პრემიერი: იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში, განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იაკობ გოგებაშვილის ეპოქაში ქართული ენა დიდი გამოწვევის წინაშე იდგა და ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაoბიდან თაობას.


„აქ დაიბადა დიდი ქართველი, რომელმაც შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უსაყვარლესი წიგნი - „დედა ენა“. ადამიანი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ისტორიულ მისიაში, რასაც ერქვა ქართული ენის გავრცელება. ჩვენ დღეს ვიმყოფებით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან და მი და აქედან მივესალმო სრულიად საქართველოს. ეს იყო ეპოქა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნამდვილი პატრიოტი ადამიანების ერთად დგომა. ეს იყო უდიდესი გამოწვევა მაშინდელი საქართველოსთვის, როდესაც ქართული ენა იდგა გადაშენების პირას და ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს შეუძლებელი. მათ შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, რომელმაც შეგვინარჩუნა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადასცემოდა თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა - ჩვენი ენა და ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპებს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან, რამაც საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა გამოიწვია.


„მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა. ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ ქართველი ერის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის მეოთხედი - 25 პროცენტი მიმართოს განათლებაზე. ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ ქართულ სკოლებში დაგვებრუნებინა „დედა ენა“. სექტემბრიდან ყველა პირველ კლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევ შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, ისევე, როგორც უყვარდათ ჩვენ წინა თაობებს და ისევე, როგორც გვიყვარს ჩვენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ


იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლიდან ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.


სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.


ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.


პრემიერი: სიმშვიდე და მშვიდობა არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის მეტი საშუალება მივცეთ მოქალაქეებს  

სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საინვესტიციო ხელშეკრულებებას აღარ წარადგენს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ პროექტის მხარდაჭერის ნაცვლად, მთავრობამ მისი საბოტაჟირება მოახდინა და ამიტომ საინვესტიციო ხელშეკრულებებს აღარ წარადგენენ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა,
რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა.

ლაშა იორდანიშვილი: პირობა არის ასეთი, თუ არ იქნება მოსახლეობის 90 პროცენტიანი მხარდაჭერა, ჰესი არ აშენდება

"ხადორი 3"-ზე არის თემა გადაწყვეტილი, რომ უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და ისე შევიდეთ, - ამის შესახებ ჰესის მშენებელი კომპანიის, "ფერის" დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები ცნობილია

2019 წლის 15 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კვირიკაშვილის უდანაშაულობის შესახებ ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. მომდევნო სხდომა 6 ნოემბერს არის ჩანიშნული.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 123.8 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა, 86.21 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

გიგა ბუკია: მიხეილ სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება.

ფულადი გზავნილების მოცულობა 13.9%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის სექტემბერში $149.8 მლნ (44 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ით მეტია.

ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას: ეჭვი მეპარება რომ ვერ ამოეცანი ცხონებულ სულხან მოლაშვილს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში რქაწითელი უნდა ღირდეს არა 70 თეთრი, არამედ, 1.50 ლარი

დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა კახეთში რთველის დასრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 60-80 მლნ ლიტრი ჩამოსასხმელი ღვინო იყიდება რესტორნებში და რქაწითელის ღვინო რესტორნების უმეტესობაში ფალსიფიცირებულია.

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

დღეს, დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბმება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

ჯორჯიან უოთერედნდ ფაუერი თბილისის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემებს აქვეყნებს.

ჯანდაცვის მინისტრი ჩეხ კოლეგას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ვიოტეხს შეხვდა.  

დიმიტრი ხუნდაძე: ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიასა და სააკაშვილის გაყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა

ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიასა და სააკაშვილის გაყრა-შეყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2019“ იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 

სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი  “გარემოსდაცვითი მმართველი”  დასრულდა.

 

ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ კავსაძის ქუჩის გავლით იმოძრავებს

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 

საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება.

გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.

ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დომინიკის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს დანილო მედინას რწმუნებათა სიგელები გადასცა.