საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ავტომობილები პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.


შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, ისინი კანონიერ მეპატრონეებს დაუბრუნდებათ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლის, კობა ცერცვაძის განცხადებით, მოლაპარაკებებში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება.


„რაც შეეხება საქართველოს 8 მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს საოკუპაციო ძალების მიერ, გუშინდელი დღიდან ინტენსიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი, ინფორმირებული იქნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია, გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი. მოლაპარაკებების შედეგად, დღეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპაციის ხაზთან გადმოგვცეს უკანონოდ დაკავებული პირების კუთვნილი 3 ავტომანქანა. რაც შეეხება თვითონ დაკავებულ პირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოები აკეთებენ ყველაფერს, რათა უკანონოდ დაკავებული პირები, რაც შეიძლება დროულად გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან და დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.


შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალებმა 17 აგვისტოს შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 ადგილობრივი მაცხოვრებელი გაიტაცეს, დღეს კი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. რვავე მათგანი ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული.


ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება აკი ბაშოზე მოიპოვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. სუპერტურნირის მე-10 დღეს მისი მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჩიოტარიუ იყო, რომელსაც ლევანი აქამდე ცხრაჯერ შეხვედროდა, საიდანაც მხოლოდ ორი შეხვედრა დათმო.

ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები - ირინა ფრუიძე, გუგული მაღრაძე და გიორგი ხატიძე დღეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ.

მეიჯერელ საქართველომ პატარებისთვის ახალი სასწავლო წლის ღონისძიება გამართა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მეიჯერელ საქართველო ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა.

თბილისში "კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ მეორე რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის შავი ზღვის რეგიონის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს.

ნატა მენაბდე, შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს

საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ნატა მენაბდე დღეს შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს.

რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტად არჩევა“ მიულოცა

რუსეთის პატრიარქი კირილი იმედოვნებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მეორედ „არჩეული“ ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, როგორც ადრე, განსაკუთრებულ ყურადღებას ქრისტანულ ტრადიციებზე გაამახვილებს. 

ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტაანიდან დიდი გამარჯვებით დაბრუნდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს.

საქართველოში Euronews-ის წარმომადგენლობა ფუძნდება

საქართველოში Euronews წარმომადგენლობის Euronews Georgia-ს პრეზენტაცია 18 სექტემბერს, 12:00-ზე "რესპუბლიკაში" გაიმართება.

კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კახეთში რთველი 2019-ის პროცესში, ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 
NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით მოსახლეობის 49% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში.

კალინ დიმტჩევი განათლების რეფორმაზე: „რეფორმების ასეთი მასშტაბურობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მსმენია“

განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას, მაიკროსოფტის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინ დიმტჩევმა განათლების რეფორმა პოზიტიურად შეაფასა.

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა - ამის შესახებ სოკარ ჯორჯიაში განაცხადეს.

ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა.

პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს

თბილისში, პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს.

ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

 აზერბაიჯანში 17-18 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი გაიმართება.

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოავლინა

9-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოვლინდა.