საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - ქალაქთან შედარებით მეტი დასაქმებულია სოფლად

2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2019 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით. როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად, 0.2 და 0.1 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.6 პროცენტული პუნქტით.


2019 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.


უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.


აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 55.3 პროცენტს, ხოლო კაცებში 73.5 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი შემცირებულია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 0.4 და 0.2 პროცენტული პუნქტით.


თბილისის მერიასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ვახტანგ გომელაური საფრანგეთის ელჩს - დიეგო კოლასს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს - დიეგო კოლასს შეხვდა.

კოვზანაძე: ადექვატური მონეტარული პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და გამართული დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსური მდგრადობის მთავარი პირობაა

"ფიზიკური პირების დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვრის გაზრდა 15 000 ლარამდე, საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია".

პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

გიორგი ცუცქირიძე: „ქართუს“ ინვესტიცია უპრეცედენტოა, იგი არ არის წმინდა კომერციული ბიზნესმოდელი და არის მიმართული მოგების მიღებაზე ან დივიდენდებზე

ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას სოციალურ ქსელში აფასებს. 

ირაკლი აბესაძე: თუ რომელიმე კონკრეტული კომპანია რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირშია, ასეთი კომპანიები პორტის მშენებლობაში არ შეიძლება ჩართული იყოს

„თუ რომელიმე კონკრეტული კომპანია რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირშია ან მათი საქმიანი რეპუტაცია ეჭვს იწვევს, ასეთი კომპანიები პორტის მშენებლობაში არ შეიძლება ჩართული იყოს“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი  ირაკლი აბესაძე. 

საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველო წელსაც შეუერთდა

ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 20-22 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიები „დავასუფთავოთ მსოფლიო” (Clean Up the World) და „მსოფლიო დასუფთავების დღე” იმართება.

ბიზნესომბუდსმენი ასახელებს პრობლემებს, რომელიც საქართველოში ბიზნესს აწუხებს

ბიზნესომბუდსმენმა რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ საქართველოში ბიზნესის გამოწვევებსა და ბიზნესომბუდსმენის მანდატის გაძლიერებაზე ისაუბრა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: როცა არ წყდება მძიმე ცილისმწამებლური განცხადებები, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2  უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა.

სალომე სამადაშვილი: არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონდათ, როდესაც ყაზახურ კომპანიას სთავაზობდნენ ინვესტორის სახით კონსორციუმს

„არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონდათ, როდესაც ყაზახურ კომპანიას სთავაზობდნენ ინვესტორის სახით კონსორციუმს“, - ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა კომპანია Capital Limited-თან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

რომან გოცირიძე: თუ იქნება ობიექტური დასაბუთება, რომ ეს კომპანია რუსული ინტერესების გამომხატველია, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით და ამ შემთხვევაში მთავრობის მხარეს დავიჭერთ

„თუ იქნება ობიექტური დასაბუთება, რომ ეს კომპანია რუსული ინტერესების გამომხატველია, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით და ამ შემთხვევაში მთავრობის მხარეს დავიჭერთ“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

გიორგი გახარია: სახელმწიფოს აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები - დაიცვას როგორც ინსტიტუტი, ასევე მშვიდობა და მართლწესრიგი ქალაქში

"იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია. გამოძიება გაგრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს,“.

ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულია პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი.

თინა ბოკუჩავა მამუკა ხაზარაძისგან განმარტებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა კომპანია Capital Limited-თან დაკავშირებით, რომელიც მამუკამ ხაზარაძემ სახელმწიფოს და საზოგადოებას ინგლისურ კომპანიად წარუდგინა, მისგან განმარტებას ითხოვს.

გიორგი გახარია: მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ

„მესმის თქვენი ემოციურობა, განსაკუთრებით 20 რიცხვში. ისიც  მესმის, რომ ემოციურობა უკავშირდება დღეს დაგეგმილ აქციას. გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ისევე როგორც პრემიერს ირჩევს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა".

 
გენერალურმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,21-22 სექტემრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

გიორგი კალანდია: სიმბოლურია ქუთაისთან ახლოს, იქ სადაც ოდესღაც ყველაზე ძლიერი ქართული აკადემია მოქმედებდა ამ უნივერსიტეტის ამოქმედება!

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

presa.ge საზოგადოებასა და gwp-ის ბოდიშს უხდის

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა და presa.ge-ს შორის სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა, რომლის თანახმადაც კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს დაეკისრა მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს არასწორად გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა.

გიორგი გახარია - „ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.