მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორში, გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში იმყოფებოდა.

მათი სახლები სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა.


სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით,  მინისტრის სტუმრობის მიზანი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სახელით მათთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფორმებსა და სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ნაბიჯებზე გასაუბრება იყო.


მათივე ცნობით, ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები  სახემწიფოსგან  სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ, რომელთა დამუშავებასა და სურვილისამებრ გამოყენებასაც შეძლებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტინთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ. ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათთვის უფასოდ პროფესიულ გადამზადებასაც იქნა შეთავაზებული.


სახელმწიფო მხარდაჭერას გამოხატავს ამირან გუგუტიშვილის ოჯახის მიმართაც, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ  კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს.


„დღეს ვიმყოფებოდით გორში, რაზმაძისა და გუგუტიშვილის ოჯახში. იმ ადგილას, სადაც ისინი 2008 წლიდან ცხოვრობენ, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომისა და რუსეთის ინტერვენციის შედეგად, გუგუტიანთკარში მათი სახლები დაიბომბა. დღეს აქ იმისათვის ვარ, რომ მთავრობის სახელით მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო და დახმარება კონკრეტული ფორმებით ვცადოთ. აქ საუბარია სოცალურ დახმარებასა და იმ სახლების დაკანონებაზე, რომლებშიც დღეს ცხოვრობენ. ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომ საკუთარ სოფელში სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ, რათა ბმა არ დაკარგონ. ეს მათი სურვილია და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.


ჩვენი ამოცანა, ზოგადად, ის გახლავთ, რომ არა მხოლოდ ამ სამ ოჯახს, რომელსაც მავთულხლართების გავლების პროცესი უშუალოდ შეეხო, არამედ მთლიანად სოფელს, გუგუტიანთკარს და ყველა იმ სოფელს დავუდგეთ გვერდით, რომლებიც დღეს მავთულხლართებითაა გახლეჩილი. საქართველოში ასეთი სოფელი ასზე მეტია. აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ხუთ წლიან პროგრამას, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც საბაზისო საჭიროებების მოგვარებისკენა მიმართული - წყლის სისტეების მოწესრიგებისაკენ, გაზიფიცირებისაკენ, განათლების დაფინანსებსაკენ, ჯანდაცვის გარკვეული ობიექტების მშენებლობისაკენ, ინფრასტრუქტურის შეკეთებისაკენ და ა.შ. რაც მთავარია, თანდათან გადავალთ იმაზე, რომ სოფლებში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა გაჩნდეს, რათა ადამიანები ამ მიწაზე დამაგრდნენ და ამით გავცეთ საქმიანი, ღირსეული და ყველაზე ქმედითი პასუხი ოკუპაციას - განვითარებით, უკეთესი განათლებითა და მეტი შესაძლებლობით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ეს მახინჯი მავთულხლართები და ბარიკადები დავამარცხოთ.


2013 წლიდან ამ სოფლების დახმარება და სტუდენტების დაფინანსება დავიწყეთ და მათი რიცხვი 2018-2019 სასწავლო წელს ფაქტობრივად სამჯერ გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში მოსწავლეების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.  თავის მხრივ, ეს არის ძალიან სარწმუნო ინდიკატორი, რომ ოჯახები საკუთარ მიწაზე მაგრდებიან და ცხოვრებას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მავთულხლართების პირისპირ უწევთ ყოფნა, რაც ადვილი არ არის. მე ვფიქრობ, რომ მართლაც აქ გადის ჩვენი ანტისაოკუპაციო, სამშვიდობო ფრონტის ხაზი. ჩვენი ვალია, მათ გვერდში დავუდგეთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახებში, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.


... და გადმოუხვიეთ მარცხნივ!

დიახ, დაუფიქრებლად, სვანეთში მიმავალი, ზუგდიდიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, როგორც კი დაინახავთ, რომ არჩევანი უნდა გააკეთოთ მესტიასა და ნაკრას შორის, ჯერ მარცხნივ გადმოუხვიეთ და წამომყევით დაუვიწყარ მოგზაურობაში.

ახალციხეში გამყიდველმა მყიდველს სცემა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, გამყიდველმა ქალმა მყიდველი სცემა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალებს შორის შელაპარაკება ხურდის დაბრუნებას მოჰყვა.

დათო ლორთქიფანიძე: ეს უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისს მის ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებს

„ეს უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისს მის ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებს“, - ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა დათო ლორთქიფანიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ბრიტანეთის მთავრობის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

ნიკო ჩხეტიანი: ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ევროს გაღება

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ევროს გაღება“, - განაცხადა „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე.

მიხეილ ჩხენკელი: მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა 

თამაშდება თუ არა Samsung Galaxy S10 - "მაგთი" აბონენტებს აფრთხილებს

კომპანია "მაგთიკომი" აბონენტებს შესაძლო თაღლითობის შესახებ ტექსტური შტყობინებით აფრთიხლებს.

თბილისში ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

დღეს, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, მხატვარ-მონუმენტალისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის და დედაქალაქის გერბის და დროშის ავტორის, ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

იუსტიციის სამინისტრო მზადაა, შეწყალების პროცედურების რეფორმის პროცესში ჩაერთოს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა, შეწყალების პროცედურების რეფორმის პროცესში ჩაერთოს.

თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართა

ღონისძიება EU4Business-EBRD საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართა.

გიორგი გახარია შეწყალებაზე: უნდა მოხდეს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და გარკვეული ფილტრები გაჩნდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

IATA თბილისში რეგიონალური სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” მოწვევით, საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტრეინინგ ცენტრის ტოპ-მენეჯმენტი იმყოფება.

არჩილ კაიკაციშვილი: შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საზოგადოებრივ კრიტიკას უერთდება.

მშპ II კვარტალში 4.5%-ით გაიზარდა

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 2019 წლის II კვარტალში 11.026 მლრდ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.5%-ით განისაზღვრა.

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ქუთაისის აეროპორტში მოქალაქეებს ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოუჩინეს.

EBRD-ის მხარდაჭერით, წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით, სასწავლო სემინარი მიმდინარეობს

ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობით, წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით, სემინარი იმართება.

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა

17 სექტემბერს პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დრო დასრულდა. სულ დარეგისტრირდა 26 600 -ზე მეტი აპლიკანტი. 

„წითელ ხიდზე“ 7 960 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

14-16 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

გიორგი წოწკოლაური: დევნილების ერთი ჯგუფის პროტესტმა, მიიღო პოლიტიკური სახე მიიღო და სრულად მართულია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დევნილების მიერ სამინისტროს შენობის შესასვლელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

FAO-მ ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ

ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ.