ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალებების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ა.-მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 0,064 გრ. და 0,206 გრ. „ჰეროინი“, საიდანაც ნაწილი 2018 წლის 9 ივლისს 100 ლარად, ხოლო 12 ივლისს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა გ.კ.-ზე.


სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 ნაწილებით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ -ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

"ჩემთვის დიდი პატივია ამ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა. ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ხდება საქართველოში, ვინაიდან, აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოს თანამედროვე ისტორიას და დაინტერესებული ვარ იმ რეფორმებით, რაც ამ ქვეყანაში ხორციელდება",- განაცხადა  ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორმა, პოლონელმა ეკონომისტმა, სახელმწიფო მოღვაწემ და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა. 

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები მუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკერები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა.

ირაკლი სესიაშვილი: ქვეყანა გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას, რომ ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო დაჩქარდეს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემის გარეკანზე ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო იქნება დატანილი

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ნაშრომებისა და კვლევების გამოქვეყნების საშუალება ეძლევათ", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

ვოლსკი: ნატოს წევრობის გარდა, საქართველოს უსაფრთხოების სხვა გარანტია არ გააჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

პროკურორი: სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ კალანდიას მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად

„სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ კალანდიას მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

დევნილთა მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

 

თენგიზ კალანდია: ჩემი შვილის დაპატიმრებაში ვისაც წვლილი მიუძღვის, ჯოჯოხეთში გავიყოლებ

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია მის შვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.

მიხეილ კალანდიას ძმა: ეჭიდაონ სტრასბურგს, საქართველოში სამართალი არ არსებობს

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი ძმის ლუკა კალანდიას განცხადებით ისინი საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კორონავირუსი - არსებობს თუ არა პანდემიის საფრთხე

გასულ კვირას, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთში დღემდე 77 000 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 2 600 გარდაიცვალა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

საქართველოს ეროვნული ლატარია „დინამო სოხუმის“ პარტნიორი გახდა

ხელი მოეწერა საქართველოს ეროვნულ ლატარიასა და „დინამო სოხუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც კომპანია კლუბის მიმართ ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულებას იღებს.

თინათინ ნიბლოშვილი: საკრებულო საბჭოთა ოკუპაციის თემებთან დაკავშირებით, ინტენსიურად მუშაობს

თბილისის საკრებულო სახელდების  და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი "ევროპული საქართველოს"  წევრების მოთხოვნას თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ფრანგული ჯავშნოსანი ესკადრის "ვალდეკ რუსოს" სახელის მინიჭებას გამოეხმაურა.

მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ განაცხადა.

ჯალილ მამედყულიზადეს თბილისური სატირა

საქართველოში გამომავალი ცნობილი გამოცემის „მოლა ნასრედინის“ დამაარსებელსა და რედაქტორს, ჯალილ მამედყულიზადეს 22 თებერვალს 151 წელი შეუსრულდა.