ქიბარ ხალვაში: უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციისა და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედიამენეჯერი

ბიზნესმენი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. 

"პირველი" ხალვაშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 


"რამდენიმე დღე გავიდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი  ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც ყველას დაანახა რომ სამართალი, შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება.


რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით,  მშვიდად და ცივილიზებულად ვცდილობთ განვაგრძოთ თანამშრომლობა.


18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად იყო, ემუშავა უკლებლივ ყველა თანამშრომელთან, ნიკა გვარამიას გარდა.


ასევე, მე ხაზგასმით ვთქვი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა დაცული.


სამწუხაროდ, ჩემს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნებული ტელეკომპანიის ეთერიდან ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრი რამ მოვისმინეთ ისეთი, რაც სწორედ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ეფუძნება. ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ევროპული სასამართლოს და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ და უნისონშია ჩემს მიერ გათავისუფლებული გენერალური დირექტორის განცხადებებთან. ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. ეს კი დიდი ალბათობით უარყოფითად აისახება არხის პოპულარობასა და რეიტინგზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდება.


მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ  მუშაობას და ჩემს მიერ დანიშნული დირექტორი, კონსულტანტებთან ერთად, პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში ეცნობა კომპანიაში ვითარებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ურთულესია.


ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი და უზრუნველვყოთ არხის გამართული მუშაობა.


ასეთ ვითარებაში, როდესაც, ერთის მხრივ,  კომპანიის დირექტორი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ხოლო, მეორეს მხრივ,  ეთერიდან გვესმის ჟურნალისტების აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, რომლებიც აცდენილია არხის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს, როდესაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხდება დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ვფიქრობ, რომ კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში.


მე დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი.


მე, ბუნებრივია,  საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას,  დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი. 


მიმაჩნია, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული  პრინციპებიდან, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე ცივილიზებული მედია. ესაა ჟურნალისტის პროფესიული თავისუფლების პირობებში მიღწეული მიუკერძოებლობა და გავ რცელებული ინფორმაციის სიზუსტე, რამაც სანდოობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდე ბულების მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა აუდიტორიას, დაიცვას ეთიკური სტანდარტი და არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარეს უნდა მიეცეს აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება.


ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები, დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებისთვის ახალი არაა და მჯერა, რომ ამ პრინციპების დაცვით შევძლებთ ერთობლივ მუშაობას. სწორედ ამ პრინციპების და სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ მედია-მენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას",- აღნიშნულია ხალვაშის განცხადებაში. 


მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.

გორის მერი: რუს ფორმიანებთან მივედი, დაველაპარაკე და ზურგი შემაქციეს

„რუს ფორმიანებთან მივედი, დაველაპარაკე რომ ეს არის უკანონობა რასაც ქართულ მიწაზე აკეთებენ, ზურგი შემაქციეს“,-ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.