საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია AIR MALTA-მ დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია "AIR MALTA"-მ დაიწყო. პირველი რეგულარული რეისი მალტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 06:30 წუთზე Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდა. 

საინაუგურაციო რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით საზღვარზე ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი ,,ჩიკორი“ დაურიგდათ. მალტაზე გაფმრენ მგზავრებს კი ავიაკომპანიის ბრენდირებული სუვენირები.


საქართველოს ავიაბაზარზე ეარ მალტას ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით აეროპორტის ტერმინალში საზეიმო დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, ავიაკომპანია AIR MALTA-ს მარკეტინგის მენეჯერმა მარიონ პეისიმ, ტავ ჯორჯიასა და ინტერკო თრეველ ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც საქართველოში ეარ მალტას კომერციული წარმომადგენლები არიან. რეგულარული რეისები მალტადან თბილისის მიმართულებით  ხუთშაბათობით შესრულდება. 


,,საქართველოს აეროპორტების დირექტორის“ გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ევროკავშირიდან ახალი ბაზრების ათვისებას.


,,ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ბაზარზე. განსაკუთრებით გვახარებს ევროკავშირის ქვეყნებიდან ასეთი პროცესები. დღეს დაიწყო საქართველოში ოპერირება ავიაკომპანია AIR MALTA”-მ, რომელიც ერთმანეთთან არამხოლოდ საქართველოსა და მალტას დააკავშირებს, არამედ ათეულობით ქვეყანას, განსაკუთრებით კი იტალიას, სადაც ავიაკომპანია ოპერირებს. დღეიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ კომფორტული და თანამედროვე AIRBUS A 320 ტიპის ავიალაინერებით იმოგზაურონ საქართველოში", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საავიაციო სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის. სწორედ მსგავსი აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარს „AIR MALTA“-ს  სახით კიდევ ერთი ავიაკომპანია შეემატება.


ავიაკომპანია “AIR MALTA” 1974 წლის აპრილიდან ოპერირებს. მისი სათაო ოფისი მალტას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 მიმართულებით ასრულებს.


 


 


ბიძინა ივანიშვილი: ვისაც უნდა, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, ქვეყნის მტრები არიან

აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: გახარია თანამდებობისთვის არ იომებს  

გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა პროტოკოლური შეცდომა იყო, კობახიძე კი გუნდს გადაეფარა - ასეთია და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 13 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ა.მ. და ო.ს. დამნაშავედ ცნო.

"STOP ბიძინა" - ბათუმში ბიძინა ივანიშვილს აქციით დახვდნენ

"STOP ბიძინა" ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ბიძინა ივანიშვილს "ენმ"-ეს წევრები ჰილტონთან დახვდნენ.

ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით

`გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან არავის აქვს კითხვა 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე

ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

უძოს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში, უძოს ქუჩისა და უძოს შესახვევის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, 6 430 კვ.მ ფართობის ტერიტორია წესრიგდება.

ბიძინა ივანიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეთ

არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეთ,  თუ არა და ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, -განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

 

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ჯაზმატარებელი 19 ივლისს გავა

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 19 ივლისს, 08:45-ზე გავა.

შსს-ს მოადგილე ნინო ჯავახაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს შეხვდა.

 

გოგა ხაინდრავა: როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 20-21 ივნისს საოკუპაციო ჯარს ქართული პოლიციის სახით ებრძოდა

ეს განცხადება კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის“ ეთერ გააკეთა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთის მოქალაქე გ.ვ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 40 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

ბილაინის მხარდაჭერით თავისუფალ უნივერსიტეტში ჰაკათონი ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჰაკათონი სახელწოდებით „სულ სხვა ჰაკათონი“ ჩატარდა.

საბაჟოდან 20 640 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-სავტომობილო“, „სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ 9-17 ივლისს, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. 

თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს

„თხილის გადარჩენის პროგრამის" მიმდინარეობის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.

N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა

წიგნი ციხის ბიბლიოთეკას - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ ერთად ჩაატარა.

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს, - კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა. 

6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში 171 საქმე დარეგისტრირდა

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 

ზუგდიდში 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში მდებარე რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ შუქნიშანთან 15 წლის გოგოს ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი წითელზე გადადიოდა.

ზაზა შათირიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ამოწურა საკუთარი თავი, როგორც ჩანს, რევოლუციის დრო დასრულდა

„ყველანი ვხედავთ ამ კასტის, თუ ძალის აბსოლუტურ დესტრუქციულობას“ - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.