კანი ჩვენი ორგანიზმის ეკრანია - უვნებელი ხალი შეიძლება მელანომა აღმოჩნდეს

კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეები ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიებია.

კანის საფარზე არსებული წარმონაქმნები, მათი კონფიგურაციის, ზომისა და ფერის მიხედვით, სხვადასხვა დაავადებაზე მიუთითებენ, რომელთა გარჩევა და ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ პროფესიონალ ექიმს შეუძლია.


საქართველოში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში, უკვე მრავალი წელია, ამ ტიპის სიმსივნეებს წარმატებულად მკურნალობენ. 


როგორ ვლინდება აღნიშნული დაავადებები და რა ეტაპზე აქვს მკურნალობას ყველაზე კარგი შედეგი? – ამ თემებზე თოდუას კლინიკის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვალსახსროვანი პათოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, ონკოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სანდრო ჩირინაშვილი გვესაუბრება.


– რა როლი აქვს კანს ორგანიზმის ფუნქციონირებაში? 


– კანის საფარი ორგანიზმის ერთგვარი ეკრანია, რომელზეც ორგანიზმში მიმდინარე  სხვადასხვა დაავადების პათოლოგიური პროცესი  შეიძლება აისახოს. ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანი დიფერენციაციას ვერ გააკეთებს – საქმე კანის პათოლოგიას ეხება თუ ეს რომელიმე სხვა დაავადების მეორადი გამოვლინებაა. მას არ შეუძლია განსაზღვროს, რისგან არის გამოწვეული კანის ცვლილება –  კანის დაავადებისაგან თუ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლისგან, ღვიძლისგან თუ სხვა ორგანოსგან, ალერგიული მოვლენებისაგან, ენდოკრინოლოგიური პრობლემებისაგან  და ა. შ.


ამისთვის სპეციალისტთან კონსულტაცია და კვალიფიციური დიაგნოსტიკაა საჭირო.


უნდა ითქვას, რომ  საქართველოში გავრცელების სიხშირით კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეები გამოირჩევა, ხოლო ძვალ-სახსროვანი სისტემის ავთვისებიანი სიმსივნის ( ოსტეოგენური სარკომა, სინოვიალური სარკომა და ა.შ)  სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს წლის განმავლობაში.


– რამდენად საშიშია კანის სიმსივნეები?


– კანის კიბო არის უჯრედების არასწორი განვითარების შედეგი, ანუ ის იწყება მაშინ, როცა უჯრედები გადაგვარებას განიცდის. არსებობს კანის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები და  მათ შორის არის, აგრეთვე, გარდამავალი ფორმებიც. 


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანის ავთვისებიანი კიბოს ტიპები. ესენია: ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კიბო.  სხვადასხვა პროგნოზითა და მიმდინარეობით.


კანის ბრტყელუჯრედოვან სიმსივნეს ახასიათებს მეტასტაზირება ჯერ ახლომდებარე რეგიონულ ლიმფურ კვანძებში და თუ სათანადო ზომები დროულად არ იქნა მიღებული, შეიძლება, მეტასტაზებმა შორეულ ორგანოებამდეც მიაღწიოს.  დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე ამ დაავადების შედეგი უმეტესად მძიმეა, რადგან გვიან სტადიაზე მყოფი ბრტყელუჯრედოვანი კიბოს შემთხვევა შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელი გახდეს (ეს ეხება დაავადების მე-3 მე-4 სტადიას ).


რაც შეეხება ბაზალურუჯრედოვან კიბოს, ის არ მეტასტაზირებს, ამიტომ შედარებით ნაკლებად აგრესიულია. ის ადგილობრივად იწვევს კანის დესტრუქციას. თუმცა, შორსწასული პროცესის შედეგად ვიღებთ სიცოცხლის ხარისხის მნიშვნელოვნად გამაუარესებელ დაზიანებებს, რაც შესაძლოა, ორგანოს დაკარგვამდეც მივიდეს (ლოკალიზაციის გათვალისწინებით).


კანის კიბოს ყველაზე აგრესიული მიმდინარეობით გამოირჩევა  მელანომა, რომელიც ცალკე დაავადებაა და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს.


– რა შემთხვევაში, რა გარეგნული სიმპტომებით უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმს?


– თუ კანზე  არსებული პიგმენტური წარმონაქმნი არის ასიმეტრიული კონფიგურაციის, ეს უკვე ერთ-ერთი სიმპტომია, რომ რაღაც ხდება. მეორე ნიშანია ფერის შეცვლა სიმუქისაკენ და განსაკუთრებით პიგმენტის პერიფერიული განლაგება, ასევე, ზომაში ზრდა. ამ გამოვლინებების გაჩენას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომელიც პაციენტისათვის შესამჩნევია. რაც უფრო ადრე მიმართავს პაციენტი ექიმს, მით უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა. ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, სტატისტიკურად, პაციენტების უმეტესი ნაწილი გვიან მოგვმართავს, რაც სტატისტიკის განხილვისას ჩვენი ევროპელი კოლეგების შეშფოთების მიზეზი ხშირად ხდება. მიუხედავად ამისა, ჩემი მიზანია ყველაზე მძიმე პაციენტსაც კი მივცე გამოჯანმრთელების იმედი მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შეთავაზებით.


– რა იწვევს მელანომას და როგორი განვითარება ახასიათებს ამ დაავადებას?


– მელანომა არის კანის კიბოს ყველაზე ვერაგი ფორმა, რომელიც თანდაყოლილი ან შეძენილი ხალის გაავთვისებიანებას გულისხმობს. მას ახასიათებს მეტასტაზირება როგორც ლიმფოგენური, ისე ჰემატოგენური გზით. ანუ მისი მეტასტაზები შესაძლოა გავრცელდეს ლიმფურ კვანძებში და ამავე დროს მოიცვას სხვადასხვა ორგანო: ფილტვი, ტვინი, ძვალი, ღვიძლი და ა.შ. მელანომა შესაძლოა, ძალიან სწრაფად განვითარდეს.


იმისთვის, რომ მისი გაჩენისგან თავი დაიცვას, ადამიანი უნდა მოერიდოს ამ შემთხვევაში, ორ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, მზესა და ტრავმას. 


ულტრაიისფერი სხივების ჭარბი მიღება არის მელანომის მაპროვოცირებელი ფაქტორი. იგივე შეიძლება ითქვას ტრავმაზე, რაც მელანომის გამოწვევის მიზეზი შეიძლება გახდეს.


ყურადღება უნდა გავამახვილოთ სოლარიუმის თემაზე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს მას. დახურულ სივრცეში, სადაც რუჯის ეფექტი ულტრაიისფერი სხივებით მიიღება, უშუალო ზემოქმედებას ახდენს კანზე. ზღვაზე ეს პროცესი შედარებით იოლ ფორმებში მიმდინარეობს, რადგან, მზის გამოსხივებას ოზონის შრე  ანეიტრალებს. პაციენტს არ შეუძლია თავად განსაზღვროს, ხალი უწყინარია, თუ მელანომაა. ეს მხოლოდ პროფესიონალის კომპეტენციაა. ამიტომ აუცილებელია, რუჯის მიღებამდე ადამიანმა კანის საფარის მდგომარეობის შესახებ ექიმისგან მიიღოს ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილოს ხალის გაავთვისებიანობის რისკი.


– კანის კიბოს დიაგნოსტირებისთვის რა მეთოდოლოგიაა დანერგილი თქვენს კლინიკაში?


– პირველ რიგში, არის ფიზიკალური გასინჯვა, კანის საფარის დათვალიერება, შემდეგ კი დერმატოსკოპია, (მრავალჯერადი გადიდებით გასინჯვა) ზოგადად, დერმატოსკოპიით დიაგნოზების 90% ისმება. დიაგნოზის ვერიფიცირება ხდება ინვაზიური მეთოდითაც (ციტოლოგიური კვლევა და ბიოფსია ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის), რასაც მელანომის შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ, თუმცა ეს მეთოდი მისაღებია  და ზოგჯერ აუცილებელიც ბაზალურუჯრედოვანი და ბრყელუჯრედოვანი კიბოს დროს. ეს არის ტრავმული მეთოდი, ანუ ჩვენ უნდა მოვფხიკოთ საკვლევი არე რასაც მელანომის შემთხვევაში შეიძლება მოჰყვეს დაავადების პროვოცირება და მეტასტაზირება. ამიტომ ექიმს დიაგნოსტიკური მეთოდის განსაზღვრისას დიდი სიფრხილე მართებს.


გარდა ამისა, ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტირების ყველა თანამედროვე მეთოდი არსებობს, რაც მცირედ უზუსტობასაც კი გამორიცხავს.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ინფორმატიულია მელანომის დროს  პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, იგივე პეტი . ამ გამოკვლევით უმცირესი პათოლოგიის კერის არსებობაც კი შეგვიძლია აღმოვაჩინოთ. ასევე, ვატარებთ ონკოგენეტიკურ ლაბორატორიულ კვლევას. ეს უკანასკნელი მელანომის დროს სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობის განსაზღვრას გვიჩვენებს, ანუ წინასწარ ვსაზღვრავთ, იქნება თუ არა შედეგიანი პრეპარატის მიცემა. ამის წყალობით ადამიანს საკმაოდ დიდი ფულადი და დროის რესურსის დაზოგვა შეუძლია.


– რას მოიცავს რბილი ქსოვილების სიმსივნეები და რა მეთოდებს მიმართავთ მათი მკურნალობისას?


– რბილი ქსოვილების სიმსივნეები ძირითადში კუნთმყესოვანი სისტემის ონკოლოგიური პათოლოგიებია თუმცა ის შეიძლება განვითარდეს ცხიმოვანი, სისხლძარღოვანი  და სხვა ქსოვილოვანი შემადგენლისაგან. მასაც, ასევე, აქვს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი ფორმები. კეთილთვისებიანი წარმონაქმნის დროს შესაძლოა, ესთეტიკური და ფუნქციონალური კუთხით პრობლემა შეექმნას ორგანოს, თუმცა პრობლემა მარტივად, კეთილსაიმედო პროგნოზითა და ქირურგიული ჩარევით გვარდება.


რბილქსოვილოვანი სიმსივნური წარმონაქმნი ტანზე და კიდურებზე  დეფორმაციას წარმოშობს, ამიტომ ხელით ისინჯება, ან პაციენტი კანქვეშ სიმაგრეს გრძნობს.


რაც შეეხება ავთვისებიან ფორმებს, ანუ სარკომებს,  რასაც მხოლოდ ქირურგიული ჩარევით შეგვიძლია ვუმკურნალოთ. თითოეულ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზომებს, კონფიგურაციასა და ტოპოგრაფიულ მდებარეობას. ყველა ოპერაცია არის იმპროვიზაცია, რადგან არცერთი ოპერაცია არ ჰგავს ერთმანეთს. სარკომები ატიპიურად იზრდება, შესაბამისად, დაზიანებული არეც განსხვავებულია. მის თითოეულ ოპერაციას 2 მიზანი აქვს. პირველი – პათოლოგიური წარმონაქმნის რადიკალური ამოკვეთა და მეორე – ორგანოს ფუნქციის შენარჩუნება, რადგან გვიან სტადიაზე საქმე უკვე კიდურის დაკარგვას ეხება. რაც უნდა რთული კონფიგურაციის შემთხვევა იყოს, ჩემი და კლინიკის ამოცანაა ონკოლოგიური რადიკალური ოპერაციის ჩატარება – შერწყმული კიდურების შენარჩუნებასთან და აღდგენით-რეკონსტრუქციულ ეტაპთან.


– კონკრეტულად რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ და როგორია შედეგები?


– კანის კიბოს მკურნალობისას გამოიყენება სხივური თერაპია, ქირურგიული ჩარევა, ან ორივე ერთად შერწყმული. მელანომის დროს ვიყენებთ მხოლოდ ქირურგიას და იმუნოთერაპიას.


იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტები უმეტესად გვიან სტადიაზე, დიდი ზომის სიმსივნეებით მოდიან, გვიწევს ფართომასშტაბიანი ქირურგიული ოპერაციების გაკეთება. კანის სიმსივნეების დროს, საოპერაციო ველის ტექნიკური შემცირებისთვის ზოგჯერ ვიყენებთ სხივურ თერაპიას. შემდეგ კი ვაკეთებთ  ოპერაციას. გარდა ამისა, როცა დეფექტი რჩება, ბუნებრივია, საჭიროებს აღდგენას. ამიტომ ვატარებთ აღდგენით-რეკონსტრუქციულ ოპერაციებს როტაციული ნაფლეთის გამოყენებით, ან გადანერგვით. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ კანის კიბოს დიაგნოზის დროული გამოვლენისას პრაქტიკულად სრულ გამოჯანმრთელებას ვაღწევთ.


მელანომის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია, რადგან აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა სასტარტო ვითარებას ენიჭება. დაავადება სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ პაციენტებს ვურჩევ, დროულად მიმართონ ექიმს.


მელანომის მკურნალობა იწყება ოპერაციით, შემდეგ კი მოდის ქიმიო და იმუნოთერაპიის კურსი.


მინდა, ვუთხრა პაციენტებს, რომ სასტარტო ვითარებას ყველა ამ პათოლოგიის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კანის საფარზე არსებული ნებისმიერი წარმონაქმნი უყურადღებოდ არ დატოვონ და დროულად ჩაიტარონ კვალიფიცირებული კონსულტაცია.


შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, რუსთაველის
გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში  მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფს შექმნიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მეუფე შიო: ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო

"ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო",-ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების ტაძარში განაცხადა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.