ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ორგანიზაციის სასარგებლოდ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, საბანკო ანგარიშებზე
ყადაღის ღონისძიება ვალდებულების უზრუნველყოფამდე გაგრძელდება.


"პოლიტიკოსმა პატივი არ სცა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, ნებაყოფლობით არ აღასრულა მოთხოვნა,
რითაც ორგანიზაციამ კანონით გათვალისწინებულ შემდგომ იძულებით ღონისძიებას მიმართა.


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
2019 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი
ჯაფარიძის მიერ "ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართ გაკეთებული განცხადება ცილისწამებად შეფასდა
და ტელეკომპანია "იმედის" ეთერით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის
ვადაში, გავრცელებული ცნობების უარყოფა დაევალა. შესაბამისად, სასამართლომ სრულად
დააკმაყოფილა ორგანიზაციის სააპელაციო საჩივარი და მოთხოვნა, რითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
"ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნავს, რომ დავა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს. ორგანიზაციამ 2015
წლის 9 თებერვალს, სხვა ორგანიზაციებთან და პროფესიულ ჯგუფებთან ერთად, საქართველოს
პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარუდგინა ნინო გვენეტაძის
კანდიდატურა.


17 თებერვალს, პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურა დასამტკიცებლად შესთავაზა.
სწორედ ამ დღეს, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "იმედის" 17:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში
გააკეთა შემდეგი სახის განცხადება: "ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია
"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად
ღარიბაშვილის მიერ მართული". პოლიტიკოსის განცხადება უცველად განთავსდა სხვადასხვა ახალი
ამბების სააგენტოზე. ორგანიზაციამ 18 თებერვალს სპეციალური განცახდება გააკეთა და ზურაბ
ჯაფარიძეს მოსთხოვა, დაედასტურებინა ან მოეხდინა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან
ორგანიზაციის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის უარყოფა, რაც გამოხმაურების გარეშე დარჩა.
პოლიტიკოსის განცხადებამ გავლენა იქონია ორგანიზაციის პარტნიორებთან ურთიერთობის პროცესსა და
ნდობის საკითხზე. ორგანიზაცია, სამხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ახორციელებდა ერთ-ერთი პროექტის სამართლებრივ დახმარებას. შესაბამისად, დონორმა მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დროებით შეჩერებაზე, რითაც "ახალგაზრდა ადვოკატებმა", დოკუმენტურად
დადასტურებულია, რომ მომსახურებისთვის ვერ მიიღო 5050 ლარი.


ორგანიზაციამ დაასაბუთა, რომ მიადგა ზიანი და გაცხადებული ფაქტის მცდარობა ზურაბ
ჯაფარიძისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან პოლიტიკოსმა გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა,
რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცვლელი განცხადების გავრცელება. პირველი ინსტანციის
სასამართლო მიიჩნევდა, რომ ზურაბ ჯაფარიძის სადავო გამონათქვამი არ ამტკიცებდა მის ნამდვილობას
და სადავო გამონათქვამები სარგებლობდა აზრის აბსოლუტური პრივილეგიით, რაც საქმის მასალების
საფუძვლიანი კვლევის შედეგად, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს
სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.
პალატის განმარტებით, პოლიტიკოსის განცახდება გამოხატვის თავისუფლების იმ სტანდარტში არ
მოიაზრება, რომელიც გამორიცხავს ცილისწამებას.


ცნობისთვის: ორგანიზაციამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებლო წარმოების დაწყება 2019
წლის 14 ივნისს მოითხოვა. 17 ივნისს დაიწყო სააღსრულებლო წარმოება. 19 ივნისს მხარეს ჩაბარდა
შეტყობინება მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე. 13 და 14 აგვისტოს მდგომარეობით, დაყადაღდა
პოლიტიკოსის საბანკო ანგარიშები. 19 აგვისტოს გაიგზავნა ინკასოს მოთხოვნა. რაც შეეხება უშუალოდ
ორგანიზაციის სარჩელს, სასამართლოში წარდგენილ იქნა 2015 წლის 23 მარტს. პირველი ინსტანციის
სასამართლოში საქმე მოსამართლე ქეთევან კუჭავამ განიხილა, ხოლო თბილისის სააპელაციო
სასამართლოში: დიანა ბერეკაშვილმა, ქეთევან დუგლაძემ და ბესარიონ ტაბაღუამ. ამჟამად
მიმდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების დადგენილი ცნობების უარყოფის იძულებითი
ღონისძიება, რომელიც ნებაყოფლობით, აგრეთვე, პოლიტიკოსმა არ შეასრულა. დავას ორგანიზაციისთვის
პრინციპული და პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.


თავის მხრივ, "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე ასე გამოეხმაურა:


"ეგეთი ორგანიზაცია არსებობს - ახალგაზრდა ადვოკატები ჰქვია


2015 წელს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინეს უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე


ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი თინათინ ნაბლოშვილი ქართული ოცნების აქტივისტი იყო, შემდეგ კი თბილისის საკრებულოში გავიდა ქართული ოცნების პარტიული სიით, სადაც მესამე ნომერი იყო


2015 წელს, გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ (რომელიც შემდგომში გახდა კიდეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოცნებისა და ივანიშვილის მხარდაჭერით), მე იმედის ეთერში ვთქვი რომ ეს ორგანიზაცია არის ოცნების სატელიტი (ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს)


ახალგაზრდა ადვოკატები წავიდნენ სასამართლოში და მიჩივლეს


პირველ ინსტანციაში მოვიგე


შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ როგორღაც გამომრჩა რომ მეორე ინსტანციაში გაუსაჩივრებიათ


შესაბამისად მეორე ინსტანციაში სხდომაზე არ ვყოფილვარ არც მე, არც ჩემი წარმომადგენელი


და ახლა, 2019 წელს, უკვე დაბერებული ადვოკატების სარჩელი დაუკმაყოფილებია მეორე ინსტანციის სასამართლოს


მომესაჯა იმედის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა + 300 ლარიანი ჯარიმა


ჯარიმის გამო ინკასო დაადეს ჩემ ანგარიშებს


ჰოდა:


1. ჯარიმას ჩემი ნებით არ გადავიხდი


2. ინფორმაციის უარყოფას არ ვაპირებ. მეტიც, ისევ ისე ვარ დარწმუნებული რომ ეს ორგანიზაციაა ოცნების შნირია


პ.ს. 4 წელი რომ ასეთ სირობას განიხილავდნენ, ეს სასამართლოს დიაგნოზიცაა".


 



ეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაციას უცხოური მედია ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგისთვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება.

 
გიორგი ვოლსკი: კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რაც  ერთმანეთთან გვახასიათებდა

„კიდევ არსებობს ნაპერწკალი, რომლისგანაც შეიძლება გაღვივდეს ის სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვახასიათებდა“.

საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქ კირილეს ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად

საქართველოს საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

სოფო კილაძე:  ბევრი რამ კეთდება, რათა ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მთლიანად ხელისუფლება  ბევრს აკეთებს, რათა გავაუმჯობესოთ საქართველოს ოკუპირებულ ტეროტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა".

 
სავალ მირზოევი: მჯერა, ქართველებთან ერთად არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ

პარლამენტის წევრმა, სავალ მირზოევმა პლენარულ სხდომაზე, განცხადება გააკეთა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიმონ ნოზაძე ოპოზიციას: თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა, თქვენ ტერიტორიების 22 პროცენტი დაკარგეთ

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენება შეაფასა.

რა წერია შრომის კოდექსის პროექტში - მამუკა მდინარაძის განმარტება

„ძალიან სამწუხაროა, რომ ინტერპრეტაციები, სპეკულაციები და აქედან გამომდინარე ვნებათაღელვა მოჰყვა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცერებული არ არის".

პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტთან აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში გამჭვირვალედ წარიმართება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევის პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

ევროპოლი არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავებაზე ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

ციხელაშვილი: ჩვენი პოლიტიკა ადამიანზეა ფოკუსირებული და გათვლილი იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის ნიადაგი მოამზადოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით

"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეტალური განმარტებები უნდა გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც საბუთები მოამზადა, ამ სიაზე იმუშავა, შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს".

სამუდამო პატიმრობა მისჯილმა პარლამენტს საკონსტიტუციო დავა მოუგო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამუდამო  პატიმრობაში მყოფი ბადრი ბეჟანიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 
ირაკლი სესიაშვილი: პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არანაირ ეჭვს და კითხვებს არ ბადებს.

ოთარ დანელია  გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა.

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო.

„ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბრის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა

„მამუკა ხაზარაძეს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, რუსეთში მოქმედი ყაზახი ბიზნესმენების ჩართვა სურს, ღალატი და მავნებლობაა“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.