ნინო ჯავახაძე - „ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა, აბსურდულიც - ვენის კონვენციის დარღვევებზეც იყო საუბარი, ეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“

შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრა მედიაში გავრცელებულ იმ ინტერპრეტაციებზე, რაც გუშინ, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა 20 ივნისს
დიპლომატებთან კომუნიკაციის შესახებ.

„დღეს რამდენჯერმე გავაკეთეთ განმარტება ამასთან დაკავშირებით და მინდა
ვისარგებლო ნათლად განვმარტო რა იყო ნაგულისმები. სამწუხაროდ, ძალიან
ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა, მათ შორის ზოგიერთი ცოტა აბსურდულიც. ნათლად
განვმარტავ, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა
გერმანიის ელჩი. დღეს თავად გერმანიის ელჩმაც გააკეთა ამაზე განცხადება.
მან 20 ივნისის ღამეს განცხადება გააკეთა. იყვნენ მთელი რიგი ელჩები და
საელჩოები, რომლებიც პირდაპირ კავშირზე იყვნენ ჩვენთან, მთელი იმ დროის
განმავლობაში როცა ხდებოდა ეს მოვლენები. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ
ელჩები იყვნენ ჩართული რაღაცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - ეს
საერთოდ წარმოუდგენელია. დღეს, ზოგიერთი მედიასაშუალებით ვენის კონვენციის
დარღვევებზეც იყო საუბარი. ეს უბრალოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის
მცდელობაა. მინდა განვმარტო, რომ ვენის კონვენციის 44-ე მუხლი ამბობს, რომ
იმუნიტეტის მქონე პირები, ანუ დიპლომატები და მათი ოჯახები, როცა ქვეყანაში
ისეთი დონის დაძაბულობაა, როგორიც მაგალითად არის სამხედრო ან შეიარაღებული
კონფლიქტი, ასეთ სიტუაციას უნდა გაარიდო და შეუქმნა ყველა საშუალება, რომ
გაარიდო ასეთ ვითარებას. ანუ, არ ვიცი საერთოდ რა კავშირშია ვენის
კონვენციის დარღვევა იმ მოვლენებთან, მითუმეტეს როცა ჩვენი ოპონენტები
ბრძანებენ, რომ იქ საერთოდ დაძაბულობაც არ ყოფილა და მშვიდობიანი აქცია
იყო, რომელიც პოლიციამ დაარღვია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განვარტავ, 20
ივნისის ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, რომელიც
აკვირდებოდა პროცესებს, ამაზე თავადაც გააკეთა განმარტება. ასევე მთელი
რიგი საელჩოები იყვნენ ჩვენთან კავშირზე, როგორც ყველა მნიშვნელოვანი
მოვლენის დროს ჩვენ მათ ვაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა
ხდება. საუბარია ინფორმაციის მიწოდებაზე. ზოგადად საერთაშორისო
დიპლომატიური ურთიერთობებს თავის ჩარჩოები აქვს და არ გულისხმობს, რაღაცა
პროცესებში ჩარევას. ეს ალბათ თავად ელჩებმაც განმარტეს დღეს და ამაზე
ინტერპრეტაციები უბრალოდ წარმოუდგენელი და მიუღებელია. იმ ღამეს, თუ
გახსოვთ, მთელმა რიგმა საელჩოებმა გააკეთეს განცხადებები და სიმშვიდისკენ
მოუწოდეს ყველა მხარეს. ჩვენც მუდმივად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას იმის
თაობაზე, თუ რა ხდებოდა, რა მოვლენები ვითარდებოდა. თუმცა, ჩვენი
ინფორმაციის მიწოდების გარეშეც, პირდაპირ ეთერში, ყველა არხის მეშვეობით,
მთელი ღამის განმავლობაში ეს მოვლენები გადაიცემოდა და უბრალოდ ყველა
ხედავდა ამას. შესაბამისად ჩემი აზრით ეს ინტერპრეტაციები უბრალოდ
ზედმეტია".- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.


საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22-17 დაამარცხა

ევროპის გრან-პრის მეორე, დასკვნითი ეტაპის მატჩში საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:17 დაამარცხა. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

VIDEO- მაშველებმა ომალოში ამერიკის 4 მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე: თითქოს დიღმის ტყე-პარკში კორპუსების მშენებლობაზე გავეცით ნებართვა, დიდი ტყუილია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი წაუყენეს.

კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2019“ დასრულდა. სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2019“ უმასპინძლებს

27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

 

თელავში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

ნაძალადევის რაიონში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ ნაძალადევში, IX კვარტალში (ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე) ჩატარდება.

 

VIDEO - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

 

გაშლილი სუფრა და ხელმოწერები ლგბტ თემის წინააღმდეგ ზუგდიდის ტაძრის ეზოში

ზუგდიდის მშენებარე ტაძრის ეზოში, სადაც ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ და პარალელურად სუფრაა გაშლილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მივიდა. მისი თქმით, იგი ზუგდიდში პირველადაა და იზიარებს შეკრებილების პოზიციას.

VIDEO - ,,კანაფით" დატვირთული პიკაპები - პოლიციამ ბაღდათში 36 ძირი მცენარე ამოიღო

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ივანე მაჭავარიანი: ჩემი მიზანია გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის შეუსაბამობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აჭარის რეგიონში - ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ უკვე ჩავიდა.

პაატა სალია: ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს თანხა, რაც დატოვა ​წინა მენეჯმენტმა

ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასსაც კი ვერ დაფარავს ის თანხა, რაც წინა მენეჯმენტმა ტელევიზიაში დატოვა , - ამის შესახებ ,,რუსთავი 2"- ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სად გადაიყვანა ირანმა ბრიტანული ტანკერი

ირანმა ბრიტანული ნავთობტანკერი ბენდერ-აბასის პორტში გადაიყვანა. ამის შესახებ ირანულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პატრულის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - "ტერორიზმი და იმპოსტერები" გაიმართა.

დღეს თბილისის 4 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

 

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

ნაძალადევში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.