როგორც "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები.
დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
დამატებითი დეტალები უცნობია.