ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არავის აქვს უფლება განახორციელოს კანონდარღვევა

,,ქართული ოცნების" ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ნიკა მელიასათვის მანდატის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის დასკვნა წარმოადგინა.

„წარმოგიდგენთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნას. დასკვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობის შედეგად.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, მომართა პარლამენტს, რომ ჩვენ შევისწავლოთ წინადადება, რომელიც შეეხება სასამართლოსთვის, პარლამენტის წევრის ბატონი ნიკანორ მელიას მიმართ შუამდგომლობის დაყენებაზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.
ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული წინადადების საფუძვლიანობა, თუ რამდენად კანონმდებლობის დაცვით იყო წარმოდგენილი აღნიშნული წინადადება, არსებობდა თუ არა დადგენილება პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ და იყო თუ არა დაცული ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც გათვალისწინებულია როგორც კონსტიტუციით, ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

კოლეგებო, ჩვენ პირველად განვიხილეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, საკითხი პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების, იმუნიტეტის შეჩერებასთან და შეზღუდვასთან დაკავშირებით და აქამდე ამ საკითხს იხილავდა მხოლოდ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ აღნიშნულ საკითხს, ამაზე მეტყველებს ის დეტალური შეკითხვები, რომელიც ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფო ბრალდებისგან, რათა ჩვენ მივსულიყავით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გვაქვს თუ არა ჩვენ საკმარისი გარემოებები, მივცეთ ნებართვა გენერალურ პროკურორს იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, პარლამენტის წევრის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.

ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მაქსიმალური პროვოცირებისა, რომ სიტუაცია დაძაბულიყო, მომხდარიყო ხელჩართული ბრძოლა და მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება, ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობა ვაჩვენეთ, კანონის სრული დაცვით განვიხილეთ საკითხი, შევისწავლეთ საფუძვლიანად იმ ფარგლებში, რასაც ჩვენ კანონმდებლობა გვაძლევს. ჩვენ არ გვაქვს იმის ლეგიტიმაცია მოვახდინოთ მტკიცებულებათა გამოკვლევა, ჩვენ არ ვართ საგამოძიებო კომისია, თუმცა ამასთანავე ჩვენ გვაქვს ვალდებულება კანონის სრული დაცვით შევამოწმოთ ის საფუძვლები, ქონდა თუ არა გენერალურ პროკურორს მომართვის უფლებამოსილება.
ვაცნობიერებთ რა, ჩვენს მაღალ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ რა, რომ რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს არ არის მარტივი საკითხი და ვაცნობიერებთ იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არავის აქვს უფლება განახორციელოს კანონდარღვევა. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას სრულად. ჩვენ არ შევდივართ განხილვაში, უნდა იქნეს თუ არა კონკრეტული პირის მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა, მაგრამ ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, გვავალდებულებს კანონმდებლობა, გვავალდებულებს კონსტიტუცია და რეგლამენტი, შესწავლის შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილება. ამას მოითხოვს სამართლიანობა და კანონი. ჩვენ დავსვით დეტალური კითხვები ყველა საკითხთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ სახელმწიფო ბრალდებისგან პასუხი, არსებობს თუ არა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გენერალურმა პროკურორმა მიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ მივიღე პასუხად, რომ არსებობს არა მხოლოდ კადრები კონკრეტული პირის შესაძლო დანაშაულის ჩადებასთან დაკავშირებით, არამედ არსებობს ასევე, ჩვენებები და გარდა იმ კადრებისა, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, გენერალური პროკურორის ინფორმაციით და წარდგენილი მოხსენებით, არსებობს ასევე, სხვა ჩვენებები და საექსპერტო დასკვნები.

გარდა ამისა, ჩვენ ვიმსჯელეთ და მოვითხოვეთ პასუხები, თუ რამდენად საჭირო იყო, პატიმრობის გამოყენება აღკვეთი ღონისძიების სახით.

იმ გარემოებების საფუძველზე, რომელის პროკურორმა წარმოადგინა, სრულ შესაბამისობაშია ეს გარემოებები, როგორც ეროვნულ, ასევე სტრასბურგის პრაქტიკასთან, მოხდეს მსჯელობა კონკრეტული პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შესახებ პატიმრობის გამოყენებაზე.
კიდევ ერთხელ, ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა ამასთანავე ჩვენი ვალდებულებაა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის წინადადება არის საფუძვლიანი და ჩვენ დავუჭირეთ მხარი იმას, რომ პროკურორს აქვს უფლებამოსილება მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ.
ჩვენ არც ერთ განცხადებაში არ ვაცხადებთ, თუ რა უნდა განახორციელოს სასამართლომ, ეს არის სასამართლოს ლეგიტიმაცია და ჩვენ ამ შეფასებაში არ შევდივართ. ჩვენ ვერ შევალთ სასამართლოს შეფასებაში, ჩვენ ვერ გამოვიკვლევთ დეტალურად მტკიცებულებებს, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით, რამდენიმე საათიანი განხილვის შედეგად მივიჩნიეთ დასაბუთებულად, რომ პროკურორმა იშუამდგომლოს სასამართლოში, რათა არ შეფერხდეს სამართალწარმოება პარლამენტის წევრის მიმართ. პარლამენტის წევრობა, არ არის ის პოზიცია, ისევე როგორც არცერთი პირის პოზიცია ამ ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება გაამართლოს შესაძლო დანაშაულის ჩადენა.

ჩვენ მოვისმინთ გენერალური პროკურორის წარმომადგენლის პოზიცია, ახლა საკითხი უნდა გადაწყვიტოს პლენარულმა სხდომამ.“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


ლარი 0.38 თეთრით გამყარდა

16 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9663 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.38 თეთრი შეადგინა.
 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკარგული რუსი ტურისტის ტიმურ ძეიდოვის ცხედარი იპოვეს. მას მაშველები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 
ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პასუხისგებაში 5 პირი მიეცა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

თბილისის ოთხ ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატება დასაშვებ ნორმას

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედრო მოსამსახურეების ტრანსპორტირების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

ივანე მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული განახლება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ახალი ტექნიკა დაათვალიერეს.

 
გლდანში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

თბილისში, გლადანში 2 პირის დაჭრის ფაქტზე, შინაგან სამეთა სამინისტრომ სამი მოქალაქე დააკავა.

კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილები განიხილეს. დეპუტატებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ზუგდიდის მერმა ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ერთად, ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა.

ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით ინვესტორები დაინტერესდნენ

"ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით რამდენიმე ბიზნესჯგუფი დაინტერესდა. საფეხბურთო კლუბის დროებითი მმართველის თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, "ტორპედოს" შეძენის სურვილი, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს.

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოგიწყობთ რევოლუციას

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თუ 2020 წლის საპარლემენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" 60%-ს, ხოლო 20-20%-ს ოპოზიცია მიიღებს, ხელისუფლება რევოლუციას უნდა ელოდეს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.

თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

სამგორის რაიონის გამგეობამ ორხევში, თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

თბილისის მერიის პროექტს სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000-მა ადამიანმა მიმართა

თბილისის მერიის ააიპ-ში "ჩემი ადვოკატი" 2019 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000 მიმართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მომართვიანობას 10%-ით აღემატება.

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

ერდოღანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეწყვეტს სირიაზე თავდასხმას

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქურთები დანებდებიან. 

"მოსწავლემ ბოდიში მომიხადა,"- ქუთაისის სკოლაში მომხდარ ინცინდენტზე დირექტორი საუბრობს

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლიდან მოსწავლეების მე-2 სართულიდან გადახტომას, სკოლის დირექტორი ეხმაურება.

თბილისში მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, თბილისში "მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა.

კრისტიან სტივენის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.

ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განაგრძობს.