გიორგი პაპუაშვილმა როლანდ ბლადაძეს სადავო სახლი დაუბრუნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილსა და მოქალაქე როლანდ ბლადაძეს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, როლანდ ბლადაძემ ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი საცხოვრებელი სახლი დაიბრუნა.

როლანდ ბლადაძე დღეს ქონებაჩამორთმეული აღარ არის. როლანდ ბლადაძე, დღეს ჩამორთმეული სახლის ერთადერთი და ნამდვილი მესაკუთრეა. აღნიშნულის შესახებ საჯარო განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველმა, არჩილ კაიკაციშვილმა ქ. ბათუმში, როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებთან ერთად, დაბრუნებულ სახლთან გააკეთა.


არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილება არის ღირსეული, ქმნის მორალურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც სრულდება მძიმე ისტორია და იქმნება ახალი ურთიერთობები.


„გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილება სწორი სამოქალაქო პოზიციაა - სასამართლოს მიერ დავის განხილვის დასრულების შემდეგაც და მის მიუხედავად, მხარეებმა შეძლეს საკუთარი პოზიციების და მოსაზრებების დაახლოება, საკითხის გადაწყვეტა, რაც თითოეული მხარის ინტერესს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენი სურვილია განიმარტოს საკითხიც, რათა არ დარჩეს არავითარი ბუნდოვანება - ბუნებრივია, ჩვენ საქმის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო დავის მიმდინარეობისას, ვერ ავცდით გიორგი პაპუაშვილის კრიტიკას. ყველა კომენტარი, რომელიც გაკეთდა, ემსახურებოდა მხოლოდ სასამართლო დავაში მხარის ინტერესების დაცვას და მიზნად არ ისახავდა გიორგი პაპუაშვილის რეპუტაციის შელახვას. შესაბამისად, თუკი რომელიმე განცხადებით შეიბღალა გიორგი პაპუაშვილის საქმიანი რეპუტაცია, გამოვთქვამთ წუხილს, რაც არ ყოფილა მიზანმიმართული ქმედება, რაც მეტწილად განაპირობა საქმის ისტორიამ, მაღალმა საჯარო ინტერესმა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქმის ირგვლივ მხარდაჭერისთვის საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, ჟურნალისტურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დავის მონაწილე მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და თავად როლანდ ბლადაძეს პროფესიული ნდობისთვის.


საქართველოს უზენაესი სასამართლოში, სახელმწიფოსთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და 2007-2016 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე, დავა სამმხრივი მორიგების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისს დასრულდა, რასაც საკასაციო სასამართლომ უწოდა ისტორიული შეთანხმება და ფაქტი (მოსამართლეები: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე მოსამართლე), ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე).


საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15 მარტის განჩინება (მოსამართლეები: მერაბ ლომიძე (თავმჯდომარე), თეა ძიმისატარაშვილი, ამირან ძაბუნიძე) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლოს ახალი განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აიღო ვალდებულება, სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, მოემზადებინა და საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარედგინა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 262.39 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქ. N72-ში, მე-3 სექცია, მე-12 სართული, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცემოდა როლანდ ბლადაძეს. სახელმწიფომ ყველა ვალდებულება მოქალაქის წინაშე პირნათლად შეასრულა - 2018 წლის 3 დეკემბერს, როლანდ ბლადაძე გახდა ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე.


მხარეებმა საქართველოს უზენაესს სასამართლოში დამდგარი შედეგების გათვალისწინებით, გააგრძელეს მოლაპარაკების პროცესი, დაახლოეს საერთო ინტერესები, რომლის შედეგადაც, გიორგი პაპუაშვილმა როლანდ ბლადაძეს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დაუთმო ბათუმის საცხოვრებელი ფართი.


საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეზე სხდომები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქმე პრეცედენტული დავის სტატუსით, დასაშვებად ცნო. საქმიდან 2017 წლის 20 ივნისსა და 8 სექტემბერს თვითაცილება განაცხადეს მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა სილაგაძემ. მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმიდან აცილებულ იქნა განმხილველი პალატა მოსამართლეების: გიორგი გოგიაშვილის, ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის შემადგენლობით. როლანდ ბლადაძის საქმე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, 2004-2018 წლებში, სულ 42 მოსამართლემ განიხილა.


2014 წლიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საქმეზე ადვოკატირების პროცესი „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაიწყეს. როლანდ ბლადაძის ინტერესების დაცვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა შეძლო, რომელმაც საქმეს უწოდა - სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ.


ბრტიტანეთში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, საბერძნეთში-დავით დონდუა, გერმანიაში- ლევან იზორია დაინიშნა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში- დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა.

გიორგი ვოლსკი ვანო მერაბიშვილზე: მთელმა მსოფლიომ იცის, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და შემაძრწუნებელი იყო

„ძალიან სერიოზული ლუსტრაცია მოხდა. გიგა ბოკერიამ გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც საკმაოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს. მან გამოაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი. ამ დროს მთელმა მსოფლიომ იცის, სტრასბურგიდან დაწყებული და დამთავრებული საქართველოს ნებისმიერი პატარა სოფლით, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო და იმდენად შემაძრწუნებელი, რომ მეხსიერებიდან არავის ამოსდის“, - განაცხადა TV პირველის ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანაზე: შემომთავაზეს მეთქვა, რომ მოხდა ჟვანიას მკვლელობა და მემხილებინა სააკაშვილი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მის ციხიდან გაყვანას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა.  

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ვანო მერაბიშვილი: შეუძლებლად მიმაჩნია ჩემი დანიშვნა რომელიმე მინისტრის პოსტზე

"ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, მინისტრად ვერ იმუშავებს", -ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მის მიერ სამთავრობო უწყებებში მაღალი თანამდებობის შესაძლო დაკავების შესახებ. 

ნათია თურნავა: მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობასა და ახალ ტექნოლოგიებს

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“.

კახა ლაკაძე: ლაშა ტალახაძე მომავალი თაობისთვის შრომის, თავდადებისა და წარმატების მაგალითია

თბილისი მერი კახა კალაძე სპორტსმენ ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად მესამედ აღიარებას ულოცავს.

ნინო ცავიაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. 

ქალაქ ლაგოსთან მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს, რა დროსაც ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. 

„შემოქმდებითი ევროპის“ მხარდაჭერით საქართველოში კინოსაგანმანათლებლო ონლაინ აპლიკაცია იარსებებს

მრავალფუნქციურ სივრცეში „ტერმინალი“ ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას წარუდგენს კინოსაგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმას, რომელი ცევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს

„მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით“.

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

„2019 წელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური გუნდი აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც წარმოუდგენელია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის გარეშე".

„ფრესკომ“ შრომითი უფლებების დარღვევის უარყოფაზე სასამართლო დავა წააგო

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია „ფრესკოს“ სარჩელი Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით.

ახალგაზრდა აქტივისტები ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აქციას მართავენ

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. 

ქუთაისში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა

ქუთაისის სპორტის სასახლეში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა.

აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან „შუა დერეფნის“ გაციფროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან.

ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიოს მხრიდან ვხედავთ

"კიბერშეტევა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა".

რუსეთის საგარეო უწყება კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ოფიციალური მოსკოვი კიბერშეტავასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს.

ავსტრალია საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს

ავსტრალიის მთავრობა უერთდება საერთაშორისო პარტნიორებს და გმობს საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ განხორციელბულ კიბერშეტევას.

გიორგი ვოლსკი: ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი

„ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი“ ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

გიორგი გახარია რუსულ კიბერშეტევაზე: ეს შეუწყნარებელი აქტი ჩვენი სუვერენიტეტითვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად

"საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას".