სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დაიწყო

მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2019" უკვე მესამედ ტარდება სენაკში და მასში 21 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი მონაწილეობს.

მონაწილეები სწავლების პროცესში 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით 24-საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან. გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებს მასპინძელი ბრიგადის მეთაურმა ვიცე - პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ სიტყვით მიმართა და თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევების პირობებში სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.


სწავლება ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში, ჟურნალისტების მომზადებაზეა აქცენტირებული. შესაბამისად, მასში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა კომპონენტი. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წლევანდელ სწავლებაზე გათამაშების პროცესში აღნიშნული კომპონენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და მასში სპეციალური ოპერაციული ძალებისა და მეორე ქვეითი ბრიგადის შესაძლებლობების გარდა საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და სამხედრო პოლიციის კომპონენტიც ჩაერთო.


სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისათვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.


ასევე, თეორიულ ნაწილში სწავლების მონაწილეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალისტები პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიაწვდიან,
სპეციალური ოპერაციის ძალების წარმომადგენლები კი თვითგადარჩენის პრაქტიკულ კურსს ჩაატარებენ. სწავლების თეორიულ ნაწილში ასევე ჩართული არიან საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეებს ქიმიური უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციასა და ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპებსა და უსაფრთხოების ზომებს გააცნობენ. თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგები კი სტრესისა და სტრესის მართვის პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას გაუზიარებენ. პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციური გათამაშება იქნება, სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს შექმნიან. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. 


სწავლების მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ სიმულაციური გათამაშების საველე კომპონენტი პრაქტიკულად საინფორმაციო კომპონენტის პარალელურად სამი დღე გაგრძელდება, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიღებული თეორიული ცოდნა რეალობასთან მიახლოებულ გარემოში პრაქტიკულად
განახორციელონ.


მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ 5 ივლისს დასრულდება.


დავით მათიკაშვილი: თუ რუსთავი 2 ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ

საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან დავით მათიკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში მის პერსონაზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული მრგვალი ბაღი გახსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშს განცხადებით მიმართავენ

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების გუნდმა პირდაპირი ეთერიდან ტელეკომპანიის ახალ მფლობელსა და დირექტორს მიმართეს და საზოგადოებას  ე.წ. სამოქმედო გეგმა გააცნეს.

საქართველოსა და ინდოეთს შორის სავიზო პროცედურები გამარტივდება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექნოლოგიური სერვისების კომპანია VFS Global-თან მემორანდუმი გააფორმა.

 

პაატა სალია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან შესახვედრად მივიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტებთან შეხვედრას განაგრძობს.

კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერია ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე : საარჩევნო რეფორმას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში

არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმა თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლაა.

 

არჩილ თალაკვაძე : საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახსა და ნატოშია

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მისი პირველი სამუშაო ვიზიტი შეაფასა. 

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სავაჭრო საკითხები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სავაჭრო საკითხებზე მომუშავე და DCFTA - ის საკონსულტაციო საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

არჩილ თალაკვაძე : ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი.

არჩილ თალაკვაძე : „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "რუსთავი 2"-ის მენეჯმენის შესახებ აცხადებს, რომ ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა.

აშშ-ის საელჩო: ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად

აშშ-ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ლევან იზორია „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს კობა კოშაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ანაკლიის სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიის სანაპიროს 5 კმ-იანი ზოლი (ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან კოლხეთის პარკის დაცული ტერიტორიების ჩათვლით) სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება.

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა“, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

საგარეჯოს რაიონში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ იხნსება

20 ივლისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში, სოფელ ხაშმში სასტუმროს - „შატო ხაშმი“ გახსნიან.

ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს და მოსალოდნენლია, რომ დღის წესრიგში ფრენების აღდგენის საკითხიც დადგეს.

საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის  შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მამუკა გამყრელიძე: გუშინდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

„სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე“, - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა მამუკა გამყრელიძემ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე.