გურამ ნიკოლაშვილი: არასამთავრობო სექტორი „რუსთავი 2-ის“ დირექტორის მესიჯბოქსისა და ნარატივის გამხმოვანებელ მოლაპარაკე თავებად იქცა

„ეს განაჩენი არის არა მხოლოდ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ეს არის განაჩენი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგაც“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში.

ნიკოლაშვილი განსაკუთრებით საინტერესოდ მიიჩნევს არასამთავრობო სექტორის როლს, რომლებმაც მისი თქმით, კარგად უწყოდნენ „რუსთავი 2-ის“ ქარტეხილიანი თავგადასავლის შესახებ, იყვნენ თვითმხილველები ამ არხის მფლობელების ცვლისა და მედიის აღნიშნული ფლაგმანის პროპაგანდისა და რუპორად ქცევის ისტორიისა.


„2012 წლის 1-ელ ოქტომბრის მარცხის შემდეგ არხმა მყისიერად შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა, როგორც დამარცხებულმა მხარემ და მოირგო ნეიტრალური კრიტიკული ტელევიზიის ნიშა. არხის მესაკუთრის შესანარჩუნებლად ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო, ვინაიდან მალევე დაიწყო საუბარი არხის ლეგიტიმური მესაკუთრის გამორკვევის თაობაზე. არასამთავრობო სექტორს არხმა შესთავაზა სატყუარა იდეოლოგიური მესიჯის სახით - „ქვეყანაში მნიშვნელოვანია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, დასავლური ღირებულებების დამცველი მაუწყებლის არსებობა“. ეს იყო ის პარადიგმა, რომელიც ხალისით მოირგეს ცალკეულმა უფლებადამცველებმა და დაიწყეს ძალადობის მთავარი ინსტრუმენტის დაცვა”, - წერს ნიკოლაშვილი.


მისი თქმით, ნაცვლად ობიექტური მსაჯულობისა, ნაცვლად მეთვალყურე ძაღლის ფუნქციისა, ნაცვლად ნეიტრალური პოზიციისა, არასამთავრობო სექტორი გახდა მხარე ამ დავაში. ისინი გადალაგდნენ სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე, როგორიც იყო „ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის ბალანსის შენარჩუნება“, ზემოთხსენებული „თავისუფალი მედიის არსებობის დაცვა“ და გახდნენ მიკერძოებული, ღია ან ფარული მოკავშირეები ნაცმოძრაობის ახალი ნარატივისა, „არა რუსეთს, არა ოკუპაციას“, რომლის ეგიდითაც უნდა განხორციელებულიყო მათი დაბრუნება ხელისუფლებაში, მათი პოლიტიკური რევანში.


„ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უერთგულეს და გაყვნენ ნიკა გვარამიას მის პოზიციებში, საჯარო განცხადებებში, მის სარედაქციო პოლიტიკაში, მის ბრძოლაში რევანშისთვის, რისთვისაც იგი არ მოერიდა არც გინებას, არც სიძულვილს, არც სასამართლოზე თავდასხმას, არც შეურაცხყოფას, არც პიროვნებათა დამცირებას. ისინი თავისი, შედარებით დავარცხნილი რიტორიკით ზურგს უმაგრებდნენ რუსთავი ორს, მიუხედავად ცალკეული ჩასწორებებისა ცალკეულ გამონათქვამებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი კავშირი სასამართლო განხილვებისას“, - წერს ნიკოლაშვილი.


ამონარიდი პრესრელიზიდან:


„სასამართლომ ერთხმად უარყო, როგორც მიუღებელი, „რუსთავი 2-ის“ მიერ წარდგენილი ყველა სარჩელი მათ შორის მათი ბრალდებები, რომ სასამართლო წარმოება იყო სახელმწიფოს მიერ მართული კამპანია, სატელევიზო არხის გასაჩუმებლად. სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე მომუშავე მოსამართლეების მიმართ საჩივრებმა ფაქტებთან და სამართალთან დაკავშირებით სერიოზული საკითხები დააყენა, რაც არსებით შესწავლას საჭიროებს. სასამართლომ იურისდიქციის თითოეული დონე ცალ-ცალკე განიხილა და დაადგინა, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აკლდა არც დამოუკიდებლობა და არც მიუკერძოებლობა. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია იმის მტკიცება, რომ მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო მის შვილზე გავლენის მოხდენის მიზნით.


გარდა ამისა, სასამართლომ ვერ დაინახა რამე ისეთი, რომ მიეჩნია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან მეტისმეტი სიახლოვე, რომელიც იყო ერთ-ერთი მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს.


როგორც ჩანს ეს სექტორი ვერ ახერხებს ბოლომდე გაიაზროს სტრასბურგის გადაწყვეტილების მთელი სიღრმე და სიმძაფრე. როგორც ჩანს, ისინიც ჯერ ისევ შოკში არიან, არ უჯერებენ თვალებს, რასაც კითხულობენ შავით თეთრზე და ალბათ ისინიც ცდილობენ იპოვნონ რაიმე ისეთი ლოგიკური ახსნა, რაც არ გამორიცხავს აქამდე წლობით ნაშენებ მესიჯბოქსს არხის ქმედებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. მათ უნდა გააცნობიერონ ეს და გადახედონ საკუთარ ქმედებებს, საკუთარ რწმენას, საკუთარ საქციელს, როდესაც დაიჯერეს და გამიჯნეს რუსთავი 2 პოლიტიკური პარტიისგან”, - წერს ნიკოლაშვილი და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით რევიზიის ნიშნები არ ჩანს.


„მეტიც, ისინი მოქმედებენ ინერციით და კერძო არხის შენარჩუნებას ეხლა უკვე ე.წ. საზოგადოებრივი საბჭოს მეშვეობით ცდილობენ. და რას ინარჩუნებენ ამ საბჭოთი? სარედაქციო პოლიტიკას? რომელს? იმ სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც სიძულვილზე, დესტრუქციაზე, პოლიტიკურ რევანშიზმზე იყო აგებული და რომელიც მთლიანად გააცამტვერა სასამართლოს ვერდიქტმა? ნუთუ აღარ უნდა დარჩეს ზღვარი მათსა და რუსთავი 2-ის ზონდერ-ჟურნალისტებს შორის? სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „ზონდერი“-ს ნაცისტური შეფერილობა და შესაბამისად დაუშვებლობა მკვეთრადაა ხაზგასმული სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, - წერს ანალიტიკოსი.


ამონარიდი პრესრელიზიდან:


„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძე „ზონდერ-მისამართლედ“ (რომელსაც აქვს ნაცისტური კონოტაცია) და გამოიყენა ისეთი ფრაზები, როგორიცაა „მიწა დაიწვება მოსამართლის ქვეშ“, „გაუნათლებელი“, „კორუფციონერი“, „მარიონეტი“, „თემიდის ფსევდო მსახური“, „ნაჯახით აღჭურვილი“, „დაქირავებული“, „არამზადა.“ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს კრიტიკა სასამართლო დარბაზში გამოუთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ეს გააკეთა გავლენიანი მედიის, „რუსთავი 2“-ით და არც დაუმალავს მოსამართლის პროვოცირებისა და მისი აცილებისთვის პირობების ხელოვნურად შექმნის განზრახვა“.


 


"ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გენო პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქართველი სპორტსმენების ბოლო პერიოდის უნიკალურ მოღწევებზე ისაუბრა.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.