მინისტრი: მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გვჭირდება იმისთვის, რომ ბიუჯეტი დავგეგმოთ მათი საჭიროებების გათვალისწინებით

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმერეთის რეგიონის მაღალმთიანი სოფლების ნოღასა და გორდის მოსახლეობას შეხვდა დას მათ პრობლემებს გაეცნო.

მინისტრის თქმით, შეხვედრების დროს მოსახლეობასთან მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე საუბრობენ. 


"აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონებსა და სოფლებში. შეხვედრების დროს მოსახლეობასთან ვსაუბრობთ მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს და გვჭირდება ამ ინფორმაციის მოსმენა იმისთვის, რომ შესაბამისად დავგეგმოთ შეემდეგი წლის ბიუჯეტი, შესაბამისად დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ და მეტიც, შესაბამისად დავგეგოთ მთელი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და ის პროგრამები, ის პროექტები, რომლებსაც არამხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არამედ მთელი მთავრობა ვახორციელებთ," - განაცხადა ცქიტიშვილმა.


მაია ცქიტიშვილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია დიალოგის უმთავრესი მიზანია, ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.


"ახლა სოფელ ნოღაში ვიმყოფებით და ამ სოფელზე გადის ძიძილეთი-გორდი-ნოღას გზა. ეს არის ახალი გზა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ იმერეთში ტურისტურლი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ გზის მეშვეობით ოკაცეს კანიონთან და გორდის თემთან დაკავშირება ბევრად უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, უშუალოდ ამ სოფლებზე გაივლის ის ტურისტული გზა, რომელიც მისცემს სოფლის მაცხოვრებლებს საშაუალებას მოიზიდონ მეტი ტურისტი და ჩაებან ტურისტულ საქმიანობაში - გახსნან საოჯახო სასტუმროები ან სოფლი მეურნეობის პროდუქციით მოემსახურონ ტურისტს და ამით მიიღონ შემოსავალი," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.  


მინისტრმა დადებითად შეაფასა შეხვედრა მოსახლოებასთან. აღნიშნა, რომ ისაუბრეს როგორც სოფლის მეურნეობის პროექტებზე, ისე ტურიზმის ხელშეწყობისთვის საჭირო საოჯახო სასტუმროების საგრანტო კომპონენტებზე და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზე. 


სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.


ვიცე-პრემიერმა ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის მშენებლობის სამუშაოებიც დაათვალიერა. გზის მშენებლობაზე დასაქმებულია სოფელ ნოღასა და გორდის მოსახლეობა. სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა ნაცვლად 60 კმ-ისა, 9 კმ იქნება.


როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან კიდევ უფრო აქტიური გახდება  და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.


 


Samsung Galaxy S20-ის პრეზენტაცია საქართველოში!

11 თებერვალს მოლოდინი დასრულდა და სამსუნგ გალაქსის ახალი S20 სერიის ფლაგმანი მოდელები ოფიციალურად წარდგა მსოფლიო მომხმარებლის წინაშე.

ამირან გამყრელიძე: გადაკოცნას მოერიდეთ, ერთმანეთს ხელის აწევით მიესალმეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოსახლოებას მიმართავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ ჰიგიენის წესები დაიცვან.

ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი პოლიტიკოსი დაავადდა

ირანში კორონავირუსით ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი მოჯტაბა ზულნური დაავადდა.

საქართველოში იტალიიდან 150 მგზავრი შემოვიდა 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან მორიგი რეისი შესრულდა.

გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება

"ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება", -განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში.

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!

იცით თუ არა, რომ საქართველოში ყოველდღიურად ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც იცვლება სულ ცოტათი უკეთესობისკენ და მინიმუმ ერთი ადამიანი ბრუნდება შინ ბედნიერი?!

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან კაცი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან ადგილობრივი მაცხოვრებელი გაიტაცეს.

განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

27-28 თებერვალს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

"საქართველოს რკინიგზა" 27 თებერვლის 10:00 საათიდან 28 თებერვლის 20:00 საათამდე,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 293-კმ-ში, სენაკი-ქვალონის სარკინიგზო გადასარბენის კმ5 პკ2-ში მდებარე ე.წ. "თეკლათის" დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე  ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის  სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას გეგმავს.

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. 

 
გიორგი ვაშაძე საარჩევნო სისტემაზე: "ქართული ოცნება" 110/40-ზე გვთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართა. ეს არის 110/40-ზე. 

ტრამპი კორონავირუსზე: დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად

"დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად, აუცილებელი არ არის ხელი სტაცოთ ყველა მოაჯირს", - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

დღეიდან მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს.

მეტროში ქალი გარდაიცვალა

თბილისში მეტროსადგურ "ისანში" შუახნის ქალი გარდაიცვალა.

გიგი წერეთელი კორონავირუსზე: ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არის. 

თბილისის მერიამ "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა

თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა. 

 
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება

საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის მიმოსვლა, გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება.

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: 81% სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება 

"შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, შესაძლებელია კიდევ იყოს, მაგრამ პრევენცია უნდა მოვახდინოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

 

პატიმართა წამებაში ბრალდებული ციხიდან გაათავისუფლეს

პატიმართა წამებაში ბრალდებულმა ჯონი ივანიშვილმა მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.