიული პროექტის მიხედვით, თბილისის მერიას ნაკლები შეხება მოუწია კერძო საკუთრებასთან, რამაც დაზოგა დედაქალაქის ბიუჯეტი; 246 მ სიგრძის ესტაკადის სავალი ნაწილი ორზოლიანია და 8-მეტრი სიგანისაა, ნაცვლად 6 მეტრისა. სავალი ნაწილის გარდა, ესტაკადას ცალმხრივად მიჰყვება 2მ სიგანის ტროტუარი. შშმ პირთათვის გადაადგილების გამარტივებისთვის მარშალ გელოვანის გამზირის ორივე მხარეს დამონტაჟდება ლიფტები. სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ აწარმოებდა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.


ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს 

ზუგდიდში ახალგარზდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

„Freedom Barometer-ის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „freedom barometer-ის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს.

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შვილს, ინფექციაზე გამოკვლევა ჩაუტარდა

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შვილი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. 

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილ პროგრამებსა და აქტივობებს პირადად გაეცნო.

ელენე ხოშტარია: სამწუხაროდ მომიწია რუსეთში სწავლა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა

"სამწუხაროდ მომიწია რუსეთში სწავლა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა",- ასე უპასუხა ელენე ხოშტარიამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ ჩააბარა მან იმ უნივერსიტეტში, რომელიც "კაგებეს" დაფუძნებული იყო. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 დავით წითლიძემ და შოთა რეხვიაშვილმა ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს 

ქვემო ქართლში მიმდინარე და  დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და ქვემო ქართლში  სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე. 

 

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაია: ვფიქრობ, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის თანამშრომლებს ვირუსი არ აღმოაჩნდებათ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 წელის ქალს, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, განსაკუთრებული მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

განათლების სამინისტრო სკოლების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად იცავს საერთაშორისო სტანდარტითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით, საჯარო სკოლების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბალთან ხანძარია

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. 

კორონავირუსთან დაკავშირებით 112 განცხადებას ავრცელებს 

კორონავირუსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს. 

თამარ გაბუნია: თბილისში დამატებითი საკარანტინო ადგილები მზადდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში დამატებითი საკარანტინო ადგილები მზადდება, რადგან საჭიროების შემთხვევაში, მილანიდან ჩამოსული მგზავრების გადაყვანა მოხდეს. 

საარჩევნო განვითარების სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

28 თებერვალს რვა ქალაქში საარჩევნო განვითარების სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

არჩილ თალაკვაძე: თუ 40% ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნაა, ამისთვის მზად ვართ

„არჩევნებზე შეთანხმების მისაღწევად 40% თუ პრინციპული მოთხოვნაა, მზად ვართ“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიას მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მთავრობის ერთპიროვნულად შესაქმნელად.

გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

„ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შედეგი გაიუმჯობესა და 27-ე ადგილი დაიკავა ევროპის 45 ქვეყანას შორის“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ თავისუფლების ბარომეტრის შეფასებაზე საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე: მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლირებადია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის მობილიზებულია რამდენიმე სამედიცინო კლინიკა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებულ კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკში ადასტურებენ.

საქართველოში Waste Expo 2020 გაიმართა

USAID/CENN ნარჩენების მართვის პროგრამის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA) თანამშრომლობით, საქართველოში Waste Expo 2020 უკვე მეორედ გაიმართა.

ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს.