ქალთა მოძრაობა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

ქალთა მოძრაობის ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას სოლიდარობას უცხადებს და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

"ქალთა მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას და გმობს მის მიმართ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის მხრიდან სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელ განცხადებას.


11 ივლისს, TV პირველის საავტორო გადაცემაში "რეაქცია" ინგა გრიგოლიას სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო. მის გადადგომას უკვე მრავალი დღეა ითხოვენ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილენი.


ინტერვიუს შემდეგ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, შსს-ს მინისტრთან ინტერვიუს გამო, ტვ პირველის წამყვანი, ინგა გრიგოლია, შეურაცხმყოფელად მოიხსენია. "ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" - წერს ლევან ონიანი "ქართული ოცნების" ერთერთი აქტივისტის პოსტის კომენტარებში.


ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ სექსისტრური, ძალადობრივი და დისკრიმიმინაციული დამოკიდებულებები არაერთხელ გამოუვლენიათ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ პარტიის მხრიდან ამას სათანადო რეაგირება არასოდეს მოჰყოლია და თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც მსგავს დამოკიდებულებებს ავლენენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - თამაზ ფაცაციას მხრიდან, არაერთი სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი განცხადებები ვრცელდებოდა ფეისბუქზე, სანდრა რულოვსისა და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიის ქალი პოლიტიკოსების - თინა ბოკუჩავას და ანა წითლიძის მისამართით. „ქალთა მოძრაობამ“ მაშინაც მოუწოდებდამმართველ პარტიას, რომ სექსისტური განცხადებების გამო საკუთარი რიგებიდან გაერიცხათ თამაზ ფაცაცია. მაშინ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ ამ ფაქტებს რეაგირება არჩევნების შემდეგ მოჰყვებოდა, მაგრამ თამაზ ფაცაცია დღემდე რჩება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ და პარტია „ქართული ოცნების“ წევრად.


საქართველოში, დაახლოებით, 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია, ხოლო 67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ამ მოცემულობაში, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია საჯარო პირების მხრიდან, სექსუალური ძალადობის წამახალისებელი განცხადებები და მათი რეაგირების გარეშე დატოვება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც გაცხადებულია გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და დემოკრატიული განვითარების კურსი, ლევან ონიანის მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები, არ უნდა იკავებდნენ თანამდებობებს.


მოვუწოდებთ რუსთავის საკრებულოს, რომ სექსისტური განცხადებების გამო, გადააყენონ საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან, ხოლო მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - საკუთარი რიგებიდან გარიცხოს ლევან ონიანი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ბოდიში ადამიანის პერსონალური მორალური პასუხისმგებლობაა და არა პოლიტიკური. ამიტომ, ლევან ონიანის ბოდიში ვერ ჩაითველაბ რაიმე სახის პოლიტიკურ პასუხისმგებლობად! " - აღნიშნულია გავრცელებულ განცახდებაში.



რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ფეისბუკ პოსტის კომენტარებში, რომელიც ინგა გრიგოლიასა და გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანებოდა დაწერა: "ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის".



რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს უხდის.


"ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ადამიანებო, ალბათ აკვირდებით ჩემს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს, უამრავი თქვენგანი პირადად მეხმიანება, ზოგიც საჯაროდ ცდილობს ჩემს დაცვას, ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათობენ, დაობენ… მაშინ როცა ისედაც უამრავი პრობლემაა ჩვენს გარშემო, დაპირისპირების დამატებითი საფუძველი ნამდვილად აღარ გვჭირდება. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და საზოგადოების თითოეული წევრის ღირსებას, ამიტომ ვერ დავუშვებ კიდევ ახალ კონფლიქტებს ჩემი მიზეზით.


მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრული ხუმრობა მის ადრესატს საერთოდ არ სწყენია, პირველ რიგში მას ვუხდი ბოდიშს, შექმნილი უხერხულობისთვის. ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს პარტია ქართული ოცნებიდან, რომლის იმიჯსაც შეეხო ეს აჟიოტაჟი, რომლის წარმატებისთვისაც ბევრი მიბრძოლია და კიდევ ვიბრძოლებ, რადგან მჯერა, რომ ერთადერთი მემარჯვენე პარტიაა პოლიტიკურ ასპარეზზე და სწორედ ქართულმა ოცნებამ დააყენა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე. დიახ, ქართული ოცნების მონაპოვარია სიტყვის თავისუფლება, რომელიც ხშირად ერთმანეთის და ქვეყნის შეურაცხყოფაში გვერევა.


ჰოდა რახან ხანდახან შეცდომებს ვუშვებთ, ქალბატონო ინგა გრიგოლია, ბოდიშს გიხდით თუკი ჩემი დაწერილი კომენტარი საკუთარ შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად მიიღეთ. ბოდიშს გიხდით რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტის პროფესიას და ამაში ჩემი მეგობარი ჟურნალისტები დამეთანხმებიან.


ბოდიშს გიხდით როგორც ქალს, რადგან როგორც მამაკაცი, ქალისათვის ბოდიშის მოხდაში ვერაფერს დამამცირებელს ვერ ვხედავ… და აქვე ბოდიშს ვუხდი ჩემს მეუღლეს, რომელიც ამ თვეში კიდევ ერთხელ გახდება დედა და ბოლო დღეებია ჩემს გამო ისმენს უამრავ ლანძღვას და გინებას. .. იმედს ვიტოვებ, ჩვენს შვილებს ისეთ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, სადაც მეგობრული მიმოწერები პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ ხდება და სადაც ყველამ იცის თავისი ფუნქცია და ადგილი" – წერს ლევან ონიანი.


ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

 

საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ჩუღურეთის რაიონში სულიაშვილის N8-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს - მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების'' დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

ანაკლია-განმუხურში Echowaves Festival გაიხსნა

განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves 22 აგვისტოს, საღამოს 5 საათზე გაიხსნა. წუხელ ფესტივალის სტუმრებისთვის ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა დაუკრა.

მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

24 აგვისტოს მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართება.

საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

მაინის ფრანკფურტში  გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან,  ლუსია პუტრიხთან შეხვედრა გამართა.

ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

Wizz Air ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით რეისებს ამატებს

Wizz Air საქართველოში, ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, Wizz Air ფრენების დაწყებას აანონსებს.

ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.

ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს.