ირაკლი მეზურნიშვილი: ყველამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი, ვინც ამ კრიმინალურ სქემაში იყო ჩართული

„კანონის წინაშე ნებისმიერი ადამიანი თანასწორია“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გახსნის კომენტირებისას.

მისი თქმით, მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის ძალიან ხისტი იქნება:


„მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის იქნება ძალიან ხისტი, რადგან კორუფცია და ფინანსური მაქინაციები არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება და მტერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს უნდა იყოს, ასევე, ნათელი გზავნილი მომავალში, რომ რეფორმა არის წარმატებული და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი და მექანიზმი, რომ გამოვავლინოთ ასეთი ტიპის დანაშაული” - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.


უმრავლესობის წევრის თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული დღგ-ს დაბრუნების რეფორმა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის:


„ამ რეფორმამ ბიზნესი უფრო მოქნილი გახადა, ბიზნესს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გააფართოვოს თავისი არეალი. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული კრიმინალები ცდილობენ გვერდი აუარონ რეფორმას და სახელმწიფოს ზარალი მიაყენონ. ხელისუფლებამ გამოავლინა კრიმინალური სქემა და 100 მილიონიანი ზარალის პრევენცია მოხდა. ამის მიუხედავად ბიუჯეტს მაინც მიადგა 80 მილიონიანი ზარალი, რაც ძალიან დიდი დანაშაულია” - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.


დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა. გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.


"შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე დავიფიცო, რომ ვარ პირნათელი - მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში"

"შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე დავიფიცო, რომ ვარ პირნათელი - მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში" - ამის შესახებ პროკურატურიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

შიდა ქართლის ტყეში გაჩენილ ხანძარს 2 ვეტმფრენი, 10 სახანძრო და 170 მეხანძრე-მაშველი ებრძვის

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა რეალობად იქცა და ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

2019 წლის 20 აგვისტოს, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი  დავით ფერაძე, ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი  ქვეყნებისა  და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ვაკეში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას N8-ში და ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი განახლდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N5 და N6 კორპუსებთან მდებარე სკვერი რეაბილიტირდა.

ფეისბუკმომხმარებელი მიხეილ სააკაშვილს: რომელ სანდოობაზეა საუბარი?..

„რომელ სანდოობაზეა საუბარი?..“ - ფეისბუკმომხმარებელი ავთანდილ კემულარია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. 

როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - POSTV ანალიტიკა

როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, - ამ კითხვას ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია პასუხობს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა  

რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, დაინეტერესბული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინანდადებები გაიხსნა.

23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10  საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

ქეთევან ციხელაშვილი: საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო გამოხმაურებებია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებს მკაფიო მხარდაჭერად აფასებს.

"ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის ანგარიშს პასუხობს

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. 

დაურ კოვე: საუბარი, რომ აიბღა რუსეთის შემადგენლობაშია, დეზინფორმაციაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ საუბარი იმაზე, რომ აიბღა დღეს რუსეთის შემადგენლობაშია - დეზინფორმაციაა.

ქიბარ ხალვაშსს იმედი აქვს, ჟურნალისტები აზრს შეიცვლიან და არხს დაუბრუნდებიან

"რუსთავი2"-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.

ლარი მცირედით გამყარდა

22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9336 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.
 

ქიბარ ხალვაში : ყველაფერს გავაკეთებ რუსთავი2-ის გადასარჩენად

"რუსთავი2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მასწავლებლობის მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის  ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს

ნუკრი ქანთარია: ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს

„ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და ზაზა თ. დააკავეს.

გორში ტყეს ცეცხლი უკიდია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი „112“-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელს საყავრეს ტყეში ხანძარია.