ზალკალიანი: ვფიქრობ, ბათუმის კონფერენციამ თავის მიზანს მიაღწია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბათუმის კონფერენცია შეაფასა.

მისი თქმით, საქართველოს მსგავსი კონფერენცია არც ჰქონია.


"ვფიქრობ, რომ ბათუმის კონფერენციამ თავის მიზანს მიაღწია და ეს იყო მართლაც უპრეცედენტო და უაღრესად მასშტაბური კონფერენცია, ჩვენ ასეთი ტიპის კონფერენცია, შეიძლება ითქვას, რომ არც გვქონია, გამომდინარე სტუმრების მაღალი დონის და წარმომადგენლობის თვალსაზრისით, ასევე შინაარსიდან გამომდინარე, ის გზავნილები, რომლებიც გაჟღერდა იყო უაღრესად მხარდამჭერი საქართველოსთვის და იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ ძალიან ზუსტი აღქმა იმ პროცესებისა, რა პროცესებიც მიმდინარეობს საქართველოში", - განაცხადა ზალკალიანმა.


მინისტრის თქმით, ევროპელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის სამომავლო გეგმებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფერენციაზე.


„ჩვენ გვაქვს მათი ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ, იმ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, ჩვენ გვაქვს ასევე უაღრესად პოზიტიური შეფასებები იმ შედეგებთან დაკავშირებით რა შედეგებსაც მივაღწიეთ 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი დაფუძნდა, საქართველო კიდევ ერთხელ იქნა წარმოჩენილი, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები შედეგები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც აქვს ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ჩვენ გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, საქართველო არის ენერგო-თანამეგობრობის წევრი, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ფორმატები, დაფუძნებული უსაფრთხოების დიალოგის კონტექსტში, ასევე უმაღლესი დონის დიალოგი ევროკავშირთან",-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო ამბიციურია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიღწეული იქნას საბოლოო მიზანი - ევროკავშირში გაწევრიანება.


„ყველამ კარგად იცის და ეს ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ამბიციურები ვართ და გვინდა, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ საბოლოო მიზნისკენ, ეს საბოლოო მიზანი გახლავთ საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში.“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა კონფერენციის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობას, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.


„მე ვფიქრობ, რომ ორმხრივი შეხვედრები, რომელიც ასევე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, იყო ასევე უაღრესად პოზიტიური, საქართველოს მხარდაჭერი, მხარდამჭერი
ყველა იმ მიმდინარე რეფორმის და პროცესის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების სრული გაგება ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულეში, რაც არის დაკავშირებული ქვეყნის განვითარებასთან, პროგრესთან, საფრთხეების მინიმიზაციასთან.“ -აღნიშნა მინისტრმა.


საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გარე საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა, რათა ქვეყანაში სტაბილურობა იქნას უზრუნველყოფილი. ამასთან, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერების კუთხით კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა, რათა ოკუპირებულ ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ყველა იმ სიკეთის გამოყენება, რაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე აქვს.


"თუ არ გვექნა სტაბილურობა, არ იქნება განვითარება, არ იქნება კეთილდღეობა, ამიტომ სწორედ ევროპული ინტეგრაციის პროცესს ამ კონტექსტში ვუყურებთ, იგივე ვთქვათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხითაც, რაც მეტ შედეგს ვაჩვენებთ სახელმწიფოს გაძლიერების კუთხით, დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მათი ინტერესების გათვალისწინების კუთხით, ეს იქნება ჩვენი სწორი გზავნილი ჩვენი ძმებისთვის და დებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, სწორედ ეს არის ჩვენი შეთავაზება მათთვის, ჩვენი შეთავაზება არ არის ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები, ჩვენი შეთავაზება არის სამშვიდობო პოლიტიკა ,იმ სიკეთეების გაზიარება, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ვთავაზობთ მათ ევროკავშირს, თავისუფალ ვაჭრობას, საუკეთესო განათლებას, ქვეყნის კულტურულ ინტეგრაციას და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებთან დაკავშირებით",-აღნიშნა მინისტრმა.


გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

თბილისში ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა

თბილისში, სანაპიროსთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა.

გია გაჩეჩილაძე: ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა

„ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ოპოციციური პოლიტიკური სისტემის ამაზე მეტი დეგრადაცია, მორალური დაცემა და განადგურება მე არ მინახავს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ასპინძაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

"როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა.

 

დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას 

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

"ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები, მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

26 თებერვალს ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისში", 26 თებერვალს, 10:30 საათზე  ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - "ქართულ მრავალხმიანობასა" და "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას". 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია.

გიგი უგულავა შეწყალების თხოვნაზე: პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია საქმის გამოსწორება

"შეწყალების თხოვნით არ მგონია, რომ ვინმეს მივმართო",- ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კითხვას, რომელიც შეწყალების თხოვნას ეხებოდა.

უგულავა: რაც უფრო ბევრი პოლიტპატიმარი ეყოლება ამ ქვეყანას, ოპოზიცია უფრო მეტად შეიკვრება

"ოპოზიციის ერთიანობა სადღეგრძელოს ჰგავდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. რაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი იქნება, მით უფრო მეტად შეიკვრება ოპოზიცია", -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავას TV პირველის ეთერში განაცხადა. 

ავსტრიის ელჩი საქართველოში: საარჩევნო სისტემა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს

საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არად ბენკოს განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ გამოსავალი უნდა იპოვოს. 

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე წარადგინა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა ქართველ კალათბურთელებს უმასპინძლა

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს.

ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო პარტნიორია

საქართველოსა და ნატოს საერთო ღირებულებები და ერთი მიზანი აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც ბოლო მოუღო თქვენს სადისტურ და მოღალატე ხელისუფლებას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მან ეს პირველ რიგში გააკეთა ქართველ ხალხთან ერთად, რომელთანაც თქვენ დღემდე არ გაქვთ მისასვლელი პირი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.