გოგა ხაინდრავა: როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 20-21 ივნისს საოკუპაციო ჯარს ქართული პოლიციის სახით ებრძოდა

ეს განცხადება კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის“ ეთერ გააკეთა.

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის წინ ებრძვის ოკუპაციას, ამას ადასტურებს ნიკანორ მელიას პოსტი, სადაც ის წერს, რომ „არავის არ მოსვლია შეტაკება სპეცრაზმთან, ისინი წარმოადგენდნენ საოკუპაციო რეჟიმს, ისინი ემსახურებოდნენ რუსეთის ფედერაციას“.


როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 20-ში 21-ში საოკუპაციო ჯარს ებრძოდა ქართული პოლიციის სახით, ამიტომ, ასე ვთქვათ, მათი ძალისხმევა დაგვირგვინდა წარმატებით, უკუაქციეს საოკუპაციო ჯარი, იმიტომ რომ ახლა თვითონ არიან იქ გამაგრებულები.


ეს ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის და ყოველთვის სახიფათო იყო. აბსოლუტურად ნათლად ვხედავთ ყველანი და ყველამ ვიცით უკვე, რასთან გვაქვს საქმე და ვისთან გვაქვს საქმე და რას წარმოადგენენ ეს ძალები“. - ამბობს ხაინდრავა.


კინორეჟისორი წარსულში „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტებს იხსენებს და აცხადებს, რომ ეს არის მოჯადოებული სივრცე, რომელსაც გვარამიას მსგავსი სუბიექტები წარმოადგენენ და ამას აყოლილია პრესის დიდი ნაწილი.


„მე სპეციალურად ამოვკრიბე გამონათქვამები, მათი პოზიციები საქართველოსადმი, საქართველოს წარსულისადმი, მისი აწმყოსადმი, მისი მომავლისადმი. ლევან ბერძენიშვილმა ბრძანა: „იაკობ გოგებაშვილის დედაენის აღდგენა სკოლებში არის მავნებლობა, ნიკა გვარამიამ ღვინოში და წყალში ჩაგვიფსა და ამასთან დაკავშირებით გაუგებრობაშია, რომ არ მოეწონა ეს ქართველ ხალხს.


მინდა გაგახსენოთ, თავის დროზე, როდესაც ძალიან დიდი უბედურება დაატყდა საქართველოს, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სახით, „რუსთავი 2“ სიუჟეტს აკეთებდა და მთელმა საქართველომ მოისმინა, ძლივს ჩამქრალ ხანძარზე როგორ თქვა ამ ტელევიზიის წარმომადგენელმა, ჩაქრა, მაგის დედაო და ა.შ. კიდევ ერთი მაგალითი საჯაროდ ცნობილი - კანდელაკი, მაშინ როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთ სხდომაზე ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას იღებდნენ, დადიოდა და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ უნდა მიეცათ. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე. მადლობა ღმერთს, რომ ნელ-ნელა ეს დაპყრობილი სივრცე ამ სიცრუით, სიყალბით, ცილისწამებით, ანტიქართული ჟღერადობით, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებით და დამოკიდებულებით ნელ-ნელა იხსნება. იმიტომ რომ, ეს არის მოჯადოებული სივრცე, რომელსაც გვარამიას მსგავსი სუბიექტები წარმოადგენენ და ამას აყოლილია პრესის დიდი ნაწილი.


ეს არის დიდი კასტა, რომლის ამოცანაა, დაინგრეს ეს ქვეყანა, დაიწვას ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა გახდეს მონა იმ ძალების, ვინც მათ აფინანსებენ, ფულს აძლევენ და ეს არ არის მტრული სახელმწიფოების ნამოქმედარი, ძალიან ხშირად ესენი წარმოადგენენ იმ სახელმწიფოებს, რომელთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ეს ძალები არსებობენ, ეს ძალები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლების სადავეები საქართველოში და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ დამშვიდდეს.


ამის უკანასკნელი მაგალითია ე.წ. კვლევა IRI-ს, სადაც ნახსენებია, რომ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოში ყოფილა ბატონი ბაქრაძე, რომელიც 2008 წელს ამავე დროს იყო წინამძღოლი სამხედრო ძალების და მოუწოდებდა ქართველ საზოგადოებას, რომ დანა-ჩანგლით დაპირისპირებოდა ოკუპანტს. ეს არის რეალური სურათი, სამწუხარო სურათი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს ადამიანები არიან ძალიან პატარა ჯგუფი, აქვთ შესაძლებლობები, გააჩნიათ საკუთარი პრესა, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქმნიან ფონს სახალხო აღშფოთების, თუმცა ეს სახალხო აღშფოთება არსად არ ჩანს, არც რუსთაველზე არ ჩანს იმიტომ, რომ ის პერფორმანსი,რასაც ჩვენ ვუყურებთ, გასაგებია, რასაც წარმოადგენს“. - აღნიშნა ხაინდრავამ.


მისი თქმით, მიტინგებზე არიან ადამიანები, რომლებიც მომიტინგეებად მუშაობენ და მათ ახლა აღმოაჩინეს, რომ საქართველო ოკუპირებულია.


„იქ მუშაობს მომიტინგედ რამდენიმე ადამიანი, ერთ-ერთი მაქარაშვილი, რომელიც ახლა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი გახდა და ეტყობა, მაგან გავრილოვის ჩამოსვლასთან ერთად აღმოაჩინა და გაიგო, რომ საქართველო ოკუპირებულია და 1801 წლიდან რომ ხდება ეს ოკუპაცია და არცერთი დღე რომ არ შეწყვეტილა, ეს არ იცოდა, გავრილოვმა მოიყვანა აზრზე და თანაც ეს არის ადამიანი, ვინც რუსული პარტიის პრესსპიკერი იყო, გორჩაკოვის ფონდში დადიოდა ძალიან ხშირად მოსკოვში და ფოტოებიც არსებობს და შეგიძლიათ, სოციალურ ქსელში ნახოთ ეს ყველაფერი და ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე საქართველო არის ოკუპირებული.


იქ არიან ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებად მუშაობენ, ტელეწამყვანებისა და პოლიტიკური ლიდერების შვილები, რომლებიც ახალგაზრდულ აღშფოთებას განასახიერებენ. რეალობა არის სულ სხვა და ამ რეალობას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.

"იყო და არის გმირი და ის ყოველთვის იქნება ჩვენს ყოველდღიურობაში"- ჯაბა ჯიშკარიანი ირინა ენუქიძეს იხსენებს

"როგორც ირინა ამბობდა, მოკლეს მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი იყო",-ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიციალურად დაადასტურა.

გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და დაკვამლიანების არეალი შემცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში, ამ დროისთვის, ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება და ადგილზე დაკვამლიანების არეალი შემცირებულია. აღნიშნულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი  მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. დააკავა.

მარტვილის სასწრაფოს ახალი შენობა გადაეცა

დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს.