გიორგი გახარია - „ძალის გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრით, ძალაუფლების შეცვლა ან პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელი უნდა იყოს"

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პირდაპირ ეთერში დასმულ  შეკითხვებს პასუხობს.

გადაცემის მთავარი თემა 20-21 ივნისი და მის შემდგომ  განვითარებული მოვლენებია. კითხვაზე, თვლის თუ არა რომ გადადგომა არის  სწორი გამოსავალი, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ახლა პასუხისმგებლობისგან
გაქცევა იქნება.


„მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ,  რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა  გადადგომა და წასვლა ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად, ამ  მომენტში წასვლა და აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას, ეს არის  ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ
პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ის რასაც ეს ახალგაზრდები საუბრობენ, როდესაც  გულწრფელად გამოთქვამენ თავის აზრს და რაღაც შეცდომებზე საუბრობენ, მათ ჯერ  არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას  ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რას  ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელსაც ბოლო 30 წლის  განმავლობაში რამდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ ესხმიან  თავს.


ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად. როდესაც  ოკუპაციის საფარქვეშ, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული ადამინების  ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და  ინსტიტუციების ნგრევის და ჩამოშლის მიზნით ცდილობენ შეჭრას პარლამენტის  შენობაში. როდესაც დღესაც ვერ ხსნიან რა მიზნით და რა უდნა ყოფილიყო შემდეგ  ნაბიჯი და შენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ან ამ ქვეყნის რომელიმე  თანამდებობის პირი, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო? გადაარჩინო შენი იმიჯი, თუ მიიღო ის გადაწყევტილება და შეასრულო.  შეუთანხმდე ან შეეგუო რაღაც კომპრომისს და მიიღო ის გადაწყვეტილება,  რომელსაც თვლი, რომ არის სწორი და კანონიერი.


არც ერთ პოლიციელს და  ხაზგასმით მინდა ეს აღვნიშნო და ვუთხრა ყველას - იმ ახალგაზრდებსაც,  რომლებიც ახლა გარეთ დგანან და სწამთ, რომ სწორ და მართალ საქმეს აკეთებენ  და იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც ვხედავდი მათ ზურგს უკან, ფონს რომ  უმაგრებენ, კონკრეტული პარტიის კონკრეტულ აქტივისტებს - მინდა მათ ვუთხრა,  რომ ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით,  პარლამენტის შენობაში შეჭრით, ძალაუფლების შეცვლა ან სხვა სახის პოლიტიკური  პრეფერენციის მოპოვება, შეუძლებელი უნდა იყოს."- განაცხადა გიორგი  გახარიამ.


გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში

ექსპერტი გია აბაშიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც იქნა აღიარეს, რომ "კონტი" რეალურად არც ყოფილა პროექტში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც

„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს".

თამარ მახარობლიძე: სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მისცა ყველანაირი საშუალება გადაერჩინა საკუთარი მონაწილეობა ამ პროექტში და შეესრულებინა ვალდებულებები

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

ქუთაისში სარდაფები გატეხეს

ქუთაისში აღმაშენებლის 11 ნომერში ორი სარდაფი გატეხეს.

ოთარ ანგურიძე:  „Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

„Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე

"სახალხო დღესასწაული "ბორჯომობა" დაიწყო

17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება.

სოსო არჩვაძე: „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

„Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება".

2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება  

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, 2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება".

ირაკლი მეზურნიშვილი “Fitch” - ის რეიტინგზე: მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რადგან თანხების დაბანდებისას ინვესტორი პირველ რიგში ამ ფაქტორს უყურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ისეთი სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან, როგორიც „Fitch“-ია,  სტაბილური რეიტინგის შენარჩუნება და ზოგადად დადებითი შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია.

ირაკლი ლექვინაძე: FITCH-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს

"მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი FITCH-მა 0,3%-ით შეამცირა, ის მაინც აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.3%-იან მაჩვენებელს"

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად განაგრძობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. დღეს,პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში იმყოფებოდა და მეთევზეებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები  1 ლარად შეიძენენ

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ".

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა წელს დასრულდება

"საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ2007 წელს აიღო, წელს დასრულდება".

მამუკა ბახტაძე: წეროვანის სარეაბილიტაციო კომპლექსი ჩვენს რეგიონში მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი იქნება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში დღეს ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სამხედროებს საშუალებას მისცემს, რეაბილიტაცია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.

სამინისტრო: ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, რეალობას არ შეესაბამება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ნათია თურნავა: რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ

სარეიტინგო კომპანია “Fitch” - მა დაასახელა ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა დგას.

 

ნათია თურნავა: “Fitch” - ის რეიტინგზე დადებითი გავლენა მოახდინა მაკროეკონომიკურმა გარემომ და ეფექტურმა მმართველობამ

სარეიტინგო კომპანიამ “Fitch” - მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა.

შსს-ში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადების კურსი გრძელდება.

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

მტაცებელი ფრინველების მიგრაციას აჭარის თავზე უცხოელი დამკვირვებლები, მეცნიერები და ეკოტურისტები რამდენიმე სადამკვირვებლო პლატფორმიდან 15 ოქტომბრამდე დააკვირდებიან.