6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში 171 საქმე დარეგისტრირდა

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 

2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში  მეწარმეების მომართვის საფუძველზე  171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა.


„2019 წლის 6 თვეში  42 საქმეზე დავასრულეთ  მუშაობა და საქმეების 80%ში უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს. მათ შორის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სრულად იქნა  დაკმაყოფილებული ბიზნესომბუდსმენის დასკვნა  ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით. შედეგად,  ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არცერთ ეტაპზე არ მოხვდება დღგ-ს დაბეგვრის არეალში. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება 2011 წლის 23 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც.“-განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.


ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაგზავნილ რეკომენდაციებს და დასკვნებს შორისაა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ შენიშვნები. ასევე -  საქართველოს ბიზნესომბუდსმენის  დასკვნა,  „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.


„საქართველოს პარლამენტმა  რიგ შემთხვევებში გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით,  და შედეგად, დაიხვეწა საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ.  ასევე -გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული საქართველოს ბიზნესომბუდსმენის  დასკვნა,  „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ და შედეგად ტექნიკურ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიაზე  პლასტიკის ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება რეალიზაცია.“-განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.


ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან  ფიქსირდება. აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდანაა- 60%, შემდეგ მოდის აჭარა - 20%-ით.


სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.


„კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესია და  მიმართვიანობის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 15 კომპანიის საქმე განიხილეს და 90%ში ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიცია ფინანსთა სამინისტრომ სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინა.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


სიახლეები მსგავს თემაზე

ბიზნესომბუდსმენი რეგულაციებს მთავარ გამოწვევად ასახელებს

ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ მისი რეკომენცაციების 80% შესრულდა, რეგულაციები კვლავ დიდ პრობლემად რჩება.

ბიზნესომბუდსმენთან მიმართვიანობით აჭარის რეგიონი ლიდერობს

ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 20% აჭარიდანაა.

 

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

"იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში"- ჯაბა ჯიშკარიანი ირინა ენუქიძეს იხსენებს

"როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო",-ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა.

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალი შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. აღნიშნულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი  მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავა.

მარტვილის სასწრაფოს ახალი შენობა გადაეცა

დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს.

ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძეზე: ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების და ისტორიის ნაწილი

"თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა",-ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა.