ნათია თურნავა: ბაკურიანში 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება, რაც დაახლოებით 20 კმ-მდე ახალ სასრიალო ტრასებს ნიშნავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაკურიანში, სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

 


„მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ,  არის აღიარება იმ უდიდესიპოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენს ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორემხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი,მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - აღნიშნა თურნავამ.


მშენებლობის დაწყების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფსა“და საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის გაფორმდა.


მინისტრის განცხადებით, ბაკურიანში მიმდინარეობს აქტიური სამზადისი 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისჩასატარებლად.


„საქართველოს მთავრობის მიერ უახლოეს წლებში განხორციელდა  მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, განახლდაკოხტა-მიტარბის ინფრასტრუქტურა,   საქართველოში პირველად დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების აგრეგატებიდიდველზე, ბევრი სხვა რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო დიდი და ამბიციური გეგმები, მათ შორის დღევანდელი პროექტიც, როცა საფუძველი ეყრება ახალ განვითარებას დიდველზე -  საერთაშორისო დონისა და სტანდარტების შესაბამისად, კომპანია „დოპელმაიერის“ მიერ აშენდება 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო, რაც ნიშნავსდაახლოებით 20 კილომეტრამდე ახალ სასრიალო-სათხილამურო ტრასებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ბაკურიანში ახალი საბაგიროების მშენებლობაზე ხელშეკრულება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფსა“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარებისკომპანიას“ შორის გაფორმდა. საბაგიროების მშენებლობა,  თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდველისა და კოხტაგორის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.


საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. 


ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა,მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის,ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და მოწვეული სტუმრები.


გია ვოლსკი: პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა

"პოლიტიკურ თამაშს ჰგავს განცხადებები, რომ თურმე ვიღაც ინვესტორები წავიდნენ, რომ ხაზარაძე გააკეთებს შეხვედრებს, ოღონდ გვარებს არ დაასახელებს ვისთან, ეს სპეკულაციაა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

გია ვოლსკი: თუ ცქიტიშვილის სიტყვებს მოვიგონებთ ხაჭაპურსაც უკეთესად გამოაცხობს და ამ კონსორციუმის გასაკეთებელ საქმესაც უკეთესად გააკეთებდა

"ტვ პირველის" ეთერში "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ ანაკლიის კონსორციუმის თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ლაშა ნაცვლიშვილი: დღეს ეს კრიმინალები ითხოვენ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც მათ გამოსტაცა და ხალხს დაუბრუნა მიტაცებული ქვეყანა

„დღეს ეს კრიმინალები ითხოვენ იმ ადამიანის გასამართლებას, რომელმაც მათ გამოსტაცა და ხალხს დაუბრუნა მიტაცებული ქვეყანა, ხოლო თავისი ქონება ამ ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ ეთერში.

 

არჩილ მესტვირიშვილი: დოკუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ მისი წარმოდგენა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პასუხობს.

ლაშა ნაცვლიშვილი: გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი

„გიგა ბოკერია მოუსყიდველის რიტორიკით რომ გველაპარაკება, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

"აჭარის ტელევიზიის" მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსმრჩეველთა საბჭოს 4 ვაკანტურ თანამდებობაზე, ამ დროისთვის 13 კანდიდატი აგრძელებს ბრძოლას.

ლაშა ნაცვლიშვილი: ასეთი გამოწვევების დროს ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება ყველაზე რთულია და „ქართული ოცნება“ ამას ახერხებს

„ასეთი გამოწვევების დროს ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება ყველაზე რთულია და ქართული ოცნება ამას ახერხებს“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

რუსთავში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

რუსთავში, მოტოციკლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

 
ლაშა ნაცვლიშვილი: მამუკა ხაზარაძემ, უკვე მერამდენედ, მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა

„მამუკა ხაზარაძემ, უკვე მერამდენედ, მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა“, -  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ხაზარაძე: ჩემთვის პროკურატურა არაკომპეტენტურია, სასამართლოში გავაგრძელებთ კომენტარების გაკეთებას

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, გენერალური პროკურატურა მისთვის არაკომპეტენტურია. ასე გამოეხმაურა "ლელოს" დამფუძნებელი, გენერალური პროკურატურის მიერ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

ლაშა ნაცვლიშვილი: ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი - მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე „ზრუნვაში“ ამოსდით სული

„ნიკა გვარამია და ზაზა ოქუაშვილი - მსხვერპლი და ჯალათი, ხალხისთვის მოპარული 80 მილიონით გვიტევენ, მედიის შეზღუდვაში გვდებენ ბრალს და ხალხზე „ზრუნვაში“ ამოსდით სული“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს იანგ ტაე კიმს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქმიანი ვიზიტით პირველად იმყოფება.

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თბილისში საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მერვე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა მინისტრის მოადგილეების დონეზე.

Independent-ის ჟურნალისტმა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

რატომ არის საქართველო ექსტრემის მოყვარულთათვის  საუკეთესო სათხილამურო მიმართულება ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა Independent საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნისთვის გაერო 2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორცილებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე: ტყუილია, თითქოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა

ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავრობა ტყუის, როცა ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა.

ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "პირველს" უხელმძღვანელებს

დღეიდან, ტელეკომპანია "პირველსინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი წერს.

პროკურატურა: ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს. 

თსუ-ში პირველსემესტრელ დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

17ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პირველსემესტრელ დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.

ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი: მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს

„მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურებს ამართლებს“, - ნათქვამია ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში.

ფილმის "უნიკალური ქართული გემო" ჩვენება გაიმართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, "მსოფლიო სურსათის დღე“ აღნიშნეს.