კლაუდია როთი :თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე ისაუბრა. 

 

„როდესაც გორში ჩავედი და დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, სწორედ მაშინ განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც შემდეგ მოხდა უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა შევასრულოთ უფრო აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ გაუძლებს  ის ხიდები, რომელთა აგებას სხვადასხვა ქვეყანას შორის  ამდენი შრომა დასჭირდა“,- განაცხადა კლაუდია როთმა.


კლაუდია როთმა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დემოკრატიის მუდმივად განვითარებისა და რეფორმების სრულყოფის  აუცილებლობაზეც ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის კომენტართან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ბელარუსის ხარისხს შეადარა, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია.


„შეუძლებელია საქართველო შეადარო ბელარუსს, საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები შეიძლება კვლავ არსებობდეს. რამდენადაც ვიცი, დემონსტრანტებს სამი მოთხოვნა აქვთ, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, რაც შესრულდა, ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც ასევე შესრულდა და  ვფიქრობ ეს კარგი შანსია 2020 წელს მოახლოებული არჩევნებისთვის, რადგან ის პარლამენტში პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების მრავალფეროვნებას შემოიტანს, და მესამე: შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ამასთან დაკავშირებითაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩატარდება გამოძიება პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით და დადგება სათანადო შედეგი“ - განაცხადა კლაუდია როთმა. 


მისი თქმით, დაუშვებელია ნებისმიერი სახის კომპრომისი, როდესაც საქმე შეეხება პრესის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას.


„მაგრამ ეს საკითხი დგას ევროკავშირის შიგნითაც, ვაკვირდები რა ხდება უნგრეთში, იტალიაში, ადგილი აქვს ადამიანის ინდივიდუალური უფლებების დარღვევას. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ სანდოები, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვერ დავუშვებთ ევროპული ღირებულებების შელახვას. აუცილებელია რომ დადგეს შედეგი “ - განაცხადა კლაუდია როთმა.  ​​


დავით მათიკაშვილი: თუ რუსთავი 2 ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ

საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან დავით მათიკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში მის პერსონაზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული მრგვალი ბაღი გახსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშს განცხადებით მიმართავენ

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების გუნდმა პირდაპირი ეთერიდან ტელეკომპანიის ახალ მფლობელსა და დირექტორს მიმართეს და საზოგადოებას  ე.წ. სამოქმედო გეგმა გააცნეს.

საქართველოსა და ინდოეთს შორის სავიზო პროცედურები გამარტივდება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექნოლოგიური სერვისების კომპანია VFS Global-თან მემორანდუმი გააფორმა.

 

პაატა სალია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან შესახვედრად მივიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტებთან შეხვედრას განაგრძობს.

კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერია ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე : საარჩევნო რეფორმას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში

არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმა თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლაა.

 

არჩილ თალაკვაძე : საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახსა და ნატოშია

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მისი პირველი სამუშაო ვიზიტი შეაფასა. 

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სავაჭრო საკითხები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სავაჭრო საკითხებზე მომუშავე და DCFTA - ის საკონსულტაციო საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

არჩილ თალაკვაძე : ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი.

არჩილ თალაკვაძე : „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "რუსთავი 2"-ის მენეჯმენის შესახებ აცხადებს, რომ ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა.

აშშ-ის საელჩო: ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად

აშშ-ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ლევან იზორია „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს კობა კოშაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ანაკლიის სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიის სანაპიროს 5 კმ-იანი ზოლი (ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან კოლხეთის პარკის დაცული ტერიტორიების ჩათვლით) სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება.

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა“, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

საგარეჯოს რაიონში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ იხნსება

20 ივლისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში, სოფელ ხაშმში სასტუმროს - „შატო ხაშმი“ გახსნიან.

ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს და მოსალოდნენლია, რომ დღის წესრიგში ფრენების აღდგენის საკითხიც დადგეს.

საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის  შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მამუკა გამყრელიძე: გუშინდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

„სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე“, - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა მამუკა გამყრელიძემ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე.