ასევე, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება მომხმარებლებთან და მუდმივ კლიენტებთან. რატომ არის თევზის მოყვარულთათვის “Fish Market” საუკეთესო ადგილი და რა უპირატესობები აქვს ბაზარზე მას, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე „four seas trading”-ის მენეჯერი, კონსტანტინე რევია გვესაუბრა.
კონსტანტინე რევია: ყველაფერი 2017 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ჩვენი პირველი სპეციალიზირებული მაღაზია „თევზის ბაზარი“ გაიხსნა. ჩვენი ძირითადი სტრატეგიული კონცეფცია ოთხი ზღვის ერთიანობაზეა აგებული, რომელიც წარმოდგენილია თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი სახეობებით, თუმცა დროთა განმავლობაში გავცდით ჩვენი კომპანიის სასტარტო მდგომარეობას და დღეს გერმანიიდან და საფრანგეთიდანაც საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი ჩამოგვდის, მალე ჰოლანდიიდან და ამერიკიდანაც მივიღებთ პროდუქტს. ჩვენი საქმიანობა ნედლი, ფრეშ თევზის იმპორტსა და რეალიზაციაზეა დაფუძნებულია, ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან სწორედ ეს გამოგვარჩევს. დღეს ოთხი სავაჭრო წერტილით ვართ წარმოდგენილი ბაზარზე.
– საინტერესოა, როგორ ახერხებთ უმოკლეს დროში გაუყინავი პროდიქტის ჩამოტანას და რა სირთულეებთანაა ეს დაკავშირებული, რა გზას გადის თევზი “Fish Market”-ში მოხვედრამდე?
– ბევრისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ ვახერხებთ მსოფლიოს ოთხი წერტილიდან უმოკლეს ვადებში პროქდუქტის გაუყინავ (გაციებულ) მდგომარეობაში ჩვენს მომხმარებლამდე მიწოდებას, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენი გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა რაიმე შეფერხება არ შეგვექმნას მოწოდებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც შეუძლიათ მოგვაწოდონ გარეული ჯიშის ზღვის პროდუქტებისა და თევზების ფართო ასორტიმენტი, ასევე იმ ბიო ფერმებთან, რომლებიც თევზის კვებისას არ იყენებენ ანტიბიოტიკებს, კონსერვანტებსა და ბიოსტაბილიზატორებს. გამოგზავნიდან საშუალოდ 24-28 საათში პროდუქტი ჩვენს დახლებზეა წარმოდგენილი. ეს დრო დამოკიდებულია მწარმოებელი ქვეყნის ადგილმდებარეობაზე. ტრანსპორტირება ხდება ავიახაზების საშუალებით, რათა თევზეულმა შეინარჩუნოს მისი სასარგებლო თვისებები.
ჩვენთან გამოსაგზავნი პროდუქტი ხარისხდება, ზომების და სახეობების მიხედვით ლაგდება პოლიესტერის ყუთებში სპეციალურ ყინულის ფირფიტებთან ერთად, იფუთება და იგზავნება საქართველოში.
– ბაზარზე დაკვირევბით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს ორაგული წარმოადგენს, თქვენ რომელ პროდუქტს გამოარჩევდით ამ კუთხით?
– დღეს „თევზის ბაზარში“ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს ნორვეგიული ორაგული წარმოადგენს, რომლის საშენი ფერმები შეესაბამება უმაღლეს ტანდარტებს, თევზის სიჯანსაღე კი მკაცრად ექვემდებარება ნორვეგიის კანონმდებლობას. გამომდინარე იქიდან, რომ ორაგული მტაცებელია, ის თვითონ იკვებება პატარა თევზებით, განსაკუთრებული გემოვნური და ხარისხობრივი თვისებებით გამოირჩევა, დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა სამს.
– ბაზარზე პირველებმა შექმენით ონლაინ მარკეტი, რითიც კიდევ უფრო გაუმარტივეთ მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა.
– სერვისის გაუმჯობესების მიზნით მომხმარებელს ვთავაზობთ ონლაინ მაღაზიას fishmarket.ge, სადაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძნოთ ჩვენს მაღაზიში არსებული ნებისმიერი პროდუქტი და ჩვენი წარმომადგენლები შეკვეთას უფასოდ მოგიტანენ მითითებულ მისამართზე. ამ პროცესზე და ჩვენი პროდუქციის ხარისხზე თავიდან ბოლომდე ვართ პასუხისმგებლები. ვმუშაობთ იმისთვის, რომ პოპულარული გავხადოთ ონლაინ შოპინგი და თვიდან ავიცილოთ გადატვირთული გზები, ასევე დავზოგოთ ჩვენი დრო.
- რა განსხვავებულ ასორტიმენტინმენტს სთავაზობთ თევზის მოყავრულებს?
– წლის განმავლობაში, სეზონურობიდან გამომდინარე, 100-120 სახეობის თევზი გვაქვს. რაც შეეხება ზღვის პროდუქტებს, გვაქვს: რვაფეხები, კალმარები, 5 სახეობის კრევეტები (რაც ბაზარზე უპრენცენდენტო მომენტია), მელანთევზა, მოლუსკები, მიდიები და ხამანცკები. ასე რომ, ძალიან ფართო ასორტიმენტს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. გვაქვს გაყინული ხიზილალა, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს და აბსოლუტურად ჯანსაღია - მარილის გარდა არანაირი დანამატი არ აქვს და ძალიან სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია. ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო პროდუქტი - გერმანული წარმოშობის ზუთხი, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხისაა.
მინდა აღვნიშნო ჩვენი ყვითელფარფლა თინუსი, ჩამოგვაქვს მთლიანი თევზი, დაახლოებით 80–კილოგრამინი, რასაც საქართველოში ჩვენს გარდა არავინ აკეთებს, დარბაზში ვახდენთ მის დამუშავებას და ამ პროცესს ცოტა შოუს ელემენტებიც ახლავს.
– როგორ ამოვიცნოთ კარგი თევზი და ზღვის პროდუქტები?
– თევზის ყიდვის პროცესში ბევრ ისეთ პროდუქტს შევხვდებით, რისი ცოდნა და გამოცდილებაც არ გაქვთ. რამდენიმე რჩევა, თუ როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ახალი და ძველი თევზი:
- ახალი და ცოცხალი თევზი შეხებისას უნდა იყოს მკვრივი თითის დაჭერის შემდეგ ხორცი აუცილებლად უნდა უბრუნდებოდეს საწყის პოზიციას, და არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი სუნი, კარგ თევზს სუნი არ აქვს, ამიტომ პირველ რიგში სუნით უნდა განვსაზღვროთ და შემდეგ უკვე ვიზუალური მახასიათებლებით. თვალები უნდა ჰქონდეს გამჭვირვალე, ხოლო ლაყუჩები წითელი (არის თევზის სახეობები, რომელსაც თავიდანვე განსხვავებული ფერის ლაყუჩები აქვს)
- შებოლილი თევზი უნდა იყოს პრიალა და არ იყოს გაუფერულებული
- მოლუსკები უნდა იყოს დახურული, ან იხურებოდეს მსუბუქად თითის დაჭრისას. ნაჭუჭი არ უნდა ჰქონდეს გაბზარული ან დამტვრეული.
- ვინ დაეხმარება თქვენთან მოსულ ისეთ მომხმარებლებს, რომლებმაც არ იციან კონკრეტულად რომელ პროდუქტზე გააკეთონ არჩევანი?
- მაღაზიაში გვყავს კვალიფიციური კონსულტანტები, რომლებიც გადამზადებულები და ძალიან გამოცდილები არიან ამ მიმართულებით. შესაბამისად, იციან თევზის ყველა სახეობის მახასიათებლები. ჩვენს პროდუქტთან დაკავშირებით ნებისმიერი რჩევის მიღება ჩვენი კონსულტანტებისგან სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ. თევზის შეძენისას, სურვილის შემთხვევაში ჩვენი პერსონალი დაგიმუშავებთ პროდუქტს, იმის მიხედვით, თუ როგორ აპირებთ მის მირთმევას. მაგ: შეუძლიათ დაგიმუშაონ ფილედ, სტეიკად, გრილზე შესაწვავად და ა.შ.
“Fish Market”-ის მთავარი ფილიალი ბელიაშვილის #27–ში მდებარეობს. კიდევ 3 ფილიალი ჰიპერმარკეტ "გუდვილშია" განთავსებული შემდეგ მისამართებზე: თავისუფლების მოედანი 2/4, ჭავჭავაძის გამზირი #34 და ფარნავაზ მეფის #1.