თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა სამი წლისაა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დაარსებიდან სამი წელი შესრულდა.

ამ დროის განმავლობაში სკოლამ უსაფრთხოების სექტორის 3677 პირი გადაამზადა და უწყებათაშორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუბილე მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების წარმატებით დასრულების პროცესს და აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო თანამშრომლობაზე და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უწყობს ხელს. მინისტრმა ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის ვიზიტები აშშ-ში, იტალიასა და ბრიუსელში.

საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანმა, შტეფან ანიჰოფერმა მიმართა და სკოლის მიღწევებზე ისაუბრა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა კი თავადცვის მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და DIBS-ის საქმიანობა შეაჯამა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა.

სკოლა საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ვითარდება. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოპუსის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.



ავარია დადიანის ქუჩაზე - დაღუპულია 2 ადამიანი

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

მარიამ ჯაში: კომიტეტი კულტურის ბიუჯეტის, სულ მცირე, 15 მლნ ლარით ზრდას ითხოვს

„ინვესტიცია კულტურაში არის არა მხოლოდ საზოგადოებრივი თვალსაზრისით გამართლებული, არამედ, უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვისაც - კულტურა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია".

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია განახლდა. 

დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ: არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი

„არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებაზე: 300 ლარი მაღალი თანხა არ არის, მაგრამ 0 ლარი უფრო უარესია

ფინანსთა მინისტრი იავანე მაჭავარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებას არ ეთანხმება.

ირაკლი შიოლაშვილი: დღეს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე

„დღეს საღამოს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ ნაწყენიც იქნება ჩემზე“, - ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ივანე მაჭავარიანი: სახელმწიფო ვალის ნიშნული საგანგაშო არ არის

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის შეფასებით, სახელმწიფო ვალის ნიშნული საგანგაშო არ არის.

ივანე მაჭავარიანი: უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ

"უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ.

რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა

გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა.

ფინანსთა მინისტრი: ქვეყანაში არ არის იმის რესურსი, რომ პენსია ყველას მნიშვნელოვნად მოემატოს

"საპენსიო ინდექსაციისას სავალუტო ფონდთან რთული მოლაპარაკება გვქონდა. ჩვენ უფრო მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შოთა გულბანი: გუშინ ცრუ მიშამ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა

„მესმის, რომ ამ კაცს თავისი დღის წესრიგი აქვს, ტყუილები უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ საზოგადოებას სწორად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია“,- ამის შესახებ  ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: არაფერი იმაზე მეტად არ ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიიდან უმსხვილეს ტუროპერატორებს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi გაიმართება

საქართველოს ბანკის, BOG Fintech-ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi 2019 გაიმართება.

ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარდგინა.

თბილისის რამდენიმე უბანს 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 14 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

2020 წელს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურისთვის 280.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

მომავალ წელს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღევანდელ სხდომაზე, ყურადღება გაამახვილა ახალი სკოლის მოდელის დანერგვისათვის საჭირო მიმართულებებზე.

ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტიანობაზეა ორიენტირებული

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: დამატებით 70 ათასი აბონენტი 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

პეკინის გამზირზე ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, პეკინის გამზირზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული, ამ დროსითვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ლარი 0.5 თეთრით გამყარდა

13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9568 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9618 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.5 თეთრი შეადგინა.