კახა კალაძე: ჩვენ ქვეყანაში სრულად არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება, მათ შორის რუსი ტურისტების

დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მედიის დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ერი ტოლერანტი ერია, რომელსაც მასპინძლობა არასდროს შეშლია. მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ოკუპაციას გონიერებით და განათლებით უნდა დაუპირისპირდეს და არა ემოციით, რომელიც ისევ მას დააზარალებს.

“მე, როგორც დედაქალაქის მერმა, ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ ვითარდებოდა ზოგადად ტურიზმი თბილისში. ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სექტორის წინსვლა და განვითარება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მეტი და მეტი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში და ეს ტენდენცია მზარდი იყო. ამის პარალელურად მეტი სასტუმრო შენდებოდა, მეტი ჰოსტელები ჩნდებოდა, მეტი კაფე-ბარები ჩნდებოდა. ეს ძალიან ბევრ ადამიანს აძლევდა დასაქმების შესაძლებლობას და იყო მათი შემოსავლის წყარო. რა თქმა უნდა, რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან ცუდი, სამწუხაროა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ხალხი ეროვნული ნიშნით არანაირი ფობიებით არ გამოირჩევა არცერთი ხალხის მიმართ და ამის დამადასტურებელი ის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციებია, რომელიც გვაქვს. ტურისტების უსაფრთხოებაზე იყო საუბარი და მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტების. მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ. ჩვენ ოკუპაციას გონიერებით უნდა ვებრძოლოთ, განათლებული, ჭკვიანი ხალხი ვართ ქართველები და არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ისევ ჩვენ დავზიანდეთ. იმას, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური წინსვლით უნდა ვებრძოლოთ", -აღნიშნა კახა კალაძემ.


სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პრემიერი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და დახვდებათ.

პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

რუსეთის ბაზარზე ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი განულდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა 61 საწოლზეა გათვლილი და რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ლარის კურსი

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.53 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

„ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი", - ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ბათუმში იახტკლუბის მიმდებარედ 5 ცათამბჯენი აშენდება - გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

ბათუმის საკრებულოში დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება ე.წ. "რივიერას" განაშენიანებაზე ბათუმის საქმის წარმოების გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა.

უკრაინაში აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ.