ბატიაშვილი: "ევრობასკეტის" მატჩების მასპინძლობით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ

„ეს ქართული კალათბურთის და ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა",-ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

მინისტრის თქმით, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა ვისაც ეს უდიდესი პატივი ერგო


 “დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანესი სპორტული და არა მხოლოდ სპორტული მოვლენის მოწმენი გავხდით, ევროპის 2021 წლის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნების ვინაობა მიუნხენში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცის ბორდის წევრებმა  დაასახელეს და საქართველო   იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა  ვისაც ეს უდიდესი პატივი ერგო“,-აღნიშნა მინისტრმა.


 15 ივლისს, მიუნხენში გამართული კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის ბორდის სხდომაზე გაირკვა იმ ქვეყნების ვინაობა, რომლებიც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. საქართველომ ბორდის წევრების მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ევროპირველობის ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. სულ ევროპირველობის მასპინძლობისთვის იბრძოდა 7 ქვეყანა: გერმანია, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი და საქართველო. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება მიიღეს: საქართველომ, გერმანიამ, იტალიამ და ჩეხეთმა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გასამართი ფლეი ოფის მატჩების მასპინძელი გერმანია იქნება.


„ეს ქართული კალათბურთის და ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა, რადგან ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ!


საქართველოს ნაკრებისთვის ეს იქნება ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს როგორც მასპინძელს, ამჯერად შესარჩევი ეტაპის მატჩების ჩატარება აღარ მოუწევს და ფინალურ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით წარსდგება.


საქართველოსთვის  ევროპის 2021 წლის კალათბურთის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის მინიჭება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა:


იმან, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.


იმან, რომ საქართველოში კალათბურთი ტრადიციული სპორტის სახეობაა და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების დროს სპორტის სასახლე სრულად ივსება და რამდენჯერმე დაფიქსირდა ფიბას რეკორდი  - ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების დროს თბილისში ყველაზე მაღალი დასწრება იყო!


იმან,  რომ კალათბურთის ფედერაციას მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აბსოლუტურად ყველა უწყება, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ევროპირველობის საორგანიზაციო საკითხებში ჩართვა მოუწევს.


 ჩვენ ორგანიზატორებს მივეცით გარანტია, რომ 2021 წლის კალათბურთის ჩემპიონატისთვის თბილისში, დიღმის ახალი სპორტული კომპლექსის  ტერიტორიაზე აშენდება ახალი, მრავალფუნქციური სპორტის სასახლე, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და იმ მოთხოვნებს, რომელიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციას ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის მიმართ გააჩნია.სრული მხარდაჭერაა საქართველოს მთავრობის მხრიდან, აღნიშნულ საკითხში პირადად არის ჩართული საქართველო პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ასე წარმატებით  წარადგინა საქართველო კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცის პრეზიდენტისა და ბორდის წევრების წინაშე” - აღნიშნა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპირველობას წარმატებით უმასპინძლებს და ჩვენი ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე არაერთ გამარჯვებას მოიპოვებს.


საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.