გიორგი ცუცქირიძე: ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბურობით

საბანკო-საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გახსნის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს. 

როგორც ექსპერტი წერს, ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავისი მაშტაბურობით. მისივე თქმით, მსგავს ფაქტებზე მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან დროულ რეაგირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ტიპის დანაშაულის გაზრდილი მასშტაბები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ნეგატიურად მოქმედებს.


,,ქვეყანაში საგადასახადო დისციპლინის და შესაბამიასად, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და დროულ აღკვეთას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველ ასეთ ფაქტზე მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან დროულ რეაგირებას, რადგან ამ ტიპის დანაშაულის გაზრდილი მასშტაბები პირველ რიგში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოქმედებს ნეგატიურად.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. ამ ოპერაციის მაშტაბურობაზე ისიც მიუთითებს, რომ მარტო უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.


ნიშანდობლივია, რომ თავად ამ დანაშაულებრივი სინდიკატის მასშტაბიც. უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს და ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.


ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, მით უმეტეს როდესაც საქმე ამ სახის მასშტაბური დანაშაულის გამოვლენას ეხება, იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი ერთის მხრივ, ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე და მეორეს მხრივ, არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების, მათ შორის პენსიონერების ჯიბიდან ამოცლილი თანხა. ამასთან, აჩვენებს თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რამდენად არიან ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ სქემებში ჩართულნი საჯარო მოხელეები, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის კორუფციის ინდექსზე, მისი შემცირების მიმართულებით. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში უმჯობესდებოდა "კორუფციის აღქმის ინდექსი“, ხოლო 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად რჩება, ხოლო 180 ქვეყანას შორის 41 ადგილზეა 58 ქულით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 5-ი საფეხურით არის დაწინაურებული, 2012 წელთან შედარებით კი მთელი ათი საფეხურით, რასაც თუნდაც ამ ანტიკორუფციული ღონისძიების მასშტაბიც ადასტურებს.


ჩრდილოვანი ეკონომიკის მეტასტაზების შემცირებას, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და დროულ გამოვლენას ქვეყანაში საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხითაც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება და კორუფციის ინდექსიც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორია", - წერს გიორგი ცუცქირიძე ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა.


რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.

"მცირე სასტუმროების დასახმარებელი პროგრამა, ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე სასტუმროების დასახმარებლად გამოვაცხადეთ თანადაფინასების პროგრამა, რაც ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

თბილისის მერი მინსკში ფესტივალ - "თბილისობა 2019-ს" გახსნის 

თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის "თბილისობა 2019" გახსნის ცერემონიაში.

პრეზიდენტის სასახლეში 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება. 

ფორსაჟის გადაღების გამო 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რესპუბლიკის მოედნიდან "თავისუფლების მოედნამდე" მოძრაობა შეიზღუდება

27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მოძრაობა შეიზღუდება.

დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ნიკა ქაცარიძე: გუბაზ სანიკიძეზე მაქვს აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო, ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა

„ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფერს ვსწავლობთ“, - ამბობს მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ის ქვეყანაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ყოველთვის ეხმაურება და არც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერიდება.

ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია

ზემო ნაფეტვრებში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.

ნაფეტვრებში ხანაძარია - ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

ზემო ნაფეტვრებში ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ამ დროისთვის 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.

ტერაქტი ისრაელში. არის მსხვერპლი

ისრაელში დასახლება დოლევთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა, მისი ძმა და მამა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.