გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი დავა „რუსთავი 2-ის“ მფლობელებს შორის

„სტრასბურგმა თქვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, ადამიანის ფასი, ევროპის ფუნდამენტი, მართლმსაჯულება და თავისუფლება“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში - „ევროპული გაკვეთილი საქართველოს“.

ნიკოლაშვილის აზრით, სასამართლოს სამმა გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად მოიცვა „მედასავლეთეების“ მმართველობის ყველა ასპექტი - პოლიციური ტერორი, მაღალჩინოსნის მიერ წინასწარ განზრახვით განხორციელებული მკვლელობა, ადამიანის წამება, საკუთრების წართმევა.


„სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ შეეცვალა მფლობელი, რითაც დასრულდა მრავალწლიანი დავა მფლობელებს შორის. გადაწყვეტილება იმდენად ცალსახად იყო დაწერილი ერთმნიშვნელოვანი სარეზოლუციო ნაწილით, რომ აბსოლუტურად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ნებისმიერი მხარისთვის, როგორც „რუსთავი 2-სთვის“, ისე ნებისმიერისთვის. გადაწყვეტილებამ არ დატოვა სივრცე არანაირი ინტერპრეტაციისთვის, მაგრამ, ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ კონკრეტული დავის გადაწყვეტა. მის აღწერილობით მსჯელობაში გადმოცემულია ისეთი პასაჟები, რაც მთლიანად ამხელს და აშიშვლებს მოსარჩელე მხარის სრულ უტიფრობას. თუმცა ამაზე ქვემოთ. „რუსთავი 2-ის“ მფლობელებმა და მენეჯმენტმა გამოაცხადეს სრული კაპიტულაცია, ხოლო მისმა განადგურებულმა დირექტორმა უხალისოდ დაიწყო ბარგის ჩალაგება. ერთადერთი იმედი, რაც არხის ყოფილ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დარჩა, არის მრავალწლიან მედიაქილერობაში გამობრძმედილი ჟურნალისტური კორპუსი, რომელიც ჯერ ფარად აიფარა არხის დირექტორმა საკუთარი სკამის დასაცავად, შემდეგ კი დატოვა თავისი საქმის იდეურ გამგრძელებლებად და ჯარისკაცებად, რომლებიც უმალ უნდა მოკვდნენ ბრძოლის ველზე, ვიდრე დატოვონ ასპარეზი”, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.


აქვე იგი აქვეყნებს ამონარიდს პრესრელიზიდან, რომელშიც ვკითხულობთ:


„სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ „რუსთავი 2-ის“ მფლობელებმა სისტემატიურად წარადგინეს უსაფუძვლო მოთხოვნები სხვადასხვა მოსამართლის წინააღდეგ აცილებასთან დაკავშირებით იურისდიქციის სამივე დონეზე, რაც იყო მართლმსაჯულების ადმინისტრირების პარალიზების სავარაუდო მცდელობა, ხოლო „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა მედიაში გააკეთა უხეში და ღვარძლიანი თავდასხმები შიდა მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული იყვნენ მფლობელობის უფლების განხილვაში და ასევე ზოგადად სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. სასამართლომ ერთხმად უარყო, როგორც მიუღებელი დარჩენილი სარჩელები, რომლებიც „რუსთავი 2-ის“ მფლობელების მიერ იყო წარდგენილი, ისევე როგორც ყველა ის სარჩელები, რომლებიც „რუსთავი 2-ის“ მიერ იყო წარდგენილი, მათ შორის მათი ბრალდებები, რომ სასამართლო წარმოება იყო სახელმწიფოს მიერ მართული კამპანია, სატელევიზო არხის გასაჩუმებლად“, - წერს ანალიტიკოსი.


„აქამდე არხის იდეოლოგიური დაცვის გარანტიას წარმოადგენდა მისი სრულიად ფორმალური კუთვნილება ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენებისადმი. მას შემდეგ, რაც საკუთრება გადავიდა ადრეული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ხელში, ტელეკომპანიის დაცვის ხაზი აეგო ნარატივზე „შენარჩუნდეს ჟურნალისტური დამოუკიდებლობა და სარედაქციო პოლიტიკა“. ამ ლოზუნგის ქვეშ ირაზმება დღეს მედია, არასამთავრობო სექტორი და უცხოელ წარმომადგენელთა ნაწილი“, - აღნიშნავს გურამ ნიკოლაშვილი.


მისი თქმით, იმ ფონზე, როცა რუსი გავრილოვი მართლაც ჩაჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იხუვლა ანტისაოკუპაციო ღრიალმა, წლობით ნაგროვები მესიჯები კრისტალიზდა და ათასგზის გაღვივებული აგრესია რუსთაველზე გადმოინთხა, სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, ამ ყველაფრის ფონზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება სამ საქმეზე, „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ, გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ, ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ.


„ამ გადაწყვეტილებამ ამხილა რეჟიმი, ამ გადაწყვეტილებამ გააშიშვლა მათი სახე, ამ გადაწყვეტილებამ თქვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, ადამიანის ფასი, ევროპის ფუნდამენტი, მართლმსაჯულება და თავისუფლება. ძალადობრივი რეჟიმი ფიზიკურად დასრულდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როდესაც პოლიციელს წაერთვა ხელკეტი და ძალადობრივი რეჟიმი მენტალურად დასრულდა 2019 წლის 18 ივლისს, როდესაც ნიღაბი ჩამოეხსნა და ფარდააეხადა რეჟიმს, იდეოლოგიას და ნარატივს, რაც მჭიდროდ იყო შეფუთული დასავლურ ღირებულებებად სახელდებულ ვერცხლისფერ ქაღალდში”, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.


 


გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგებთან განიხილა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.