"ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის ანგარიშს პასუხობს

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. 

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ეხმაურება Human Rights Watch-ის მიერ მომზადებულ ანგარიშს და, პირველ ყოვლისა, სურს, ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ იგი თავიდანვე იყო ჩართული Human Rights Watch-ის მიერ წარმოებულ კვლევაში, თანამშრომლობდა მასთან და, ადგილობრივად, ჭიათურაში აცნობდა სამუშაო გარემოსა და მის სპეციფიკას.


„Human Rights Watch-ის ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს თუ შეფასებებს კომპანიის ოპერირებისა და სამუშაო პრაქტიკის თაობაზე,  ისევე როგორც ყველა იმ საკითხს, რომელსაც ეხება დასკვნა,  კომპანია იღებს ძალიან სერიოზულად. თუმცა, ანგარიშში დაფიქსირებული ზოგიერთი გარემოება იწვევს ვარაუდს, რომ სიღრმისეულად არ არის შესწავლილი ზოგიერთი საკითხი. ასე  მაგალითად: ზეგანაკვეთური და ღამის სამუშაოს გაზრდილი განაკვეთით ანაზღაურება, შესვენების საკითხი, კვოტების საკითხი. ასევე, არასრულყოფილად არის წარმოჩენილი მოპოვების ე.წ. ახალი სისტემა. კერძოდ, ამ სისტემით მომუშავე პირებს ყოველთვის ჰქონდათ და დღემდე აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში იშუამდგომლონ მათთვის მისაღები ცვლიანობის მქონე სამუშაოზე გადაყვანის თაობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიაში არსებული ცვლიანობის მრავალფეროვნება ხელს უწყობს დასაქმებულთა მიერ მათი დროის მართვის მოქნილობას,  ბაზრის გეოგრაფიულ გაფართოებას და ამით მთელ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ფარავს. ამავე შესაძლებლობას ამყარებს საერთო საცხოვრებლის და უფასო ტრანსპორტირების არსებობა.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  მოპოვების ე.წ. ახალი მოდელი  არახალია,  აპრობირებულია საზღვარგარეთის წამყვან სახელმწიფოებში, სადაც წარმოებს  წიაღის მოპოვება (მაგალითად: ავსტრალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და სხვა)


ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემის შემოღებისას ინტენსიური უკუკავშირი არსებობდა პროფკავშირებთან და მაღაროს თანამშრომლებთან. იმართებოდა შეხვედრები, ვიზიტები ადგილზე სიტუაციის გაცნობის და სამუშაო და საყოფაცხოვრებო პირობების დათვალიერების მიზნით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის აზრით მან შესთავაზა დასაქმებულებს დასაქმების ისეთი მოდელი, რომელიც მოიცავს კვებას, ტრანსპორტირებას, საცხოვრებელსა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რითაც ერთის მხრივ ამცირებს დასაქმებულთა ყოველდღიურ ხარჯებს, მეორეს მხრივ კი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მძიმე სამუშაო ადგილას მომუშავე პირებისათვის საჭირო და სათანადო დასასვენებელ გარემოს. რეალობამ ცხადყო, რომ აღნიშნული მოდელი საკმაოდ დიდი დაინტერესებით სარგებლობს შრომით ბაზარზე და დასაქმებულები საკუთარი შრომითი პირობების ხარჯსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე არჩევენ მათთვის მისაღებ შრომით მოდელს.


აქვე აღვნიშნავთ, რომ Human Rights Watch-ის კვლევის პარალელურად წარმოებდა და ახლაც მიმდინარეობს კომპანიისა და დასაქმებულებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები, რომლის შედეგად, გადაიხედა და მომავალშიც უნდა გადაიხედოს სოციალური პოლიტიკის გარკვეული საკვანძო საკითხები. კომპანიისთვის დასაქმებულების შრომითი და სოციალური უფლებები, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელობა მუდმივად მუშაობს არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და დასაქმებულთა პირობების სრულყოფაზე.


"ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, Human Rights Watch-სა და პროფკავშირებთან ერთად  ნებისმიერ სამუშაო ფორმატში  გააგრძელოს თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ეფექტურ მუშაობას  როგორც დასაქმებულთა შრომითი პირობების უზრუნველყოფის, ისე - შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ნაწილში“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სასწრაფოდ საჭიროა რეგულაციებისა და ინსპექტირების გამკაცრება მაღაროელებისა და მეშახტეების დასაცავად.


"ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გენო პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქართველი სპორტსმენების ბოლო პერიოდის უნიკალურ მოღწევებზე ისაუბრა.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.