როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - POSTV ანალიტიკა

როგორ მივედით რეალობამდე, სადაც ქვეყნის მთავარი კრიმინალები, მავნებლები და პარაზიტები განაგრძობენ თვითრეაბილიტაციას და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, - ამ კითხვას ინტერნეტტელევიზია POSTV-ს ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია პასუხობს.

ოდიშარიას თქმით, 2016 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციის გაგრძელება აირჩია და გადაწყვიტა საერთაშორისო ასპარეზზე, დასავლეთის თვალში, ჩვენი რეგიონისთვის უჩვეულო დემოკრატიის ხარისხის დემონსტრირება.


„რა მივიღეთ უახლესი შვიდი წლის განმავლობაში ამ დემოკრატიული პროცესისგან -


ქართულმა საზოგადოებამ მივიღეთ წინა მთავრობის ნარჩენებისგან დაკომპლექტებული ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად თანმიმდევრული კრიტიკისა თუ სხვა ტიპის რაციონალური დაპირისპირებისა მმართველ გუნდთან, მხოლოდ რევანშისტული მიზნებით მოქმედებდა და ამავე სტრატეგიით განაგრძობს მოქმედებას.


მივიღეთ რუსთავი 2, რომელიც ყოველთვის იყო მიშისტური პროპაგანდის ქარხანა, ნახა რა, რომ მხოლოდ პროპაგანდით ვეღარ გავიდოდა ფონს, ჩამოყალიბდა მიზანმიმართული ფეიკ ნიუსების, ისტერიის ბუდედ, რომელიც პარალელურად ყველა გადაცემაში მიშისტური რეჟიმის რომანტიზებას ეწეოდა.


მივიღეთ მედიასააგენტო, რომელიც ანალიზის და ფაქტობრივი კვლევის ნაცვლად, პრაიმტაიმში გინებას, ჭორებს, მუდმივ აგრესიას და მუქარებს ავრცელებდა, ქმნიდა პანიკურ ატმოსფეროს მაყურებლის მანიპულირების მიზნით და ამას უწოდებდა ევროპულ არჩევანს.


მივიღეთ მიშიზმის ღიად გამოკვეთილი თუ ფარულად მოტრფიალე ენჯეო სექტორი, რომლის რეაგირებაც და დამკვირვებლის ფუნქციაც მხოლოდ ერთ პრიზმაში ხედავს საქართველოს, სადაც ყველაფერზე თვალს ხუჭავს ნაციონალური მოძრაობის და მასთან შეამხანაგებული სუბიექტების მიმართ და ყველაფერს რაც ამ უკანასკნელთა წისქვილზე არ ასხამს წყალს, მკაცრად ნეგატიურ შეფასებას აძლევს.


მივიღეთ ის მდგომარეობა, სადაც მიშისტური ნარატივი ცდილობს ფუნდამენტური ევროპული ინსტიტუციების გაუფასურებას, გლობალური ავტორიტეტის შელახვას და ხალხში იმ ილუზიის ჩანერგვას, რომ აღარ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ვერ იყიდის.


მივიღეთ ლიბერალური მედია, რომელიც პროდასავლურ პარტიებს უწოდებს ზემოთხსენებული რიტორიკის გამტარი პირებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს, რომელთა მეთაური, მიხეილ სააკაშვილი, უკვე ღიად აცხადებს, რომ პრეზიდენტობის წლებში დასავლეთისადმი ნდობა არ უნდა მქონოდაო.


მივიღეთ ისტერიკა, სადაც ყველაფერი, რაც არ მოწონს მიშისტური იდეოლოგიის მატარებელს, არის პრორუსული, ყველა საპირისპირო აზრი მასთან მიმართებით არის ბოტის, ტროლის, ბნელის ან ორკის გამოთქმული.


მივიღეთ მიშისტური საჯარო სივრცე, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს პროგრესს და საზოგადოების პოლარიზებას ემსახურება. მივიღეთ პატრიოტიზმის ფორმა, რომელიც ცარიელი რუსოფობია და თვითმარკეტინგია, სამშობლოს სიყვარულთან კი არაფერი ესაქმება.


მივიღეთ რეალობა სადაც კრიმინალი კეზერაშვილი ტელევიზიას ხსნის, კრიმინალი ადეიშვილი უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, სტუდენტებს ტვინს ურეცხავენ და ლიბერალური იდეოლოგიის საჭურჭლედ ზრდიან, სულ ცოტა ხნის წინ აგერ მიშიზმის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, თავისუფლების ინსტიტუტი აღსდგა, პარალელურად მიშისტური საზაფხულო სკოლაც გვაქვს ქვეყანაში, რომელიც ახალგაზრდების იდეოლოგიურად დამუშავებას ეწევა” - ამბობს ბაჩო ოდიშარია.


როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ყველაზე თავგამოდებით სწორედ ახლა იბრძვის სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ძალაუფლების დასაბრუნებლად და სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც მათი კრიტიკა აუცილებლობას წარმოადგენს, ხოლო ყველა, ვინც ამბობს, რაღა დროს წინა ხელისუფლებაზე საუბარიაო, ირიბად თუ პირდაპირ, სწორედ მათთვის მომგებიან რიტორიკას ავრცელებს.


„ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ყველაზე მეტი უნდა ვაკრიტიკოთ, გამოვიკვლიოთ და ვამხილოთ ყველანაირი მიშისტური გამოვლინება. სწორედ ახლაა ის დრო, რომ ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაუსვას წერტილი კოჰაბიტაციის ყოველგვარ ნიშნებს და შეასრულოს ქართული საზოგადოების მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ყველა სისტემური დანაშაულებების და ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი სუბიექტი უნდა მიეცეს კანონის წინაშე პასუხისგებაში. დღეს არ უნდა გვქონდეს რეალობა, რომელშიც სააკაშვილი ციხის რეფორმაზე გაბედავს ქართულ საზოგადოებასთან საუბარს, გვარამია თავისუფალ მედიაზე წაიკითხავს ლექციებს, ადეიშვილი ცინიკურ კომენტარებს გააკეთებს ციხის წამებებზე, კეზერაშვილი ქვეყნიდან მოპარული ფულით დააფინანსებს ნაცმოძრაობის ასაღორძინებელ ტელევიზიას. მსგავსი ტრაგიკომიკური და ქართული საზოგადოებისათვის შეურაცხმყოფელი აბსურდები უნდა დასრულდეს. მიშიზმი საჯარო სივრცეში დომინანტი დისკურსი აღარ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, თუ არ მოვიშორეთ ეს ბალასტი, რომელიც გვაწევს ზურგზე და გამუდმებით გვექაჩება უკან, არანაირი სერიოზული განვითარება, როგორც სახელმწიფოს, ჩვენ არ გვიწერია“, - ამბობს ბაჩო ოდიშარია. 



"ქართული სპორტი უზარმაზარი წარმატების გზას ადგას"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გენო პეტრიაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქართველი სპორტსმენების ბოლო პერიოდის უნიკალურ მოღწევებზე ისაუბრა.

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

მთავარი საკითხები, რომლებზეც პარლამენტი 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს

არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა წარმოადგინა.

თსუ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე განმარტებებს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე განმარტებას ავრცელებს.

ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო.

Adjarabet.com-ის უნიკალური აქცია რაგბის გულშემატკივრებს

Adjarabet.com ახალ აქციას სთავაზობს რაგბის გულშემატკივრებს, რომლებიც
დადებენ ფსონს მსოფლიო თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშზე.

თამარ ხულორდავა შრომის უფლებების კანონპროექტს განმარტავს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კრწანისის ტყე-პარკის დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობდა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

შენობიდან ჩამოცვენილი ბათქაში, დაზიანებული ავტომობილები და დაშავებული ადამიანები - ძლიერი ქარი თბილისში

დედაქალაქში ძლიერი ქარია. უამინდობამ ქალქის სხვადასხვა უბანში პრობლემებია გამოიწვია.

უშგულში პირველი თოვლი მოვიდა

მესტიაში, უშგულის თემში პირველი თოვლი მოვიდა. უშგულში მერის წარმომადგენლის ბექა ღვაჩლიანის ინფორმაციით, თოვა ორი საათის წინ დაიწყო.

"შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო წილხვედრია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.