ნუკრი ქანთარია: ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს

„ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის, არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება, მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ისტორია მეორდება... ჯერ როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი...
უამრავი ფარსის მომსწრე ვართ ამ დღეებში, განსაკუთრებით ფსევდომედიის სახით. მონობა თავისუფლების სახელით - როგორც ჭეშმარიტი სექტის წევრები, ისე წაშალეს დღეს მედიურ მანტიებში გახვეულმა პროკურორებმა ჟურნალისტები, შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ.
როგორც ჩანს, მათ ტყუილებისა და მოდელირებული სიუჟეტების გარეშე მუშაობა არ შეუძლიათ და თან ვალდებულებებიც თავის საქმეს აკეთებს - მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ვერ გადააჩვევო, მათზეა ზედგამოჭრილი.


ერთ ჩვენს ნაცნობ ბანკირს კი 2012 წელთან უჩნდება ასოციაციები... სააკაშვილის მორჩილი, მდუმარე იარაღი დღეს თავისუფალი მოქალაქეა და სარგებლობს სწორედ იმ მიღწევით, რაც 2012-მა წელმა მოუტანა. ერთ დღეში მიღებული სპეციალური კანონი „ქართუს“ გაკოტრებისთვის და კრავ ბანკირთა დუმილი... და კიდევ არაერთი ფაქტი. ამიტომ ნამდვილად მიკვირს ხაზარაძის.
არაფერი იცვლებაო, წერს... როგორ არ იცვლება: მაშინ დუმდა, ახლა დიდგულობს;


დუმდა! როცა ხალხს აწამებდნენ, ხვრეტდნენ და მერე ყელზე ქვაგამობმულებს პალიასტომსა და შავ ზღვაში ყრიდნენ;


დუმდა! როცა ბუტასა და სანდროს კლავდნენ; დუმდა 7 ნოემბერს და 26 მაისს;
დუმდა! როცა „ქართუს“ აკოტრებდნენ და ბიძინას მოქალაქეობას ართმევდნენ; თუმცა, ალბათ, იმიტომ დუმდა, რომ არ ეცალა - ბანკი „კონსტანტას“, „ელიტ ელექტრონიქსის“ წართმევით იყო დაკავებული და უკვე აღარ ვიცი...


ხალხის გატყავებაში თანამეინახეობისთვის დააჯილდოვა მიშამ (უ)ღირსობის ორდენით თუ დუმილისთვის, რომელიც ოქროა? ახლა დიდგულობა ადვილია. გაბედვას დიდი ფიქრი არ სჭირდება. ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია ჩვენი, ვინც ვიბრძოდით იმ დროს, როცა შენ დუმდი! იმიტომ ვიბრძოდით, რომ არ შეგშინებოდა და გაგებედა.


ჩვენ გავიმარჯვეთ - შენ ბედავ, შენც კი... არასოდეს უნდა დააყვედროს „ოცნებამ“ არც ერთ ქართველს 1-ლი ოქტომბრის მონაპოვარი, არასოდეს. მაგრამ მწარედ უნდა მოხვდეს ცხვირში საკუთარი წარსული ყველას, ვინც დღეს ბედავს და პარალელს ავლებს ამ ხელისუფლებასა და იმ რეჟიმს შორის, დღევანდელ თავისუფლებასა და იმდროინდელ დიქტატს შორის, მიშასა და ბიძინას შორის!


დრო ყველაფერს მალე დაალაგებს. თუმცა ვისაც თვალი და ყური უჭრის, დამნახავი უკვე უნდა ხედავდეს და ვფიქრობ, ხედავს კიდეც ვინ ვინ არის და ვის რა უნდა ქვეყნისთვის...“ - წერს ქანთარია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.


... და გადმოუხვიეთ მარცხნივ!

დიახ, დაუფიქრებლად, სვანეთში მიმავალი, ზუგდიდიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, როგორც კი დაინახავთ, რომ არჩევანი უნდა გააკეთოთ მესტიასა და ნაკრას შორის, ჯერ მარცხნივ გადმოუხვიეთ და წამომყევით დაუვიწყარ მოგზაურობაში.

ახალციხეში გამყიდველმა მყიდველს სცემა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, გამყიდველმა ქალმა მყიდველი სცემა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალებს შორის შელაპარაკება ხურდის დაბრუნებას მოჰყვა.

დათო ლორთქიფანიძე: ეს უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისს მის ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებს

„ეს უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისს მის ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებს“, - ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა დათო ლორთქიფანიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, ბრიტანეთის მთავრობის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

ნიკო ჩხეტიანი: ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ევროს გაღება

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ევროს გაღება“, - განაცხადა „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე.

მიხეილ ჩხენკელი: მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა 

თამაშდება თუ არა Samsung Galaxy S10 - "მაგთი" აბონენტებს აფრთხილებს

კომპანია "მაგთიკომი" აბონენტებს შესაძლო თაღლითობის შესახებ ტექსტური შტყობინებით აფრთიხლებს.

თბილისში ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

დღეს, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, მხატვარ-მონუმენტალისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის და დედაქალაქის გერბის და დროშის ავტორის, ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

იუსტიციის სამინისტრო მზადაა, შეწყალების პროცედურების რეფორმის პროცესში ჩაერთოს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა, შეწყალების პროცედურების რეფორმის პროცესში ჩაერთოს.

თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართა

ღონისძიება EU4Business-EBRD საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართა.

გიორგი გახარია შეწყალებაზე: უნდა მოხდეს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და გარკვეული ფილტრები გაჩნდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

IATA თბილისში რეგიონალური სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” მოწვევით, საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტრეინინგ ცენტრის ტოპ-მენეჯმენტი იმყოფება.

არჩილ კაიკაციშვილი: შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საზოგადოებრივ კრიტიკას უერთდება.

მშპ II კვარტალში 4.5%-ით გაიზარდა

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 2019 წლის II კვარტალში 11.026 მლრდ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.5%-ით განისაზღვრა.

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ქუთაისის აეროპორტში მოქალაქეებს ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოუჩინეს.

EBRD-ის მხარდაჭერით, წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით, სასწავლო სემინარი მიმდინარეობს

ეკონომიკის სამინისტროს  სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობით, წიაღის სექტორში ფისკალურ ჩარჩოსთან დაკავშირებით, სემინარი იმართება.

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა

17 სექტემბერს პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი დრო დასრულდა. სულ დარეგისტრირდა 26 600 -ზე მეტი აპლიკანტი. 

„წითელ ხიდზე“ 7 960 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

14-16 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

გიორგი წოწკოლაური: დევნილების ერთი ჯგუფის პროტესტმა, მიიღო პოლიტიკური სახე მიიღო და სრულად მართულია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დევნილების მიერ სამინისტროს შენობის შესასვლელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

FAO-მ ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ლაგოდეხში ფერმერთა საველე დღე გამართა.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ

ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ.