არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად,  ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს სენატორებთან და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში იღებს მონაწილეობას, სადაც   დემოკრატიის განმტკიცებაში, პარლამენტის წევრების როლზე ისაუბრებს.


ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ძირითადი თემები  დაასახელა, რომლებზეც შეხვედრებისას გამახვილდება ყურადღება.


„მთავარი საკითხებია დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს მიმართ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ახლა ასე მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ საკონსტიტუციო რეფორმასა და არჩევნებზე. ასევე, ვიმსჯელებთ რეგიონში  არსებულ გამოწვევებზე, ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე. საქართველომ აირჩია სწორი, მაგრამ რთული გზა, რომ ჰქონდეს წარმატებული დემოკრატიული სისტემა გამოწვევებით და სირთულეებით სავსე რეგიონში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა აუცილებელია შემდგომი პროგრესისთვის. ვფიქრობ, ეს სამუშაო ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს წაადგება და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პარლამენტსა და კონგრესს შორის თანამშრომლობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 


ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  თამარ ჩუგოშვილი, რომელიც  დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმზე პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრებს.


„ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური პოლარიზების კუთხით საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს. ბევრი ნეგატიური ემოცია დაგროვდა როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, მთლიანად საზოგადოებას შორის. ეს მძიმეა ნორმალური პოლიტიკური განვითარებისთვის, რომელიც თანამშრომლობაზე უნდა იყოს აწყობილი და არა დაპირისპირებაზე“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტისას გამართულ ყველა შეხვედრას საკუთარი მიზანი აქვს.


„სენატორებთან შეხვედრების მთავარი ამოცანაა, სენატში დარეგისტრირდეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი  და ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ ეს კანონი ორივე პალატის დონეზე, წლის განმავლობაში მიიღოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​


პრემიერი: სიმშვიდე და მშვიდობა არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის მეტი საშუალება მივცეთ მოქალაქეებს  

სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საინვესტიციო ხელშეკრულებებას აღარ წარადგენს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ პროექტის მხარდაჭერის ნაცვლად, მთავრობამ მისი საბოტაჟირება მოახდინა და ამიტომ საინვესტიციო ხელშეკრულებებს აღარ წარადგენენ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა,
რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა.

ლაშა იორდანიშვილი: პირობა არის ასეთი, თუ არ იქნება მოსახლეობის 90 პროცენტიანი მხარდაჭერა, ჰესი არ აშენდება

"ხადორი 3"-ზე არის თემა გადაწყვეტილი, რომ უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და ისე შევიდეთ, - ამის შესახებ ჰესის მშენებელი კომპანიის, "ფერის" დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები ცნობილია

2019 წლის 15 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კვირიკაშვილის უდანაშაულობის შესახებ ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. მომდევნო სხდომა 6 ნოემბერს არის ჩანიშნული.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 123.8 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა, 86.21 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

გიგა ბუკია: მიხეილ სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება.

ფულადი გზავნილების მოცულობა 13.9%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის სექტემბერში $149.8 მლნ (44 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ით მეტია.

ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას: ეჭვი მეპარება რომ ვერ ამოეცანი ცხონებულ სულხან მოლაშვილს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში რქაწითელი უნდა ღირდეს არა 70 თეთრი, არამედ, 1.50 ლარი

დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა კახეთში რთველის დასრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 60-80 მლნ ლიტრი ჩამოსასხმელი ღვინო იყიდება რესტორნებში და რქაწითელის ღვინო რესტორნების უმეტესობაში ფალსიფიცირებულია.

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

დღეს, დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბმება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

ჯორჯიან უოთერედნდ ფაუერი თბილისის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემებს აქვეყნებს.

ჯანდაცვის მინისტრი ჩეხ კოლეგას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ვიოტეხს შეხვდა.  

დიმიტრი ხუნდაძე: ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიასა და სააკაშვილის გაყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა

ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიასა და სააკაშვილის გაყრა-შეყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2019“ იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 

სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი  “გარემოსდაცვითი მმართველი”  დასრულდა.

 

ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ კავსაძის ქუჩის გავლით იმოძრავებს

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 

საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება.

გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.

ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დომინიკის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს დანილო მედინას რწმუნებათა სიგელები გადასცა.