საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება

საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება. 

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა. ეს საშუალებას მოგვცემს უკეთ ვმართოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მდიდარი მცენარეული გენეტიკური რესურსი. საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო აიღებს  ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას მსოფლიო მასშტაბით",- აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


ხელშეკრულებაზე ახალი ხელმომწერი ქვეყნების შემოერთებას, ისევე როგორც დოკუმენტით გათვალისწინებულ შემდგომ პროცესებს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) არეგულირებს.


საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები სარგებლობენ სხვადასხვა  უპირატესობით, მათ შორის  მცენარეთა გენეტიკური მასალების მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ბანკზე წვდომით. ამასთან, საქართველოს ექნება უფლება პროექტების მხარდასაჭერად მიმართოს „სარგებლის გაზიარების ფონდს“, რომელიც მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებს შეინარჩუნონ და მართონ მცენარეთა გენეტიკური რესურსები სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის.


საქართველოს, მცენარეული კულტურების კულტივაციის მდიდარი ისტორია გააჩნია. "საერთაშორისო კონსერვაციის" მიხედვით, ქართული თავთავიანი კულტურები (პურის მარცვლეული) და პარკოსანი მცენარეები წარმოადგენენ „ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს". საქართველო დასავლეთ აზიური კულტურის მცენარეთა წარმოშობის ცენტრია და ქერის, ხორბლის, პარკოსნების, ვაზისა და მრავალი სახეობის ხილის სამშობლოდ ითვლება.


„ჩვენ მივესალმებით საქართველოს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების უახლეს წევრს. საერთაშორისო ხელშეკრულების თანამეგობრობაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვისთვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნების კონსერვაციის, სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისათვის. გვჯერა, რომ საქართველოსთან ერთად  მნიშვნელოვან ამოცანებზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა საერთაშორისო ხელშეკრულების მდივანმა, კენტ ნადოზიმ.


საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწევრიანება  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგად  შეაფასა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნ იელემ. „საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაერთიანება წარმოადგენს საკვანძო ეტაპს საქართველოსთვის,  მისი მრავალფეროვანი მცენარის ჯიშებისა და სახეობების, მდგრადი სოფლის მეურნეობის და უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის“, - აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნ იელემ.


საქართველო უკვე არის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპული კოოპერაციის პროგრამის და არაერთი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი.  მათ შორის: ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია, საერთაშორისო მცენარეთა დაცვის კონვენცია, მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია, კიოტოს პროტოკოლი კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის ფარგლებში და გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის მიზნით.


რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება

დაცული ტერიტორიების ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი "რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ".

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან შეინ როზენტალთან, რომლის  დროსაც განხილული იქნა აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები.

 

ProductTank Tbilisi შეხვედრათა ყოველთვიური სერია გრძელდება

ProductTank-ის შეხვედრების ყოველთვიური სერია გრძელდება.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

თბილისში ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა

თბილისში, სანაპიროსთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა.

გია გაჩეჩილაძე: ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა

„ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ოპოციციური პოლიტიკური სისტემის ამაზე მეტი დეგრადაცია, მორალური დაცემა და განადგურება მე არ მინახავს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ასპინძაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

"როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა.

 

დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას 

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

"ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები, მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

26 თებერვალს ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისში", 26 თებერვალს, 10:30 საათზე  ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - "ქართულ მრავალხმიანობასა" და "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას". 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია.

გიგი უგულავა შეწყალების თხოვნაზე: პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია საქმის გამოსწორება

"შეწყალების თხოვნით არ მგონია, რომ ვინმეს მივმართო",- ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კითხვას, რომელიც შეწყალების თხოვნას ეხებოდა.

უგულავა: რაც უფრო ბევრი პოლიტპატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას, ოპოზიცია უფრო მეტად შეიკვრება

"ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია", -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავას TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ავსტრიის ელჩი საქართველოში: საარჩევნო სისტემა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს

საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არად ბენკოს განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ გამოსავალი უნდა იპოვოს. 

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე წარადგინა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.