ჩვენ ერთი დიდი ევროპული ოჯახი ვართ ევროპაში - გერმანიის სახელმწიფო მინისტრი

გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა.

 “ევროკავშირი უაღრესად დაინტერესებულია კეთილდღეობით, სტაბილურობით, დემოკრატიის განვითარებითა და მშვიდობით აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით საქართველოში“,-განაცხადა მიხაილ როთმა


მან ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის შეფასებისას მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ კონფერენცია წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას  საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. 


" ძალიან მოხარული ვარ რომ ვიმყოფები ამ შესანიშნავ ადგილას და მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ ევროპაში, ერთმანეთს ვეკუთვნით. ვიცი, რომ ბევრ ახალგაზრდას თქვენს ქვეყენაში  უყვარს ევროკავშირი და სურთ, რომ გახდნენ ამ უნიკალური წარმატებული პროექტის ნაწილი. ევროკავშირი არის პირველ რიგში ფასეულობებზე დაფუძნებული გაერთიანება, ჩვენ არ ვართ მხოლოდ ერთიანი ბაზარი, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა ეთნიკური, კულტურული, სექსუალური უმცროსობების უფლებები არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის.”  -განაცხადა როთმა.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველო- რუსეთის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ გერმანია მხარში უდგას საქართველოს რუსეთთან არსებული კონფლქიტის გადაჭრაში.


“მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ ევროპა არ არის პუტინის პერიფერია. ამავდროულად რუსეთი რჩება ჩვენს მეზობლად  და საჭიროა ღია, გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან იმისათვის, რომ გადავჭრათ უთანხმოებები. ასევე ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს რუსეთთან არსებული სირთულეების გადაჭრის კუთხით”- განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როთმა.


ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მიხაილ როთი ასევე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრს დავით ზალკალიანს. ​
 ​


 



 
 
 
 
 



გია ვოლსკი: პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა

"პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

გია ვოლსკი: თუ ცქიტიშვილის სიტყვებს მოვიგონებთ ხაჭაპურსაც უკეთესად გამოაცხობს და ამ კონსორციუმის გასაკეთებელ საქმესაც უკეთესად გააკეთებდა

"ტვ პირველის" ეთერში "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ ანაკლიის კონსორციუმის თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ლაშა ნაცვლიშვილი: დღეს ეს კრიმინალები ითხოვენ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც მათ გამოსტაცა და ხალხს დაუბრუნა მიტაცებული ქვეყანა

„დღეს ეს კრიმინალები ითხოვენ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც მათ გამოსტაცა და ხალხს დაუბრუნა მიტაცებული ქვეყანა, ხოლო თავისი ქონება ამ ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ ეთერში.

 

არჩილ მესტვირიშვილი: დოკუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ მისი წარმოდგენა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პასუხობს.

ლაშა ნაცვლიშვილი: გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი

„გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

"აჭარის ტელევიზიის" მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსმრჩეველთა საბჭოს 4 ვაკანტურ თანამდებობაზე, ამ დროისთვის 13 კანდიდატი აგრძელებს ბრძოლას.

ლაშა ნაცვლიშვილი: ასეთი გამოწვევების დროს ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება ყველაზე რთულია და „ქართული ოცნება“ ამას ახერხებს

„ასეთი გამოწვევების დროს ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება ყველაზე რთულია და ქართული ოცნება ამას ახერხებს“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

რუსთავში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

რუსთავში, მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

 
ლაშა ნაცვლიშვილი: მამუკა ხაზარაძემ, უკვე მერამდენედ, მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა

„მამუკა ხაზარაძემ, უკვე მერამდენედ, მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა“, -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ხაზარაძე: ჩემთვის პროკურატურა არაკომპეტენტურია, სასამართლოში გავაგრძელებთ კომენტარების გაკეთებას

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, გენერალური პროკურატურა მისთვის არაკომპეტენტურია. ასე გამოეხმაურა "ლელოს" დამფუძნებელი, გენერალური პროკურატურის მიერ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

ლაშა ნაცვლიშვილი: ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი - მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე „ზრუნვაში“ ამოსდით სული

„ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი - მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე „ზრუნვაში“ ამოსდით სული“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქმიანი ვიზიტით პირველად იმყოფება.

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თბილისში საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა მინისტრის მოადგილეების დონეზე.

Independent-ის ჟურნალისტმა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

რატომ არის საქართველო ექსტრემის მოყვარულთათვის  საუკეთესო სათხილამურო მიმართულება ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა Independent საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნისთვის გაერო 2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორცილებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე: ტყუილია, თითქოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა

ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობა ტყუის, როცა ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა.

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "პირველს" უხელმძღვანელებს

დღეიდან, ტელეკომპანია "პირველსინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი წერს.

პროკურატურა: ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს. 

თსუ-ში პირველსემესტრელ დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

17ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პირველსემესტრელ დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი: მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს

„მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს“, - ნათქვამია ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში.

ფილმის "უნიკალური ქართული გემო" ჩვენება გაიმართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, "მსოფლიო სურსათის დღე“ აღნიშნეს.