ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა.

ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა.

21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი გახდა.

„მოხარული ვარ, რომ “არქის” და ჩემი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოვადგენდე ისეთ ძლიერ კომპანიას, როგორიც „არქია“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სანდოობით, ხარისხითა და მომხმარებელზე ზრუნვით გამოირჩევა. „არქი“ დეველოპერული სექტორის ლიდერი კომპანიაა, თუმცა მჯერა, რომ კომპანიის, ისევე როგორც ადამიანების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და  უფრო და უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეიძლება. ჩვენი საერთო ხედვები და ღირებულებები, ვფიქრობ სამომავლოდ კიდევ მეტი ადამიანის გახარების საშუალებას მოგვცემს“ - აცხადებს ზაზა ფაჩულია.

“არქი” ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ამ ეტაპზე 20 დასრულებულ, 19 მიმდინარე პროექტს და 10 000-ზე მეტ არქელს აერთიანებს.


სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები - ირინა ფრუიძე, გუგული მაღრაძე და გიორგი ხატიძე დღეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ.

მეიჯერელ საქართველომ პატარებისთვის ახალი სასწავლო წლის ღონისძიება გამართა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მეიჯერელ საქართველო ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა.

თბილისში "კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ მეორე რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის შავი ზღვის რეგიონის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს.

ნატა მენაბდე, შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს

საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ნატა მენაბდე დღეს შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს.

რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტად არჩევა“ მიულოცა

რუსეთის პატრიარქი კირილი იმედოვნებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მეორედ „არჩეული“ ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, როგორც ადრე, განსაკუთრებულ ყურადღებას ქრისტანულ ტრადიციებზე გაამახვილებს. 

ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტაანიდან დიდი გამარჯვებით დაბრუნდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს.

საქართველოში Euronews-ის წარმომადგენლობა ფუძნდება

საქართველოში Euronews წარმომადგენლობის Euronews Georgia-ს პრეზენტაცია 18 სექტემბერს, 12:00-ზე "რესპუბლიკაში" გაიმართება.

კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კახეთში რთველი 2019-ის პროცესში, ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 
NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით მოსახლეობის 49% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში.

კალინ დიმტჩევი განათლების რეფორმაზე: „რეფორმების ასეთი მასშტაბურობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მსმენია“

განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას, მაიკროსოფტის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინ დიმტჩევმა განათლების რეფორმა პოზიტიურად შეაფასა.

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა - ამის შესახებ სოკარ ჯორჯიაში განაცხადეს.

ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა.

პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს

თბილისში, პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს.

ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

 აზერბაიჯანში 17-18 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი გაიმართება.

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოავლინა

9-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოვლინდა.

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამის მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამის მეგობრებმა მიიყვანეს.

სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.