გიორგი გახარია - „გაზი ისროლეს უკან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები ვინც პირდაპირ შტურმში არ იღებდნენ მონაწილეობას, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რაც ასევე მოხდა“

შინაგან საქმეთა მინისტრმა 20-21 ივნისს ბრძანების გაცემის დეტალებზე და პროცესის ქრონოლოგიურად განვითარებაზე შესახებ ისაუბრა.

„როდესაც მსგავსი ღონისძიებები ტარდება, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და კურატორი მოადგილის სპეციალური ღონისძიების გეგმა, რომელშიც აღწერილია სტანდარტული და იმ კონკრეტულ ლოკაციაზე და იმ კონკრეტული მიზნებით რა საპროგნოზო მონაცემებიც არსებობს ამ გეგმის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩემს მიერ იყო ხელმოწერილი“,- თქვა გიორგი გახარიამ.


ჟურნალისტის კითხვაზე თუ როდის მოაწერა ამ ბრძანებას ხელი, მინისტრმა განაცხადა - „იმ დღეს როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დატოვა თავისი ტერიტორია, ეს იქნებოდა დაახლოებით 12-დან 1 საათამდე.“


მინისტრმა განმარტა თუ რა წერია ამ ბრძანებაში.


„დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა - ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით და რა ლოკაციებზე - ყველაფერი. რა სპეციალური საშუალებებით, რა უფლებამოსილებით და რა პასუხისმგებლობით. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, არავინ არ ელოდა. თქვენ ხომ გახსოვთ როდესაც პირველი შტურმი დაიწყო პარლამენტზე, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია, რის გამოც მოხდა გარღვევა პირველი ფლანგის. 2 შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების პარლამენტში შეჭრის. სწორედ ამის შემდგომ გავხდით ჩვენ იძულებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია წინ, უკვე ფარებით, თორემ თავიდან, 7 საათისთვის იქ ჩვეულებრივი პატრული იდგა. ამის შემდგომ, გაიცა ბრძანება - არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება 10 საათის შემდგომ. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 2 საათი ორსაათნახევარი. ეს უკვე ხდება სიტყვიერად. მე უკვე იქ ვიყავი, როდესაც ეს ყველაფერი დაიძაბა და გახდა ძალადობრივი. მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეციალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან დაეტაცათ 300-ზე მეტი ფარი და გაეტაცათ მასაში 30 პოლიციელი. შეიძლება განკარგულება და ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე. მაგრამ აგიხსნით რატომ.


7 საათიდან 10 საათამდე ეს აქცია იყო მშვიდობიანი. 10 საათის შემდგომ დაიწყო შტურმი. ერთხელ გაარღვიეს. შემდგომ შეიცვალა პატრული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებით, რომლებიც იყვნენ ფარებით აღჭურვილი და ამ დროიდან დაახლოებით 2-საათნახევარი, სანამ მათ შეძლეს გაემაგრებინათ ეს პოზიცია და იძულებული არ გახდნენ და უკვე პირდაპირი რისკი გაჩნდა სიცოცხლის, არა მხოლოდ იმ პოლიციელების, რომლებიც იმ კორდონში იდგნენ, არამედ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირების და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი გაჩნდა, შეიძლება მანამდე უნდა გაცემულიყო ბრძანება სპეციალური საშულების გამოყენების - ეს არის ერთადერთი.


რატომ ვითმინეთ ამდენი და რატომ გამოიყენა პოლიციამ თმენის ვალდებულება უკიდურეს პიკამდე - აგიხსნით რატომ. იმიტომ, რომ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მოწოდებების შედეგად ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა და მართლაც შემცირდა. 15 000-დან ამ 10 საათიდან დაახლოებით 1-ის ნახევრამდე რაოდენობა რადიკალურად შეიცვალა და შემცირდა ადამიანების რაოდენობა. ამის შემდგომ ფაქტობრივად ჩვენი პოლიცია წინა ხაზზე დარჩა ფარების გარეშე. როდესაც 300-ზე მეტი ფარი გაიტაცეს, როდესაც ადამიანებს უბრალოდ იტაცებდნენ და ეს შეტევები არ წყდებოდა. თქვენ ხშირად გქონდათ შეკითხვა, რატომ ისროლეს გაზი უკან? გაზი ისროლეს უკან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანები ვინც პირდაპირ შტურმში არ იღებდნენ მონაწილეობას, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რაც ასევე მოხდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.


 


აფხაზური მედიის ინფორმაციით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბაც იყრის კენჭს

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა არჩევნებში კენჭს იყრის. „აბხაზია ინფორმის“ ინფორმაციით, ის საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

ბიძინა ივანიშვილი: ვისაც უნდა, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, ქვეყნის მტრები არიან

აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: გახარია თანამდებობისთვის არ იომებს  

გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა პროტოკოლური შეცდომა იყო, კობახიძე კი გუნდს გადაეფარა - ასეთია და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 13 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ა.მ. და ო.ს. დამნაშავედ ცნო.

"STOP ბიძინა" - ბათუმში ბიძინა ივანიშვილს აქციით დახვდნენ

"STOP ბიძინა" ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ბიძინა ივანიშვილს "ენმ"-ეს წევრები ჰილტონთან დახვდნენ.

ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით

`გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან არავის აქვს კითხვა 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე

ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

უძოს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში, უძოს ქუჩისა და უძოს შესახვევის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, 6 430 კვ.მ ფართობის ტერიტორია წესრიგდება.

ბიძინა ივანიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეთ

არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაც მოვიდეთ,  თუ არა და ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, -განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

 

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ჯაზმატარებელი 19 ივლისს გავა

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 19 ივლისს, 08:45-ზე გავა.

შსს-ს მოადგილე ნინო ჯავახაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს შეხვდა.

 

გოგა ხაინდრავა: როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 20-21 ივნისს საოკუპაციო ჯარს ქართული პოლიციის სახით ებრძოდა

ეს განცხადება კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის“ ეთერ გააკეთა.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთის მოქალაქე გ.ვ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 40 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

ბილაინის მხარდაჭერით თავისუფალ უნივერსიტეტში ჰაკათონი ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჰაკათონი სახელწოდებით „სულ სხვა ჰაკათონი“ ჩატარდა.

საბაჟოდან 20 640 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-სავტომობილო“, „სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ 9-17 ივლისს, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. 

თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს

„თხილის გადარჩენის პროგრამის" მიმდინარეობის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.

N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა

წიგნი ციხის ბიბლიოთეკას - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ ერთად ჩაატარა.

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა.

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს, - კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა. 

6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში 171 საქმე დარეგისტრირდა

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 

ზუგდიდში 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში მდებარე რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ შუქნიშანთან 15 წლის გოგოს ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი წითელზე გადადიოდა.