რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.

ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მინფორმაციით,  მაღალი ტემპერატურის  დროს,  უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან: 75 წლისა და მეტი ასაკის პირები; ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები; გარკვეულ მედიკამენტებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის ძლიერ გამოყოფასა და თერმორეგულაციაზე; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; მაღალი ფიზიკური აქტივობით დაკავებული პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები და ა.შ.) საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციები სასურველია გათვალისწინებულ იქნას ხუთი ძირითადი მიმართულებით: შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე.


"სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული პირებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილეა. დღისით შეამცირეთ სიცხის შეღწევა სახლში - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია.


ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულპრობლემებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. განსაკუთრებით რეკომენდებულია მინერალური წყლების მიღება, მარილების მცირე და საშუალო დონის შემცველობით თავი აარიდეთ სიცხეს შეარჩიეთ ყველაზე გრილი ოთახი თქვენს საცხოვრებელ სახლში, მათ შორის ღამით ძილისათვის. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერიკონდენციონერით გრილდება). მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას. დაისვენეთ ჩრდილში და თავი აარიდეთ მზის გულზე ყოფნას არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებში! გაიგრილეთ სხეული და დაიცავით ორგანიზმი გაუწყლოებისაგან მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.


ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. დაეხმარეთ სხვებს ცხელ ამინდში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები გააცანით თქვენს ახლობლებს - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, განსაკუთრებით მათ ვინც მარტონი არიან.


ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც. თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ ყოველდღიურად. თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე. თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით. როგორ უნდა მოიქცეთ თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება.


თუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება. თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან სხვა პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები",-განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.


დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები ცხელ დღეებში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით განთავსებულია ცენტრის ვებ-გვერდზე. www.ncdc.ge


გარემოს ეროვნული სააგენტო, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ  3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება.


ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.


სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები - ირინა ფრუიძე, გუგული მაღრაძე და გიორგი ხატიძე დღეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ.

მეიჯერელ საქართველომ პატარებისთვის ახალი სასწავლო წლის ღონისძიება გამართა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მეიჯერელ საქართველო ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა.

თბილისში "კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ მეორე რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის შავი ზღვის რეგიონის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს.

ნატა მენაბდე, შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს

საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ნატა მენაბდე დღეს შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს.

რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტად არჩევა“ მიულოცა

რუსეთის პატრიარქი კირილი იმედოვნებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მეორედ „არჩეული“ ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, როგორც ადრე, განსაკუთრებულ ყურადღებას ქრისტანულ ტრადიციებზე გაამახვილებს. 

ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტაანიდან დიდი გამარჯვებით დაბრუნდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობასა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს.

საქართველოში Euronews-ის წარმომადგენლობა ფუძნდება

საქართველოში Euronews წარმომადგენლობის Euronews Georgia-ს პრეზენტაცია 18 სექტემბერს, 12:00-ზე "რესპუბლიკაში" გაიმართება.

კახეთში ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კახეთში რთველი 2019-ის პროცესში, ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 
NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით მოსახლეობის 49% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქალაქ ბელგრადში.

კალინ დიმტჩევი განათლების რეფორმაზე: „რეფორმების ასეთი მასშტაბურობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მსმენია“

განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას, მაიკროსოფტის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინ დიმტჩევმა განათლების რეფორმა პოზიტიურად შეაფასა.

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა - ამის შესახებ სოკარ ჯორჯიაში განაცხადეს.

ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა.

პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს

თბილისში, პეკინის გამზირზე „ზუმერის“ მაღაზია გატეხეს.

ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

 აზერბაიჯანში 17-18 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ვიზიტი გაიმართება.

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოავლინა

9-15 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 446 ფაქტი გამოვლინდა.

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამის მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამის მეგობრებმა მიიყვანეს.

სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.