ზვიად ძიძიგური: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, მისი მინისტრის მოქმედება ლეგიტიმური იყო და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ემსახურებოდა

პარლამენტარი ზვიად ძიძიგური 20-21 ივნისის ღამეს იხსენებს და აცხადებს, რომ შს მინისტრის მოქმედება იმ ღამეს სავსებით ლეგიტიმური იყო და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ემსახურებოდა.

მისი თქმით, ქვეყანას ძალოვანი უწყებები იმიტომ ჰყავს  რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები აღკვეთოს.


„მინდა „საქართველოს კონსერვატიული პარტიისა“ და პარლამენტში შემავალი ფრაქციის სახელით განვაცხადო - საქართველოს და მის მოსახლეობას არ აქვს მოკლე მეხსიერება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენი უახლესი ისტორია, რომელიც ორჯერ, ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში გამოიხატა. ერთხელ ეს იყო 1992 წლის სისხლიანი გადატრიალება, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე იმსხვერპლა. მეორედ ეს იყო „ვარდების რევოლუცია“, რომელიც სწორედ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის გზით განხორციელდა. ორივე შემთხვევაში საქართველო და მისი მოსახლეობა დარჩა მხოლოდ წაგებული და დაზარალებული. ამიტომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი მას შემდეგ, რაც „ვარდების რევოლუცია“ დამთავრდა, ყველა თავისი პოლიტიკური აქტივობის დროს იყო შეთანხმებული და ჩამოყალიბებული, რომ ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური და კანონიერი გზა არსებობს - ეს არის არჩევნები. ამისკენ მოუწოდებს „კონსერვატიული პარტია“ და ბევრი სხვა პარტიაც მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ არჩევნების გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს პოლიტიკურ განვითარებას.


20-21 ივნისის ღამეს ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, უწყვეტი კადრებით მიდიოდა, როგორ იყო შეტევა პოლიციის კორდონებზე პარლამენტის შენობის დასაკავებლად. ეს არის სრულიად დაუშვებელი და ძალოვანი უწყებები იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები აღკვეთოს.


ვაცხადებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, მისი მინისტრის მოქმედება იმ ღამეს იყო სავსებით ლეგიტიმური, ემსახურებოდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს; ემსახურებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებისა და სახელმწიფოს განვითარების საქმეს, და ვფიქრობ, მოთხოვნა გახარიას გადადგომის შესახებ არის ემოციურ ნიადაგზე დაფუძნებული, ან პოლიტიკური ოპონენტების სურვილი.


რაც შეეხება იმას, რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რამდენად ადეკვატური იყო პოლიციის ცალკეული თანამშრომლების საქმიანობა - ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველ რიგში, ქართველ საზოგადოებასთან ერთად, სწორედ ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა პერსონა, რომელმაც იმ დღეს თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ამავე დროს ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის, ნახოს ვინ იყვნენ პოლიციაზე ორგანიზებული შეტევის მოთავეები. ვფიქრობ, რომ ამას გამოძიება პასუხს გასცემს, პროცესები არის სამართლებრივ სიბრტყეში გადასული და ეს ყველაფერი სასამართლოთი დასრულდება, რომლის განაჩენით ყველაფერს გაეცემა თავისი პასუხი“. - აცხადებს ზვიად ძიძიგური.


დავით მათიკაშვილი: თუ რუსთავი 2 ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ

საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან დავით მათიკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში მის პერსონაზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული მრგვალი ბაღი გახსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშს განცხადებით მიმართავენ

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების გუნდმა პირდაპირი ეთერიდან ტელეკომპანიის ახალ მფლობელსა და დირექტორს მიმართეს და საზოგადოებას  ე.წ. სამოქმედო გეგმა გააცნეს.

საქართველოსა და ინდოეთს შორის სავიზო პროცედურები გამარტივდება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექნოლოგიური სერვისების კომპანია VFS Global-თან მემორანდუმი გააფორმა.

 

პაატა სალია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან შესახვედრად მივიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტებთან შეხვედრას განაგრძობს.

კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერია ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე : საარჩევნო რეფორმას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში

არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმა თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლაა.

 

არჩილ თალაკვაძე : საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახსა და ნატოშია

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მისი პირველი სამუშაო ვიზიტი შეაფასა. 

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სავაჭრო საკითხები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სავაჭრო საკითხებზე მომუშავე და DCFTA - ის საკონსულტაციო საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

არჩილ თალაკვაძე : ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი.

არჩილ თალაკვაძე : „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "რუსთავი 2"-ის მენეჯმენის შესახებ აცხადებს, რომ ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა.

აშშ-ის საელჩო: ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად

აშშ-ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ლევან იზორია „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს კობა კოშაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ანაკლიის სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიის სანაპიროს 5 კმ-იანი ზოლი (ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან კოლხეთის პარკის დაცული ტერიტორიების ჩათვლით) სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება.

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა“, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

საგარეჯოს რაიონში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ იხნსება

20 ივლისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში, სოფელ ხაშმში სასტუმროს - „შატო ხაშმი“ გახსნიან.

ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს და მოსალოდნენლია, რომ დღის წესრიგში ფრენების აღდგენის საკითხიც დადგეს.

საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის  შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მამუკა გამყრელიძე: გუშინდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

„სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე“, - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა მამუკა გამყრელიძემ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე.