დიმიტრი ხუნდაძე: პრაქტიკულად, ჩვენ დავდექით სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების ზღვარზე

სამართლიანი და გულწრფელი აქცია ვერ დასრულდა მომიტინგეთა , ჟურნალისტთა და სამართალდამცავთა ზიანის გარეშე,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას.

"დამერწმუნებით, რომ ბოლო 4 დღე საკმაოდ მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. პრაქტიკულად, ჩვენ დავდექით სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების ზღვარზე. სამართლიანი და გულწრფელი აქცია ვერ დასრულდა მომიტინგეთა , ჟურნალისტთა და სამართალდამცავთა ზიანის გარეშე. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება გვეხილა ჩვენ, რომ ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ორი ადამიანი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუციის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ძალისმიერი დაკავების მცდელობას. ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რასაც შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი მოეტანა. ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა და გარე მტრების მათი გეგმის განხორციელების მცდელობას, ვფიქრობ, დღეს უფრო ობიექტურად უნდა შევაფასოთ ვითარება და არა მხოლოდ ჩავრჩეთ ემოციებში. მძიმეა, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე. მე ძირითადი პროფესიით ისევე, როგორც კაკი ზოიძეს ჰქონდა თავისი პროფესიული ემოცია ისევე, როგორც ადამიანური, ჩემი პროფესია არის ექიმობა. მე არაერთხელ მქონია სიტუაცია, როცა ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობა გადამირჩენია და დღესაც ვხედავ, რომ პოლიტიკაშიც მომიწია იმ სიტუაციასთან პირისპირ დგომა, როცა ადამიანის სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედების გამო. ნიკანორ მელიას დაჭერას კი არ ვაძლევ მხარს ან ხმას, ეს არ არის ჩემი საქმე, აქ არის საუბარი მისი იმუნიტეტის დროებით შეჩერებაზე, რამაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ვიღაცამ იმაზე, რაც მოხდა. ჩვენ ვართ სახელმწიფო მართვის სადავეებთან და არა სადღაც სუფრაზე ან ქუჩაში. მე , როცა დღეს ვხედავ ზოგიერთი დეპუტატისგან, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, როცა მათგან ხშირად მესმოდა, რატომ არ ვიჭერთ, ესენი დასაჭერები არიან, რატომ ვართ კოჰაბიტაციაში მათთან და დაჭერის ტერმინი ხშირად მესმოდა ყურში, დღეს მათგან სხვას ვისმენ. ჰუმანიზმს , ისევ ჩემს ძირითად პროფესიას მივადგები, მე ვერავინ მასწავლის, მაგრამ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე იძლევა ვალდებულებას, ძალიან ხშირად, რომ საკუთარი ემოციებიდან და, მითუმეტეს, იაფფასიანი პიარიდან გამოვიდეთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესში. დიახ, მძიმეა ჩემთვის, დღეს დავაჭირო მწვანე ღილაკს, რომ ჩემს კოლეგას მოვუხსნა იმუნიტეტი, მძიმეა ,მაგრამ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება მისი დაჭერის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიას ეკუთვნის ამ საქმეში ბრალი. სწორედაც, რომ სიღრმეში უნდა ჩავიდეს სამართალდამცავი ორგანოები, მე ამას თქვენ მოგიწოდებთ და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივი წესრიგი უნდა დამყარდეს და არა მხოლოდ ემოციებით ვმართოთ ქვეყანა,"- დიმიტრი ხუნდაძემ.


სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პრემიერი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და დახვდებათ.

პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

რუსეთის ბაზარზე ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი განულდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა 61 საწოლზეა გათვლილი და რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ლარის კურსი

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.53 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

„ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი", - ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ბათუმში იახტკლუბის მიმდებარედ 5 ცათამბჯენი აშენდება - გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

ბათუმის საკრებულოში დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება ე.წ. "რივიერას" განაშენიანებაზე ბათუმის საქმის წარმოების გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა.

უკრაინაში აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ.