„მიშამ ფონდიდან 200 000 რომ მოგცა, ის ფილმი გადაიღე?“ - ზაზა კევლიშვილი მიშა მშვილდაძეს მიმართავს

მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი მიშა მშვილდაძეს 2013 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 200 000 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს და ირწმუბნება, რომ ამ საქმეზე პროკურატურაში გამოძიებაც იყო დაწყებული.

„კაი რა მართლა და მართლა. ამ აქციის ორგანიზატორებიდან ძალიან ბევრი მიბმულები ხართ მიშა სააკაშვილზე კუდით. არ მინდოდა ამის თქმა მარა, მიშა მშვილდაძევ, შენზე არაა საქმე აღძრული? არ გედავებიან ფულის მოტეხვას ბიუჯეტიდან? მიშამ რო მოგცა 2013-ში „ანტისაოკუპაციო“ ფილმის გადასაღებად ფონდიდან 200 000 ლარი ის ფილმი გადაიღე? ან „ვაბშე“ ერთი კადრი მაინც თუ გაქვთ მაგ ფილმის გადაღებული? ფორმულა პროდაქშენია თუ ბიჯეტის მოპარვის ფორმულა? ახლა პუტინის ჯმა რომ ინდულგენციაა ამ ქვეყანაში ეს კი ვიცი - მარა როდემდე“ - წერს ზაზა კევლიშვილი სოციალურ ქსელში.


ცნობილია, რომ აუდიტის სამსახური საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2012-2013 წლების საქმიანობის შესწავლას ახორციელებდა. რევიზიის შედეგად გამოვლინდა, რომ 2013 წელს, ფორმულა „ფროდაქშენმა“ მისი დირექტორის, მიშა მშვილდაძის სახით მიმართა  იმჟმინდელ პრეზიდენტს მიხეილ  სააკაშვილს და  ანტისაოკუპაციო ფილმის გადაღებაში დახმარება სთხოვა. მიხეილ სააკაშვილმა თხოვნა დააკმაყოფილა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ანტისაოკუპაციო ფილმის გადასაღებად 191 000 ლარი გამოყო.


იმავე წლის 15 აპრილს, თანხა გადაერიცხა შემსრულებელს - შპს „ფორმულა ფროდაქშენს“, თუმცა, როგორც ზაზა კევლიშვილი ამბობს, დღემდე ასეთი ფილმი არ დამზადებულა და შესაბამისად, ამ თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გააჩნდა.


აუდიტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი იქნა შპს „ფორმულა პრესკო ფროდაქშენის“ მიერ წარდგენილი ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ფილმის გადასაღებად მიღებული თანხა კომპანიას გახარჯული აქვს ხელფასებში,  გადასახადებში და ა.შ. მათი განმარტებით, როდესაც თანხა მოითხოვეს არ იყო მითითებული, თუ როდის გადაიღებდნენ ფილმს, თუმცა აზუსტებდნენ რომ  ფილმს დაასრულებდნენ 2017 წელს. 


პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება კვლავაც გრძელდება და თავის დროზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო აუდიტის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია.  


 

წყარო: primetime.ge

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.

თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა 200 დღის განმავლობაში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 11:00 საათიდან 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

პრემიერი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენციამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ეს გახლდათ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

განახლებული ბუნების ძეგლები და მათი ეკონომიკური სარგებელი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წელს ბუნების 3 ძეგლი განაახლა. მტირალას ეროვნულ პარკში, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორებს ახლა უკვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და დახვდებათ.

პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ

დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

რუსეთის ბაზარზე ტურიზმის ადმინისტრაციის დანახარჯი განულდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს.

ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი – მრავალპროფილური მომსახურება

16 ივლისს ხაშურის განახლებული რეფერალური ჰოსპიტალი გაიხსნა. კლინიკა 61 საწოლზეა გათვლილი და რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს.

ლარის კურსი

16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.53 თეთრი შეადგინა.
 

ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა

„ეს ჩვენთვის, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არის მოვლენა, ახალი სიტყვა, ახალი ნაბიჯი", - ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მიერ პირველი სადოქტორო ხარისხი გაიცა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ბათუმში იახტკლუბის მიმდებარედ 5 ცათამბჯენი აშენდება - გადაწყვეტილებას დღეს ბათუმის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

ბათუმის საკრებულოში დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება ე.წ. "რივიერას" განაშენიანებაზე ბათუმის საქმის წარმოების გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა.

უკრაინაში აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ. 

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე განახლდა

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე მოწესრიგდა.