"Agile Spirit 2019" საქართველო 27 ივლისიდან უმასპინძლებს

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების "Agile Spirit 2019" დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს.


"ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში," - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.


"Agile Spirit 2019"-ის კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.


პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.


მრავალეროვნულ სწავლებას "Agile Spirit 2019" საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.


"Agile Spirit 2019" სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.


გიგი უგულავას 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ირაკლი ჩიქოვანი: მიღწეულია შეთანხმება, რომ სუამ-ის ქვეყნებმა შექმნან ერთიანი ეკონომიკური ზონა

"მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება".

საბერძნეთი მზადაა ამერიკული სამხედრო ბაზის განსათავსებლად თუ მას თურქეთიდან გასვლა მოუწევს

საბერძნეთს შეუძლია ამერიკული სამხედრო ბაზები მის ტერიტორიაზე განათავსოს, თუ ისინი იძულებულნი გახდებიან დატოვონ თურქეთი. ამის შესახებ რუსული მედია ბერძენ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსთავში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა - არის მსხვერპლი

რუსთავში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა, რომელთაგან ერთი დაიღუპა მეორე კი დაშავდა.

აშშ-ს საელჩო: ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ზოგიერთ მოსამართლეს არ აქვს საუკეთესო კვალიფიკაცია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების შესახებ პოზიცია დააფიქსირა. უწყებამ განცხადება სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

მამუკა მდინარაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე მოგვიწია წასვლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რომელიც იმ კრიტერიუმების განსაზღვრას შეეხებოდა, რომლითაც უკვე არჩეული 14 მოსამართლის შეირჩევა მოხდა.

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.

პროკურატურა გიგი უგულავასთვის გირაოს შეფარდებასა და პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს

პროკურატურა "ვროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

გიორგი გახარია: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კოფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას

"ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას".

თსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო წელი დაიწყო

თსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეხვდა და ახალ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე ესაუბრა.

გიორგი მიქაუტაძე: არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლოში

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული უვადო მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში კლანი არ არსებობს. 

მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა, როდესაც კომიტეტის სხდომის შესვენებისას, მანდატურის სამსახურმა ერთ-ერთი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა.

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს პლენარულ სხდომაზე უვადო მოსამართლეებად აირჩიეს, ფიცი დადეს.

"დარჩენილ დროს გამოსავლის გზებზე ფიქრს მოვახმარ" - ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადის. მან შესაბამისი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ მიიღო.

ლევან გოგიჩაიშვილი: "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" პოლიტიკური ველიდან ნელ-ნელა უნდა გავიტანოთ

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გამართული კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სამარცხვინო მოვლენაა.

ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები.

ზუგდიდში გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

კობახიძე უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ

"მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ", - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგებს, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი დაამტკიცეს.

ლარი 2.35 თეთრით გამყარდა

12 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც  დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.35 თეთრი შეადგინა.
 

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა.