თურნავა: ევროკავშირი შესაძლებლობას გვაძლევს ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები

აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატში დღეს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმასპინძლობთ., რომლის ფარგლებშიც საუბარი მიმდინარეობს საერთო ინვესტიციებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საერთო პროექტებზე.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის შესახებ კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.


ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკა სულ სხვაა, ვიდრე ის ხუთი წლის წინ იყო, როცა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს.


ნათია თურნავას თქმით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების და ჩატარებული რეფორმების წყალობით.


„საკმარისია ითქვას, რომ დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელიც ყველაზე სწრაფად იზრდება, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები. ასევე თუ ავიღებთ ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ევროპიდან, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელდა, მათი თითქმის ნახევარი ბოლო ხუთ წელიწადში განხორციელდა, ანუ მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები იქნა გაფორმებული. აქედან გამომდინარე, არასწორია იმის თქმა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რაიმეს ვაკლებთ, პირიქით - ყველაზე სწრაფად იზრდება ჩვენი ვაჭრობა ევროკავშირთან, ეს ბაზარი წარმოადგენს მესამედზე მეტს ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა, რომ ფორუმის ფარგლებში საუბარი შეეხება არამხოლოდ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, არამედ ევროკავშირთან უფრო მაღალი ხარისხის ჩართულობასა და ინტეგრაციას. მისი ინფორმაციით, ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც სრულ თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირთან, ასევე ენერგეტიკის სექტორში ახალ რეფორმებს - ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკასა და ეკონომიკაზე გადასვლას, და ხარისხის ახალ სისტემებს და უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს, რომელთა დანერგვის პროცესიც მიმდინარეობს.


ავარია დადიანის ქუჩაზე - დაღუპულია 2 ადამიანი

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

მარიამ ჯაში: კომიტეტი კულტურის ბიუჯეტის, სულ მცირე, 15 მლნ ლარით ზრდას ითხოვს

„ინვესტიცია კულტურაში არის არა მხოლოდ საზოგადოებრივი თვალსაზრისით გამართლებული, არამედ, უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვისაც - კულტურა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია".

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია განახლდა. 

დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ: არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი

„არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებაზე: 300 ლარი მაღალი თანხა არ არის, მაგრამ 0 ლარი უფრო უარესია

ფინანსთა მინისტრი იავანე მაჭავარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებას არ ეთანხმება.

ირაკლი შიოლაშვილი: დღეს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე

„დღეს საღამოს ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ ნაწყენიც იქნება ჩემზე“, - ამის შესახებ მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ივანე მაჭავარიანი: სახელმწიფო ვალის ნიშნული საგანგაშო არ არის

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის შეფასებით, სახელმწიფო ვალის ნიშნული საგანგაშო არ არის.

ივანე მაჭავარიანი: უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ

"უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ.

რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა

გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა.

ფინანსთა მინისტრი: ქვეყანაში არ არის იმის რესურსი, რომ პენსია ყველას მნიშვნელოვნად მოემატოს

"საპენსიო ინდექსაციისას სავალუტო ფონდთან რთული მოლაპარაკება გვქონდა. ჩვენ უფრო მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შოთა გულბანი: გუშინ ცრუ მიშამ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა

„მესმის, რომ ამ კაცს თავისი დღის წესრიგი აქვს, ტყუილები უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ საზოგადოებას სწორად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია“,- ამის შესახებ  ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: არაფერი იმაზე მეტად არ ქმნის არასტაბილურობას ქვეყანაში, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობისაგან გაქცევა

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიიდან უმსხვილეს ტუროპერატორებს უმასპინძლა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებს უმასპინძლა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi გაიმართება

საქართველოს ბანკის, BOG Fintech-ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი - DataFest Tbilisi 2019 გაიმართება.

ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარდგინა.

თბილისის რამდენიმე უბანს 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 14 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

2020 წელს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურისთვის 280.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

მომავალ წელს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღევანდელ სხდომაზე, ყურადღება გაამახვილა ახალი სკოლის მოდელის დანერგვისათვის საჭირო მიმართულებებზე.

ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტიანობაზეა ორიენტირებული

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანი: დამატებით 70 ათასი აბონენტი 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

პეკინის გამზირზე ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, პეკინის გამზირზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული, ამ დროსითვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ლარი 0.5 თეთრით გამყარდა

13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9568 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9618 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.5 თეთრი შეადგინა.